ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ზუსტდება ვადები, თუ როდის მიეწოდება საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინა, ამ ეტაპზე კი, მუშაობა მიმდინარეობს „სინოვაკის“და „სინოფარმის“ მობილიზებაზე. „ივნისის თვეში, დაახლოებით 160 000 დოზა ვაქცინაა გამზადებული ადმინისტრირებისთვის. აქ შედის პირველი დოზების სახით 40 000-მდე „სინოვაკი“. ასევე, „ასტრაზენეკას“ გარკვეული რაოდენობა, ველოდებით შევსებას. ივნისის ბოლოდან დაზუსტდება დეტალები, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვაქცინების გაფართოების შედეგად ივლისი-აგვისტო მეტად აქტიური მოცვის იქნება....
1 ივნისიდან, იხსნება სახმელეთო საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვა, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ საბჭო ვიზიტორებს მოუწოდებს და მიმართავს რეკომენდაციით, საზღვრის კვეთისას თან ჰქონდეთ ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კოვიდ 19-ის მკურნალობის ხარჯებს. „შეგახსენებთ,...
ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 1 საათით შემცირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით მიიღეს. მისივე თქმით, გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვის 1 საათით შემცირება ყველა მოქალაქეზე გავრცელდება. „სასოფლო -სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ღამის საათებში გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების აქტიური ტემპით მოხსნა აღარ იგეგმება. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დღეს არსებული რეგულაციები ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა. „ძალიან ბევრი შეზღუდვა მოიხსნა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მეტად აქტიური ტემპით შეზღუდვების მოხსნა, რა თქმა უნდა, აღარ იგეგმება, რადგან ის რეგულაციები, რომელიც დაწესებულია ტურიზმის და სარესტორნე ბიზნესისთვის უნდა იქნეს...
დღეიდან იხსნება კვების ობიექტებთან მიმართებაში მოქმედი შეზღუდვა, კერძოდ, მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღონ, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი თუ სხვადასხვა სახის იუბილე. „როგორც მოგეხსენებათ, დღეიდან...
2012 წლამდე დედაქალაქში დაახლოებით 185 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღეს 680 ათასზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება და ყოველწლიურად შემოყვანილი ავტომობილების რაოდენობა დაახლოებით 6-7 პროცენტით იზრდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. „თუ ჩვენ დღეს არ დავიწყებდით კონკრეტული რეფორმის განხორციელებას, მერწმუნეთ, წლების შემდეგ დავდგებოდით ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე, სადაც ქალაქში გადაადგილება უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა...
სატრანსპორტო პოლიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის მიზანია მოქალაქეები სწრაფად და კომფორტულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდებოდნენ ქალაქის ერთო ადგილიდან მეორე მიმართულებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ანგარიში წარდგენის დროს განაცხადა. მერის თქმით, მას და მის გუნდს სატრანსორტო პოლიტიკის მიზნები თავიდანვე ჰქონდა გაცხადებული. „ჩვენ გვსურდა, რომ თბილისში ფუნდამენტურად შეგვეცვალა აქამდე არსებული მიდგომები, განგვეხორციელებინა შესაბამისი ტრანსპორტის მოდერნიზაცია, ინფრასტრუქტურის...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 410 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 65 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე...
იმისათვის, რომ რეგულაციების შემსუბუქებას ეპიდსიტუაციის გაუარესება არ მოჰყვეს, წესები კვლავ ზედმიწევნით უნდა შესრულდეს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მესამე ტალღა დაძლეული არ არის, მხოლოდ პიკმა გადაიარა. „იხსნება სახმელეთო საზღვრები, სადაც, დაახლოებით, იგივე წესები იმოქმედებს, როგორც საჰაერო საზღვრებში. ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს რისკებს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, მით უმეტეს როცა ჯერ მესამე ტალღა არ არის მთლიანად დაძლეული, მხოლოდ პიკმა...
„საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოს აგრძელებს. ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. სოფელ ვალეს, პამაჯის, გურკელისა და წრიოხის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 3 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხები იწმინდება. სამუშაოების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში დამატებით 50 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს. ქსელის მოწესრიგების სამუშაოს საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს.
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და ვაკის რაიონის გამგეობის ერთობლივი ორგანიზებით, თბილისში, მზიურის პარკში, სხვადასხვა სახის ბავშვთა გასართობი ღონისძიებები იგეგმება. თბილისის მერიის ცნობით, აქტივობები რამდენიმე ლოკაციაზე 16:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში გაიმართება. მათი ინფორმაციით, სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენები ბავშვებისთვის და ზღაპრის გმირების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა...
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო სახმელეთო საზღვრებს დღეიდან გახსნის. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ განმარტა, სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით. "ამ შემთხვევაში, პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR...
video
ვინ და რატომ ებრძოდა ივანიშვილის მიერ დაპირებულ თვითმმართველობის რეფორმას? რა იყო დაგეგმილი და რა დარჩა რეფორმიდან? - ნახეთ "თავისუფლების მონიტორის" ახალი ჟურნალისტური გამოძიება.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა, პირდაპირ ეთერში, შერჩევითობის პრინციპის საფუძველზე, გადასათვლელი საარჩევნო უბნები და საარჩევნო ბიულეტენების მთვლელები გამოავლინეს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განმარტა, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც დისბალანსი დაფიქსირდა და სადაც ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციას საჩივრები ჰქონდა დაწერილი, ერთობლივი მსჯელობის შედეგად 41 საარჩევნო უბანი შეირჩა. მისივე განცხადებით, აღნიშნული უბნები საქართველოს შვიდი რეგიონის სხვადასხვა ქალაქშია...
პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ მანიფესტს აქვეყნებს. მანიფესტს Droa.ge უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის მთავარი წყარო არის საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული გარემოს შექმნა, რაც საშუალებას მისცემს თითოეულ მოქალაქეს, ჩაერთოს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია მისი და მისი ოჯახის ღირსეული მომავლისთვის. ამ მიზნის მიღწევისთვის, ჩვენი პოლიტიკა მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას: განვითარება დემოკრატია უსაფრთხოება ჩვენ უნდა...
31 მაისს, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის პრემიერმინისტრებმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთობლივი წერილით მიმართეს, რომელშიც ისინი ევროკავშირს სთხოვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფაში. პრემიერ-მინისტრები ხაზს უსვამენ პანდემიის დაწყების დღიდან ევროკავშირის მიერ პარტნიორი ქვეყნებისადმი გაწეულ მყისიერ დახმარებას კოვიდ-19-თან და იმ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში, რაც პანდემიამ გამოიწვია. წერილში ხაზგასმულია, რომ მიმდინარე ეტაპზე, პანდემიის დამარცხებაში...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ