სახმელეთო საზღვრის გახსნის შედეგ, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მზადაა ტურისტებისა და სატრანსპორტო ნაკადის მისაღებად, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა. ხუციშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მალე იწყება ტურისტული სეზონი და ეს შესაძლებლობა ქვეყნას ტურიზმის სექტორის აღდგენაში დაეხმარება. „გუშინ გამოქვეყნდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აპრილის თვის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 44,8%, 4 თვის საშუალო მონაცემი არის 8,1% და ეს...
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2020 წლის ანგარიში წარადგინა და ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა. IDFI-ის მიერ, 2020 წელს ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა შეფასდა. მთავრობის ადმინისტრაციისა და იუსტიცის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების გარდა, კიდევ 13 დაწესებულება (მათ შორის სახელმწიფო ხაზინა) დასახელდა უწყებებად, რომელმაც IDFI-ის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა; კვლევაში ნათქვამია,...
მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, თბილისს 100 ერთეული ელექტროდამტენი დაემატება, - ამის შესახებ დედაქალაქის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. „ელექტრომობილების ხელშეწყობის მიზნით, მერიამ ახალი პროექტი წამოიწყო. ეს არის მოთხოვნის საფუძველზე ელექტროდამტენების მონტაჟი. 38 ლოკაციაზე მერიამ უკვე უზრუნველყო ელექტროდამტენების დამონტაჟება. დღეს მიმდინარეობს სატენდერო პროცედურა და მომდევნო 1 წლის განმავლობაში, დამატებით 100 ერთეული ელექტროდამტენი დამონტაჟდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს აღდგენა-მშენებლობაზე სატენდერო პროცედურები დასრულებულია და უახლოეს მომავალში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, - ამის შესახებ მან ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშზე ისაუბრა. ირაკლი ხმალაძის თქმით, სამშენებლო სამუშაოები 22 თვის განმავლობაში გაგრძელდება. „ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია საბაგირო დერეფნები, რომელიც გენერალური გეგმით დადგინდა. ეს არის სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგირო დერეფანი 2,5 კმ სიგრძით...
„როცა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და მოსახლეობის გარკვეული პროცენტი აიცრება, კომენდანტის საათის შემსუბუქების შესაძლებლობაც დადგება. ეს იქნება არადიფერენცირებული მიდგომის რეჟიმში და ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ ეს სარგებელი გაიზიაროს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განცხადებით, ვაქცინირებული ადამიანებისთვის ბენეფიტებისა და დამატებითი სარგებლის შესახებ საუბრისას, გასათვალისწინებელია, რომ მთავარი სარგებელი მაინც ჯანმრთელობის რისკების შემცირებას უკავშირდება. „ზოგიერთ ქვეყანაში, გარკვეული ინსენტივები მოქმედებს...
ამ ქალაქში მოსახლეობას ყოველთვის სუფთა, მოწესრიგებული, სწრაფი ავტობუსები და მიკროავტობუსები მოემსახურება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრა. „ჩვენ გვახსოვს წლების განმავლობაში ქალაქში როგორი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდა. კერძო ავტომობილების რაოდენობის გაზრდა ამანაც განაპირობა. თუმცა, ე.წ. ყვითელი ავტობუსების შემოყვანამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რადგან ეს იყო ის დრო, როდესაც არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაუბედურებული იყო. ჩვენ ვფიქრობთ მომავალზე,...
ტაქსების რეფორმა დასრულებული არ არის. იქნება შემდეგი ეტაპები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე საზოგადოება ინფორმაციას წინასწარ მიიღებს. „ამ მიმართულებით რეფორმა დასრულებული არ არის. იქნება შემდეგი ეტაპები, რაზეც ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებასა და ტაქსის მძღოლებს, რათა ეს სერვისი და მიმართულება, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს,...
თბილისის მერი მეტროსადგურებში დაწყებული რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურების მიზეზებს განმარტავს. როგორც კახა კალაძე ამბობს, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ სარეაბილიტაციო პროცესის დროს ბაქანის პრობლემა გამოიკვეთა და მუშაობის გასაგრძელებლად მერია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნას ელოდება. რაც შეეხება ვარკეთილის მეტროსადგურს, კალაძის თქმით, რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია დაწყებულია, მაგრამ მუშაობის პროცესში შეიქმნა ბაქანის პრობლემა, რომელიც ამორტიზირებულია და ველოდებით დასკვნას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, თუ არის მისი რეაბილიტაცია შესაძლებელი....
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ოპოზიციონერი წევრის, ლევან ხაბეიშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე დღეს იმსჯელებს. სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული. ხაბეიშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც ის პარლამენტის დეპუტატი გახდა. ხაბეიშვილს თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თორნიკე ბიკაშვილი ჩაანაცვლებს. ბიკაშვილი უფლებამოსილების განხორციელებას მას შემდეგ შეუდგება, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისის საკრებულოს წერილით მიმართავს.
კუთვნილი ხელფასების გაუცემლობის გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს სასკოლო ავტოვუსების მძღოლებმა, დღეს სკოლის წინ გაფიცვა დაიწყეს. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს. მძღოლების განცხადებით, მათ კუთვნილი ხელფასები სამი თვეა არ მიუღიათ და კომპანიაშიც, რომელიც ამ სერვისს ახორციელებს, დამაიმედებელს მძღოლებს ვერაფერს ეუბნებიან. გურიაში სკოლის მიკროავტუბსებზე დასაქმებული მძღოლები სამი თვის შრომით ანაზღაურებას ითხოვნ. მათ დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მძღოლები ამბობენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში აღნიშნული...
31 მაისს, ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟის და ე.წ. ბაზრისწყალის შესართავის  ტერიტორიიდან, ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, დილიდან გამოჰქონდათ სხვადასხვა სახეობის ნაგავი. მათ ბჟუჟის მიმდებარე კალაპოტის გაწმენდას, თითქმის, მთელი დღე მოანდომეს. ინფორმაციას გურია ნიუსი ავრცელებს. აქ ოზურგეთის ბაზრის (პირობითად ეძახიან ტერიტორიას, სადაც შპს „სოფლის ნობათი“ და ასევე ბევრი კერძო მაღაზიაა განთავსებული) ხელმძღვანელთა მისამართით საყვედურები ისმოდა იმის გამო, რომ ყოველდღიურად ნაგავს წყალში ყრიან. "რა სახის...
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად - 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე, გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა გარდა ამისა, არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. "ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ბავშვთა უფლებების დასაცავად, მათთვის ჯანსაღი ცხოვრების,...
წინა სტატია თბილისში გაზი 8 თეთრით გაძვირდა. გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ 27 მაისს მიიღო. განახლებული ტარიფით საფასურის გადახდა მოქალაქეებს დღეიდან, 1 ივნისიდან მოუწევთ. კომპანია “თბილისი ენერჯის” განცხადებით, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის,რაც ლარის კურსის ცვლილებითა გამოწვეული, ამის გამო კომპანიას 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს. ამ დრომდე 1 კუბურ მეტრი გაზის ფასი 46,1 თეთრი იყო, 1 ივნისიდან...
შიდა ქართლში სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გუშინ, 31 მაისს ვალერიან მჭედლიძე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ წარადგინა. როგორც გამოცემა "რადიო მოზაიკა" წერს, მანამდე მჭედლიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობდა და სსიპ–დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ამავე მიმართულებითაა დასაქმებული მისი მეუღლეც. სოფო ნადირაძე ა(ა)იპ საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის ადმინისტრატორია. ვალერიან მჭედლიძის გასული წლის სახელფასო სარგომ 51 561...
თბილისში ახალი სატრანსპორტო ქსელის სრულად დანერგვის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო, საშუალოდ, 4 წუთამდე შემცირდება. ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. „ჩვენ შევიმუშავეთ და ეტაპობრივად ინერგება ახალი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც სამდონიანია. ის შედგება სწრაფი გადაადგილების დერეფნისა და მისი მკვებავი, დამაკავშირებელი ორი - საქალაქო და საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებისგან. სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე მოძრაობს 12-მეტრიანი და მომავალში...
პირადად მე, ასევე, ჩემს თანაგუნდელებს, იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ქვეყანა, ძალიან გვსიამოვნებს, როდესაც ვუყურებთ ქალაქს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხების გარეშე გადაადგილდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად განხორციელებული რეფორმებისა, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები. „დღეს, საზოგადოებას ვაბარებთ მორიგ ანგარიშს - სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის მიზანია,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ