კალაძე: ვისურვებდი, რაც შეძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი იყოს ქვეყანაში

447

მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობა სოციალურად დაუცველი ოჯახი იყოს ქვეყანაში, ქალაქში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძეს სოციალური პოლიტიკის კუთხით განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

„კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, ვისაც სახელმწიფოს გვერდში დგომა სჭირდება, კიდევ ბევრი პროგრამაა რომელსაც სჭირდება გაძლიერება, გაფართოება და რაც მთავარია აუცილებლად უნდა გაიზარდოს მომსახურების ხარისხი. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, ეს პროგრამები კიდევ უფრო გავაფართოოთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს მხარდაჭერა და თანადგომა. ვისურვებდი, სოციალურად ძლიერი ოჯახები გვყავდეს, ამას სჭირდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ შეგვაფერხა და პრობლემები შექმნა, დარწმუნებული ვარ მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იქნება ძლიერი, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეხოს “, – განაცხადა კახა კალაძემ.