როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს პირი, თუ ის არის შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული როგორც პრესის და ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელი. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ეს ცვლილება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შევა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა. ინიციატივა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს ეკუთვნის, რაც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლების და მეცნიერების კომიტეტის...
ცესკოს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკონკურსო კომისიაში იქნება სულ მცირე 9 და არაუმეტეს 11 წევრი. ეს ცვლილება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შევა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით იხილავს. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერებისა კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით კანონპროექტში უნდა ყოფილიყო ჩანაწერი საკონკურსო კომისიის წევრთა მინიმალურ რაოდენობაზე. კანონპროექტის პირველი რედაქციით საკონკურსო კომისიის რაოდენობა განსაზღვრულია 10...
საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს, რომელიც შეყვანილია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიღებული შრომის ანაზღაურება არ ჩაეთვლება ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება. ასევე, აღნიშნულ პირებს, რომლებიც იღებენ სოციალურ პაკეტს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, არ შეუწყდებათ სოციალური პაკეტი. ეს ცვლილება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში შევა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი...
დედაქალაქის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, თბილისის მასშტაბით, დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის მიერ 33 ობიექტზე უკვე გაიცა რეკომენდაცია და ნებართვების აღების პროცესი მიმდინარეობს. როგორც მან თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის ანგარიშზე აღნიშნა, 33 ობიექტიდან 18 მისამართზე სამშენებლო პროცედურები უკვე დაწყებულია. „ჩონჩხებს“, რომლებიც ქალაქშია, თვალი მივაჩვიეთ, თითქოს, ისინი ქალაქის შემადგენელი ნაწილნი გახდნენ, თუმცა, ეს დაუმთავრებელი მშენებლობები უდიდესი საფრთხის შემცვლელია,...
შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, რეკომენდაციები და რეგულაციები მაინც უნდა დავიცვათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „გასაგებია, რომ პირბადე აუცილებელი არ იქნება ღია სივრცეში, მაგრამ რეკომენდირებულია. ვისაც უნდა და მიზანშეწონილად მიაჩნია, მან უნდა ატაროს. ბევრს გეტყვით, რომ პირბადის ტარება მიზანშეწონილია, მაგრამ ის არ იქნება მანდატორული. პირბადის გამოყენება ძალაში რჩება დიდი თავშეყრის...
დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება კვლავ რჩება სავალდებულო, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღია სივრცეებში კი პირბადის ტარება დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება. „დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება პირბადის ტარება ღია სივრცეებში. შეზღუდვა და პირბადის ტარების რეკომენდაცია რჩება ძალაში და ვისაც სურვილი...
თუ წლების წინ კერძო ბაღები იყო პრივილეგირებული, დღეს, მათ სახელმწიფო ბაგა-ბაღები მაღალი ხარისხითა და ევროპული სტანდარტებით მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. „საამაყოა, ის სტანდარტი, რაც ბაგა-ბაღებში დაინერგა. ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას აქვს შესაძლებლობა, რომ განათლება ღირსეულ პირობებში მიიღონ. ეს სტანდარტები უმაღლესი ხარისხისაა. ყველა ბაღში გათვალისწინებულია...
მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობა სოციალურად დაუცველი ოჯახი იყოს ქვეყანაში, ქალაქში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძეს სოციალური პოლიტიკის კუთხით განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. „კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, ვისაც სახელმწიფოს გვერდში დგომა სჭირდება, კიდევ ბევრი პროგრამაა რომელსაც სჭირდება გაძლიერება, გაფართოება და რაც მთავარია აუცილებლად უნდა გაიზარდოს მომსახურების ხარისხი. შესაბამისად,...
2018–2021 წლებში, თბილისის მერიამ ჯანდაცვის მიმართულებით სამი ახალი პროგრამა დანერგა. ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა თბილისის სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში, დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ, ჯამში, 28 პროგრამა 228 305 235 ლარით დაფინანსდა. „ჯანდაცვის მიმართულებით სულ განხორციელებულია 28 პროექტი. ყველა ძველი პროექტი შენარჩუნდა, ნაწილი გაფართოვდა...
რესტორნებს მუშაობის უფლება კვლავ ღამის 12 საათამდე ექნებათ. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ღამის კლუბებსა და საზოგადოებრივ კვებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დაწესებულებაზე. „შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 24:00 საათამდე. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ღამის კლუბებსა და ისეთ დაწესებებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან....
საქართველოს პერემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ორ კვირაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა. აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რომელი ვაქცინა შემოვა ქვეყანაში. „ორ კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და ჩვენ დავიწყებთ ინტენსიური ვაქცინაციის პროცესს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში ე.წ კომენდანტის საათი უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ მიიღო. გადაწყვეტილება 1 ივლისიდან ამოქმედდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იყო დაწესებული.
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა, თბილისის სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას, ბავშვთა სამედიცინო და სოციალური დახმარების მუნიციპალურ პროგრამებზე ისაუბრა. ილია ელოშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროგრამად „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა“ დაასახელა. მისი თქმით, ამ პროგრამით 1 375 პირი სარგებლობს. „ჩვენ გავზარდეთ ამ პროგრამის დაფინანსება და ვცდილობთ, აღარ გვქონდეს რიგები. ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი, რომ არ იყვნენ მომლოდინე ოჯახები ან...
მოქალაქეებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ კონკრეტული ქუჩების გამოყენება, გადაადგილება და ტრანსპორტით სარგებლობა. ამ მიმართულებით მუშაობა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ინკლუზიური და ყველასთვის ადაპტირებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. მისი თქმით, წარმოებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული პროექტის შშმ პირებისთვის ადაპტირების კომპონენტი. გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერის...
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს,, ერისიმედი’’ აწარმოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 197 682 ლარს შეადგენს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ