საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და მერის ყოფილმა მოადგილე მაია ბითაძემ კახა კალაძის მიერ წარდგენილი გარემოს დაცვის პოლიტიკის პრეზენტაცია შეაფასა და თბილისის მერს გარემოს დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმების განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
მაია ბითაძის განცხადებით, გამწვანებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით უკვე ჩატარებული სამუშაოები მერის მიერ წინასაარჩევნო დაპირების წარმატებით შესრულების თვალსაჩინო მაგალითია.
მისივე თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული გამწვანებისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების შედეგად...
დაახლოებით ორი კვირის წინ, ტვ25-ის ეთერში გავიდა რეპორტაჟი, სადაც საუბარი იყო, აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ, ღია მმართველობის ფარგლებში აღებული და შეუსრულებელი ერთ-ერთი ვალდებულების შესახებ. კერძოდ, იმის თაობაზე, რომ საბჭომ ამ დრომდე ვერ დანერგა დეპუტატთან შესახვედრად, ელექტრონული ჯავშნის სერვისი. ღია მმართველობის 2020-2021 წლების, მრავალპუნქტიანი სამოქმედო გეგმიდან მორიგ შეუსრულებელ ვალდებულბაზე მორიგ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო...
თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშაბათს, 8 ივნისს თბილისის ეკოლოგიური პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ამ სივრცის კეთილმოწყობა და მოწესრიგება ჩემი საარჩევნო დაპირება იყო. დენდროლოგიური პარკის ტერიტორია 160 ჰექტარზეა გადაჭიმული. დაგეგმილი გვაქვს მისი განახლება-კეთილმოწყობა. პროექტი უკვე მზად გვაქვს და სამუშაოების დაწყება წლის ბოლოსთვის უკვე შესაძლებელი იქნება. აღნიშნული პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, 2 წელი დაჭირდება,...
თბილისის მერია ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში მდებარე რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარის რეაბილიტაციას ახორციელებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 4,5 მილიონ ლარს შეადგენს.
„კიდევ ერთი მოცულობითი მწვანე სივრცე, რომლის რეაბილიტაციაც დავიწყეთ, არის ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში მდებარე რიგის პარკი და მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარი. სივრცის საერთო ფართობი 40 000...
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 9 ივნისიდან სტუმრებს ახალ ტურისტულ მარშრუტს სთავაზობს. 32 კილომეტრის სიგრძის პანორამული ბილიკიდან, რომელიც სოფელ ახალდაბას, მთა დიდ ქართას, მთა შუანოსა და სოფელ ნეძვს აკავშირებს, ნეძვის აღკვეთილისა და მდინარე მტკვრის პანორამული ხედები იშლება. ტურისტები ასევე დაათვალიერებენ ისტორიულ ძეგლებს, მათ შორის თამარის ციხეს, რომელიც მე-9-მე-10 საუკუნეებით თარიღდება.
UNDP -დან აცნობეს, ახალი ტურისტული ბილიკი აღჭურვილია ეკოტურიზმისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, მათ შორის, საერთაშორისო...
დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში, კიდევ დაახლოებით, 700 ოჯახი დაკმაყოფილდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ცხადდება ინტერესთა გამოხატვა ორი მსხვილი პროექტისთვის სამგორსა და ვარკეთილში.
„სამწუხაროდ, გვყავს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აღიარებული აქვს ვალი მათთან მიმართებით, ათეული წლებია, ამ ადამიანებს ყურადღებას არავინ აქცევდა. ჩვენ ამ ოჯახებს...
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია და განახლება იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„მე, როგორც თბილისის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ თბილისის სხვადასხვა რაიონში მწვანე სივრცეები ჩნდება და მიმდინარეობს სპორტული სტადიონებისა და სკვერების რეაბილიტაცია. ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაწყებულია მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია და განახლება. ამ პარკის ფართობი დაახლოებით 5...
დედაქალაქის მერია ბაგები-წყნეთის გზაზე დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლით გამაგრების სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე 80 მეტრი სიგრძის და 5 მეტრი სიმაღლის ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, აღნიშნული სამუშაოები გზის კონკრეტულ მონაკვეთზე გადაადგილებას მაქსიმალურად უსაფრთხოს გახდის.
„თქვენ იცით, რომ მიმდინარე წლის მარტში, ბაგები-წყნეთის გზაზე, კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული...
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება ავტომანქანა, ის დაჯარიმდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო მონაკვეთია, რადგან აქ ფუნქციონირებს „მაკდონალდსის“ „დრაივი“ და პიკის საათებში მომლოდინე ავტომანქანების რიგი დგება.
„ბევრი ვიმუშავეთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით და ერთადერთი გადაწყვეტა არის ვიდეოსათვალთვალო კამერის დაყენება. იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება...
ჯერ კიდევ 2017 წელს, მე თბილისელებს მივეცი პირობა, რომ ჩვენ არ გავცემდით არცერთ ნებართვას და არ მოხდებოდა მშენებლობა ისეთ ადგილებში, სადაც რეკრეაციული სივრცეები, სტადიონები და სპორტული კომპლექსები იყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, განვლილი წლების განმავლობაში შემუშავდა ნარჩენების მართვის გეგმა და სტრატეგია, რის შედეგადაც, ჩვენს დედაქალაქში ბევრად მარტივი...
ბოლო სამი წლის განმავლობაში, თბილისში 200 000-ზე მეტი ძირი მწვანე ნარგავი დაირგო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის ანგარიშზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, 2018-21 წლებში გამწვანების მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, მათ შორის, ფიტოსანიტარიული კვლევა და წამლობა.
„ხედავთ იმ შედეგებს, რაც სამი წლის განმავლობაში იქნა მიღწეული: დაირგო 215 000 ძირი მწვანე ნარგავი (ხე - 73 000,...
თბილისის მერიამ 8 ივნისს საზოგადოებას გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიში წარუდგინა.
პრეზენტაცია კახა კალაძემ გამართა. კერძოდ, როგორც მერიის ანგარიშში წერია, ამჟამად რამდენიმე დიდი პროექტი ხორციელდება და მათგან ოთხს დედაქალაქის მერია ახორციელებს: ცენტრალური პარკი - იპოდრომი; მთაწმინდის ფერდის აღდგენა; ვაკის პარკის რეაბილიტაცია; ვარკეთილის ხევი - პარკის მოწყობა; რიგის პარკი და ბულვარი; თემქის ხევი - პარკის მოწყობა.
რაც შეეხება ბიუჯეტს, ცენტრალური...
საია-მ პარლამენტს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დასკვნა წარუდგინა. ორგანიზაცია მიესალმება საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებას და მასში შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტით შეთანხმებული საკითხების დიდი ნაწილის ასახვას.
თუმცა, ამავდროულად, საია კანონპროექტის ხარვეზებზეც ამახვილებს ყურადღებას.
„საია ყურადღებას ამახვილებს ე.წ. „შარლ მიშელის“ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, საოლქო საარჩევნო კომისიაში პროფესიული წევრების ასარჩევად ცესკო-ს 2/3 უნდა განისაზღვროს. ამის საპირისპიროდ, კანონპროექტი პირველი წარუმატებელი კენჭიყრის შემდეგ, გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო კვორუმის...
ქალაქ ამბროლაურში, „სიყვარულის ჩანჩქერის” მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაო პროცესს სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე-ასლან საგანელიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გაეცნენ.
„აღნიშნული ადგილი სისტემატიურად ბინძურდებოდა სხვადასხვა სახის ნარჩენებისგან, ამიტომ მუნიციპალიტეტის ინიციატივით მიმდინარეობს ბეტონის დამცავი ჯებირების მოწყობა, რათა არ მოხდეს ტერიტორიის კვლავ დაბინძურება. გარდა ამისა, იგეგმება ჩანჩქერთან...
10 ივნისს, ქალაქ ახალციხეში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის - „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის“ ფარგლებში, ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი გაიმართება.
როგორც bm.ge-ის დასაქმების სააგენტოდან აცნობეს, ახალგაზრდების ფორუმზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული 49 მცირე და საშუალო ბიზნესი ვაკანსიებს წარმოადგენს. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 260 ვაკანსია და 50 სტაჟირების...
დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განახლდა ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისი. წყვილმა ერთობლივი განაცხადის წარსადგენად, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ტერიტორიულ სამსახურებსა და ქორწინების სახლებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს პორტალზე – my.gov.ge.
შერჩეულ ფილიალში მათ ოპერატორი ერთობლივი განცხადების შეტანის საფუძველზე დაუჯავშნის რიტუალის ჩატარების ადგილს, თარიღსა და დროს. ქორწინების მსურველები და მათი თანმხლები პირები (არაუმეტეს 10 პირისა) სარეგისტრაციო სივრცეში ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ. ქორწინების სივრცეები უკვე გაიხსნა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































