პარლამენტში 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება

319

პარლამენტში 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.

დღევანდელი შეხვედრა გამოკითხული 40-მდე ადამიანის ახსნა-განმარტებების შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზსა და შედეგების შეჯამებას შეეხება.

კომისიის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, დაახლოებით 10 დღის ვადაში იქნება შესაძლებელი, შემუშავდეს დასკვნისა და დადგენილების პროექტის საბოლოო ვარიანტი, რომელსაც საგამოძიებო კომისია განიხილავს. უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში, ის წარედგინება პარლამენტის ბიუროს, შემდეგ კი უკვე პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.