არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, შერჩევითობის პრინციპის საფუძველზე, გადასათვლელი უბნები და საარჩევნო ბიულეტენების მთვლელები გამოავლინეს

495

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა, პირდაპირ ეთერში, შერჩევითობის პრინციპის საფუძველზე, გადასათვლელი საარჩევნო უბნები და საარჩევნო ბიულეტენების მთვლელები გამოავლინეს.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განმარტა, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც დისბალანსი დაფიქსირდა და სადაც ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციას საჩივრები ჰქონდა დაწერილი, ერთობლივი მსჯელობის შედეგად 41 საარჩევნო უბანი შეირჩა. მისივე განცხადებით, აღნიშნული უბნები საქართველოს შვიდი რეგიონის სხვადასხვა ქალაქშია განაწილებული და წარმომადგენლობითი კუთხით საკმაოდ მოცულობითია.

გივი მიქანაძის ინფორმაციით, შერჩეული 41 უბნიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით 3 უბანზე დამატებითი გადათვლა უკვე განხორციელდა. შესაბამისად, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 38 საარჩევნო უბნიდან შერჩევითობის პრინციპით 20 უბანი გამოავლინა, რომელთა ბიულეტინებს, კომისიის მიერ ასევე შერჩევითობითი პრინციპის საფუძველზე გამოვლენილი მთვლელები თავიდან გადაითვლიან.

პარლამენტის ვებგვერდის პირდაპირ ეთერში, დოლურის საშუალებით, კომისიამ 20 საარჩევნო უბანი გამოავლინა, საიდანაც 10 თბილისში, ხოლო დარჩენილი 10 უბანი საქართველოს 4 სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. შერჩეული საარჩევნო უბნებიდან ბიულეტინების გამოთხოვის შესახებ, დროებითი საგამოძიებო კომისია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წერილობით დღესვე მიმართავს. ბიულეტინების გადათვლის პროცესის დასრულება კვირის ბოლომდე მოხდება.

დოლურით შემდეგი ოცი საარჩევნო უბანი შეირჩა:

  1. საბურთალო 03.03.77
  2. კრწანისი 01.04.17
  3. ქუთაისი 23.59.118
  4. ბათუმი 28.79.33
  5. ჩუღურეთი 06.07.13
  6. მარნეული 13.22.89
  7. მარნეული 13.22.69
  8. ქუთაისი 23.59.85
  9. სამგორი 05.06.92
  10. ბათუმი 28.79.64
  11. ბათუმი 28.79.12
  12. გურჯაანი 09.12.03
  13. საბურთალო 03.03.41
  14. ნაძალადევი 07.09.98
  15. ქუთაისი 23.59.98
  16. მთაწმინდა 01.01.12
  17. გურჯაანი 09.12.02
  18. ნაძალადევი 07.09.66
  19. საბურთალო 03.03.81
  20. ვაკე 02.02.41