ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მთავრობას ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრება კვლავ მოუწევს, გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნება.
„ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს შემდეგ ისე დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს, შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. წინასწარ მინდა პრევენციული განცხადებები გავაკეთო. არ მინდა ეს მოხდეს. ამას დაემატება ის, რომ ქვეყანას დამატებით დასჭირდება ვალის აღება, ეს...
თუ ჩვენ დღეში არ ავედით 20 000- 30 000 აცრაზე, ამ პროცესის მართვა ძალიან გაგვიჭირდება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ეპიდსიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერმინისტრმა მოქალაქეებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მთავრობას გვერდში უნდა დაუდგნენ.
„აცრილებში დაინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია და სიკვდილიანობა, პრაქტიკულად, განულებულია ანუ, აცრილი ადამიანების სიკვდილიანობის შემთხვევა მსოფლიოში შესაძლოა, არსებობდეს, სულ რამდენიმე. ეს არის ერთადერთი...
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ახლა იმაზე მეტი ვაქცინაა, ვიდრე საჭიროა. მთავრობის სხდომის დაწყების წინ ღარიბაშვილმა თქვა, რომ აუცილებელია ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 20-25 ათასამდე გაიზარდოს.
"ვაქცინები იყო პრობლემა. ვაქცინები შევიძინეთ და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი, ვიდრე იყო საჭირო და შეგახსენებთ, რომ მილიონი ვაქცინა ჩამოვიდა უკვე ორი კვირის წინ. ფაიზერის მილიონი დოზის ჩამოტანა უკვე დაიწყო, ყოველ შაბათ-კვირას შემოვა. ასევე, დაგეგმილია საჩუქრის გადმოცემა ამერიკის...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მედიის წარმომადგენლებს ცინიკურად მიმართავს და ამბობს, რომ მთავრობის სხდომაზე დასასწრებად "ზრდილობა უნდა გამოიჩინონ".
TV25-ის ჟურნალისტმა რიჟვაძეს ჰკითხა, რატომ არ იწვევენ მთავრობის სხდომაზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს.
"თუ კარგად მოიქცევით და ზრდილობას გამოიჩენთ, მომავალში შეიძლება დაგიშვათ", - თქვა რიჟვაძემ და დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა.
5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის დროს ჟურნალისტების დაშავებასა და ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე მედიის...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის...
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატს დღეს დაასახელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა მთაწმინდის პარკში გაიმართება.
ღონისძიება 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
„ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, თუ ვინ იქნება მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში უმსხვილეს პროექტს ახორციელებს.
საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელსაც რუსთაველები უკვე დიდი ხანია ითხოვდნენ, დაწყებულია.
სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. მშენებლობას აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ორსართულიანი დახურული ტიპის სპორტული კომპლექსი 1500 მაყურებელზეა გათვლილი და მასში სპორტის...
ვითხოვთ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ, დაუყოვნებლივ გამონახოს სახსრები ნაბადის უბნის მაღალი დაბინძურების ზონებში მცხოვრები ბავშვების მძიმე მეტალებზე შესამოწმებლად, - ამ მოწოდებით პეტიციას სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი "ფოთელები - საკუთარი უფლებებისათვის" ავრცელებს.
"როგორც მოგესენებათ, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თანხა მხოლოდ ჯავხიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 52 ბავშვის ლაბორატორიული შემოწმებისათვის გამოყო.
ჭავჭავაძის და ფალიაშვილის ქუჩებზე, სადაც ბევრი დამაბინძურებელი საწარმოა, მათ შორის, - მეტალურგიული, სპილენძის კონცენტრატისა და...
გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, გზის მოწესრიგება მუხიანი 2-ში, ხანძთის ქუჩაზე სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, 350 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, გზის საფარის დაგება კი, 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს.სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 273 370 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მოადგილესთან ერთად...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად „შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი დააკავეს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.
ქალაქ ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და იმედოვნებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა აღმოიფხვრება.
„ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ 14 ივლისს, გამოაცხადა ტენდერი ქალაქ ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა...
ეკონომიკის სამინისტრო პრემიერმინისტრის დავალებით, ტურიზმის სექტორისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებაზე მსჯელობს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
„ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრის დავალებით ვმუშაობთ შეღავათებზე, რომ მოხდეს ერთი მხრივ, სტიმულირება და მეორე მხრივ, სტიმულირება ისე, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იყოს ყველა ვირუსის გავრცელებისგან.
სხვადასხვა ფორმებზე ვმსჯელობთ, ალბათ კვირის ბოლომდე დაგვჭირდება მსჯელობისთვის დრო და ვფიქრობთ, ამის...
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოწყობილი სამაცივრო მეურნეობა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ატმის და ვაშლატამას მოსავლის აღების სეზონის დაწყებიდან დღემდე, ახლადგახსნილი სამაცივრე მეურნეობიდან უკვე განხორციელდა 800 ტონა მოსავლის რეალიზაცია.
სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, ლევან კაციაშვილმა ახალი, თანამედროვე...
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რებილიტაცია დაასრულა.
„საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 6,7 კმ სიგრძის სარწყავი არხი რეაბილიტირდა.
სამუშაოების ფარგლებში არხის ძირზე დაესხა მონოლითური ბეტონი, მოეწყო რკინაბეტონის ფილები, ღარები, წყალმიმღები კვანძი და სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად სოფელ მეღვრეკისის, ბროწლეთისა და ტირძნისის 800 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა სარწყავი წყლის მიწოდება.
პროექტის ღირებულებაა 1 244 240 მლნ...
მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით იანვრიდან დღემდე 53 ათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
პროგრამების ჩამონათვალი ასეთია:
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა;
ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება;
შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო რეაბილიტაცია;
ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია;
ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება;
ინდივიდუალური...
ფოთის მუნიციპალიტეტში იერუსალიმის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ასფალტის საფარი 1 200 მეტრზე იგება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 376 ათას 562 ლარია.
გზის რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობა განახლებული,მოწესრიგებული გზით ისარგებლებს.
ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მხრივ სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.
იერუსალიმის ქუჩაზე გზის მოასფალტების სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
ფოთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად 5 ქუჩაზე მიმდინარეობს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































