2018-2021 წლებში, დედაქალაქში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა 5 400 000 კვ.მ ფართობის გზის საფარი. ამისათვის ჯამში 403 500 000 ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, მოცემულ პერიოდში, სრულად რეაბილიტირდა 903 ქუჩა, ხოლო ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები ჩატარდა 422 ქუჩაზე. „ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს გუნდს - დედაქალაქის მთავრობას აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია....
წინა სტატია გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ციცაგიაანთკარში 144 ოჯახს უკვე 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება სასმელი წყალი, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი ერთობლივად განახორციელეს გორის მუნიციპალიტეტმა, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) და USAID-ის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „ზრდამ“. „ეუთოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო იტალიის სახელმწიფომ, როგორც ეუთოს წევრმა ქვეყანამ. პროექტის გახსნის ცერემონიალს დღეს ციცაგიაანთკარში...
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება. გახსნის დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის გაიმართება: ფრანების შოუ ზღვის სანაპიროზე, მოძრაობის თეატრის პანტომიმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ავიაშოუ ანბანის კოშკთან, ბალეტი ღია ცის ქვეშ და DJ საზაფხულო თეატრთან. სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა იქნება უფასო. ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი“...
დაბა ასპინძაში მიმდინარეობს გურამიშვილისა და ერეკლე II-ის ქუჩების დამაკავშირებელი წყალგამტარი მილხიდისა და ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "საგზაო სამშენებლო სამმართველო N2’’. მიმდინარე პროექტით გათვალისწინებულია მილხიდის, წყალგამტარი კვეთის და ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა.
სოფელ გეგუთის N1 და სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლების მოსწავლეები ახალი სასწავლო წლის დაწყებას თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ ახალ სკოლებში შეძლებენ. სკოლის შენობების პარალელურად მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა , მოეწყო სპორტული მოედნები, განახლდა ინვენტარი. მოხდა შენობების ადაპტაცია ინკლუზიური განათლების სრულფასოვნად განხორციელებისათვის, დამონტაჟდა გათბობისა და ვენტილაციის სისტემები. გაკეთდა სკოლებთან მისასვლელი გზები. ახალ სკოლებში მოეწყობა სასწავლო ლაბორატორები, ბიბლიოთეკები, კომპიუტერული კლასები და სპორტული დარბაზები. თითოეული სკოლა გათვლილია 240...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UNHCR) ლტოლვილთა საქმეთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს საქართველოში სალომე ქუსიკაშვილს და იოჰან ფრანცს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს მათ შორის, ეს ეხებოდა როგორც თავშესაფრის მაძიებელ პირთა ასევე, დევნილთა მიმართ გასატარებელ სოციალურ პოლიტიკას. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საჭიროა გარკვეული სერვისების მიწოდება ხდებოდეს მუნიციპალიტეტებში და ამ პროცესში...
ქუთაისში მოწყობილი სტადიონი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დაათვალიერეს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ღია სპორტული მოედნის მოწყობა, დასახლებაში მცხოვრები დევნილების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა. ,,გერმანიის მთავრობის დახმარებით და მათი დაფინანსებით, იმერეთის 8 მუნიციპალიტეტში განხორციელდა სხვადასხვა პროექტები. მათ შორის არის მინი სტადიონები, სკვერები, სათამაშო, სატრენაჟორო და...
"ქართული ოცნების" და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. ირაკლი მიქელაძე საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. მიქელაძე აჭარაში ყოფილი პრემიერის პარტიას უხელმძღვანელებს. ცნობისთვის, გიორგი გახარიამ პარტია "საქართველოსთვის" ოფისი დღეს ბათუმში გახსნა. გახარიას თქმით, ბათუმის ოფისს უხელმძღავნელებს ირაკლი თავდგირიძე, ხოლო აჭარის მიმართულებას — ირაკლი მიქელაძე. შეგახსენებთ, ირაკლი მიქელაძემ ბათუმის საკრებულო 2019 წელს დატოვა.
დაახლოებით ორი თვეა რაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ქვედა სამება, კვირიკე, წყავროკა, ზედა კონდიდი, ქვედა კვირიკე, ალამბარი, ქვედა სამება-ს მიმართულებაზე არ მოძრაობს. როგორც შპს ქობულეთის ტრანს რეგულირების სამსახურში ამბობენ, აღნიშნული სამარშუტო ხაზები, არარენტაბელურად ითვლება, რადგან ამ მიმართულებებზე, მგზავრთა ნაკადმა ძალიან იკლო. ამ ტემაზე ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მგზავრებს სოფლის ცენტრალურ გზამდე რამდენიმე კილომეტრის გავლა, ტრანსპორტის გარეშე, ფეხით უხდებათ. ქობულეთის...
პანდემიის გამო შეჩერებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა მუშაობა განაახლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გაიხსნა. საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლები უცხოელ მოგზაურებს აეროპორტებში გააცნობენ როგორც კოვიდ-რეგულაციებს, ასევე ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციას. ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება. „ქვეყნის საზღვრების ეტაპობრივ გახსნასთან ერთად, ჩვენ დავიწყეთ საინფორმაციო ცენტრების აღდგენა, სადაც შემოსულ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ დეტალური ინფორმაცია...
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ვაკის N2 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და N02.02.41 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებს ისმენს. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია იმ საარჩევნო უბნების წარმომადგენლების მოსმენას გეგმავს, სადაც გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 20 საარჩევნო უბანი უკვე გადათვალა. კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე კვლავ აცხადებს, რომ გადათვლის შედეგად რაიმე ისეთი არსებითი დარღვევები, რასაც შეეძლო არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა მოეხდინა, არ...
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც droa.ge უცვლელად გთავაზობთ: "დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო", - ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაში. შეგახსენებთ: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია 14:00 საათზე გაითიშა....
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვის დღეს, თემაზე მომუშავე ორგანიზაციები და შშმ აქტივისტები მთავრობას კანონით ნაკისრი, ვადაგადაცილებული ვალდებულებები დაუყოვნებლივ შესრულებისკენ მოუწოდებენ. საუბარია "შშმ პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების შეფერხებულ პროცესზე. "შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონმა, რომელიც პარლამენტმა გასული წლის ივლისში მიიღო, ამოქმედების პირველ ეტაპზე — 2020-2021 წლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების უმთავრეს ვალდებულებად პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების შემუშავება...
თბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში ესკალატორები შეფერხებით მუშაობენ. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განაცხადეს, ელექტროენერგიის გამორთვას მატარებლების მოძრაობაზე არ უმოქმედია. „მეტროს ელექტრომომარაგება არ შეწყვეტია. ძაბვის ვარდნა იყო. გარკვეული მოწყობილობები გამოირთო, მათ შორის ესკალატორები. მატარებლების მოძრაობაზე ამას არ უმოქმედია“, - განაცხადეს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატი ბეჟან წაქაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები ვალების დასაფარად უნდა მიემართოს. განცხადება მან პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა და მთავრობას სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. "ვფიქრობ, ძალიან ინტენსიურად არის სამუშაო მიმდინარე წელს, რომ ჩვენი ფინანსური პაკეტი გავაჯანსაღოთ. მხედველობაში მაქვს ხარჯების ეფექტიანობის გაზრდა - რაც შეიძლება...
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები შეაფასა და განაცხადა, რომ საგარეო ვაჭრობაში ადგილობრივი წარმოების პროდუქტის ექსპორტის ზრდის მაღალი მაჩვენებლები იმის მანიშნებელია, რომ ქვეყნის ეკონომიკაც ასეთივე ზრდის ტემპით გაიზრდება. ამის შესახებ მან საქართველოს მთვარობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპორტის დონე 2019 წლის მაჩვენებლებზეა შენარჩუნებული. „2021...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ