წინა სტატია ქობულეთის სოფელ ბობოყვათში ადგილობრივების აქცია მე-8 დღეა გრძელდება. 150-მდე ოჯახი კარავში ღამეს მორიგეობით ათევს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ამბობენ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 25-ივნისს 28-ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონი ჩაშალა, თუმცა, მაინც არ ენდობიან სახელმწიფოს და ფიქრობენ, რომ შესაძლოა ხელახლა გამოცხადდეს აუქციონი. მათი თქმით, ხელისუფლებისგან ამ დრომდე არავინ შეხმიანებიათ.
ზვიად (დომენტი) სიჭინავა სამეგრელოში მერობის პირველი დამოუკიდებელი კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან იქნება. ამის შესახებ kvira.ge წერს. სიჭინავა 2009-2015 წწ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. მისი სახელი ზუგდიდში ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებას უკავშირდება. 2009 წლიდან ის ზუგდიდში სპორტკომპლექს “ბაიას” ამუშავებს, სადაც რამდენიმე საფეხბურთო მოედანი და ბასეინია განთავსებული. ზვიად სიჭინავას თქმით, მისი მთავარი მიზანი ზუგდიდის ეკონომიკურად ძლიერ ქალაქად გადაქცევაა და მისთვის ისტორიული საგანმანათლებლო ფუნქციის...
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, უმჯობესი იქნება, თუ ოპოზიცია თბილისის მერობის საერთო კანდიდატს არ დააყენებს, რათა „ქართულ ოცნებას“ მარტივად არ შეეძლოს ამ პროცესის დისკრედიტაცია და „ოპოზიციის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აზელვა“. როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აჯობებს, თუ ოპოზიციური პარტიები ან საკუთარ კანდიდატებს წარადგენენ, ან კანდიდატს საერთოდ არ დააყენებენ. „ჩემი აზრით, ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი საერთოდ არ უნდა ჰყავდეს თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც „ნაციონალურ...
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო ეტაპის სამუშაოებს ასრულებს. კომისიის შემაჯამებელი სხდომა 8 ივლისს 17:00 საათზე გაიმართება, რომელზეც დასკვნის და დადგენილების პროექტს წარმოადგენენ. კომისიის წევრებმა, დღევანდელ შეხვედრაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა. „დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე 40-მდე პირის მიერ ჩამორთმეული ახსნა-განმარტების ანალიზი განხორციელდა. ეს იყო მნიშვნელოვანი პროცესი, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა სიღრმისეულად შეგვესწავლა კონკრეტული...
8 ივლისს, 31 ოქტომბრის არჩევნების საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასკვნით პროექტს წარადგენენ. აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო კომისიის წევრები დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდნენ. ამასთან, დღევანდელ სხდომაზე განხორციელდა იმ ახსნა-განმარტებების ანალიზი, რომელიც 40- მდე პირს ჩამოერთვა. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ იმსჯელა კონკრეტული პირების მხრიდან გამოკვეთილ შეცდომებთან დაკავშირებით დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე, თუმცა, როგორც კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განმარტა, მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა იმის...
წინა სტატია ამბროლაურის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარის გივი ქურციკიძის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ადვოკატის ინფორმაციით, მისთვის ჯერ უცნობია, რა გახდა დაკავების მოტივი. ნიკოლოზ ალთუნაშვილის თქმით, დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, ქურციკიძეს ბრალს წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. „შევხვდი ბატონ გივის, ჯერ ბრალი არ აქვს წაყენებული და საერთოდ არ ვიცით რას ედავება გამოძიება, მაგრამ დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში. რა საფუძველიც...
გამოცდების მონაწილეთა სატრანსპორტო უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია დამატებითი (M3) ავტობუსების მარშრუტებით მოემსახურება საგამოცდო ცენტრებს დილის 6 საათიდან საღამოს 8 საათამდე, რათა საგამოცდო ცენტრების პერსონალმა, მასწავლებლებმა და აბიტურიენტებმა შეუფერხებლად შეძლონ დასწრება გამოცდების ყველა სესიაზე. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კერძოდ, ავტობუსები 1-ლი ივლისიდან იმოძრავებს - მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ 117-ე სკოლის მიმართულებით, ხოლო მეტროსადგურ „სანდრო ახმეტელის თეატრიდან“ 175ა, 175ბ, 39-ე,...
თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა, ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. მისი თქმით, თანამდებობაზე ყოფნა კიდევ ორ წელზე მეტი შეეძლო, თუმცა, მიაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. მისივე განცხადებით, შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის. "მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1...
უახლოეს პერიოდში, თბილისის მასშტაბით რეკლამების განთავსების უფლების თაობაზე აუქციონი გამოცხადდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, უფლება მოიცავს 15 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკლამის განთავსებას და აქედან შემოსავლის მიღებას აუქციონში გამარჯვებული პირისთვის. „აუქციონის პირობებზე მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და დაინტერესებულ პირებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნეს სექტორს, ამ სფეროში მოღვაწე...
ქუთაისის მერიის ინიციატივით, მიმდინარე წელს იმ მეთორმეტეკლასელებს, რომელთა ოჯახებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, ოთხ სასკოლო საგანში სააბიტურიენტო მომზადება დაუფინანსდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, დღეს აბიტურიენტებს და მათ პედაგოგებს შეხვდა. მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს ქალაქის მერს ამ თანადგომისთვის. ამ პროექტით სულ 15-მა აბიტურიენტმა ისარგებლა. „ვფიქრობ, რომ მართებული გადაწყვეტილება...
პოლიტიკური მუქთახორობა იცით რა არის? - ხმებს რომ მიიღებ და „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობ, ოპოზიცია რომ გქვია და ხელისუფლების თამაშს თამაშობ, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მუქთახორობა უნდა დასრულდეს. როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, ვაქცინაციის პროცესის შეფერხების დროს პარლამენტში ოპოზიცია იმას განიხილავს, რაც ოპოზიციას და პარტიებს აწუხებს. „არ...
გლდანის მე-7 მიკრორაიონში ე.წ. ბროწეულის სკვერის განახლება-რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „ეკოლოგიური პოლიტიკის ანგარიშზე მე ვისაუბრე დედაქალაქში ამ მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და მათ შორისაა 1000 მწვანე სივრცე, რომელიც 2018 წლიდან დღემდე მოეწყო და განახლდა. მაშინაც ვთქვი და გავიმეორებ: ეს არ არის საკმარისი, ამაზე ჩვენ არ შევჩერდებით და პოლიტიკის ფარგლებში იგეგმება კიდევ ბევრი,...
თბილისის მუნიციპალიტეტი, კერძოდ, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ იწყებს სპეციალური სისტემის შემუშავებას წყალდიდობის რისკისა და ზედაპირული წყლების ხარისხის გაუარესების პრევენციის მიზნით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, პროექტი საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ, საფრანგეთის საგრანტო პროგრამით ფინანსდება და ის ფრანგულ საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიასთან (Suez Consulting) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. „მემორანდუმი ითვალისწინებს ლოჯისტიკური ხარჯებისა და ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფას ფრანგული მხარის...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე დააკავეს. სუს-ის ცნობით, როგორც გამოძიებით დგინდება, საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარემ დაარწმუნა მოქალაქე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომელთა მეშვეობით, უზრუნველყოფდა თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდას, რაშიც ქრთამის სახით 140 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. „2021...
პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს. უფრო კონკრეტულად, პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება. ამავე ცვლილებებით, მიმდინარე...
პარლამენტში 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. დღევანდელი შეხვედრა გამოკითხული 40-მდე ადამიანის ახსნა-განმარტებების შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზსა და შედეგების შეჯამებას შეეხება. კომისიის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, დაახლოებით 10 დღის ვადაში იქნება შესაძლებელი, შემუშავდეს დასკვნისა და დადგენილების პროექტის საბოლოო ვარიანტი, რომელსაც საგამოძიებო კომისია განიხილავს. უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში, ის წარედგინება პარლამენტის ბიუროს, შემდეგ კი უკვე პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ