სკოლებთან მიმართებაში ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაა, რომ ივლისისა და აგვისტოს თვეები სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, რათა სასწავლო წელს დახვდეს უსაფრთხო გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში გვაქვს მილიონ-ნახევარი დოზა ვაქცინა და კიდევ ერთ მილიონს ველოდებით, სკოლებთან მიმართებაში, პირადად ჩემი და ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაა, რომ ივლისისა...
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 2600-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც საყურადღებო მაჩვენებელია.
როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მთავრობა სიტუაციას სრულად მართავს, თუმცა აუცილებელია ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად...
საზაფხულო სეზონის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს ანაკლია-განმუხურის მიმართულებით 21:10 საათამდე მოემსახურება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, მგზავრთა ნაკადის გაიზარდა, ამიტომაც დამატებითი რეისების შესრულების გადაწყვეტილება მიიღეს.
განრიგი ასეთია:
რკინიგზის სადგურიდან განმუხურის მიმართულებით 19:45.
განმუხური, აკვა პარკიდან ზუგდიდის უკუმიმართულებით 21:00 საათი.
რკინიგზის სადგურიდან ანაკლიის მიმართულებით 20:10 საათი.
ანაკლიის ცენტრიდან ზუგდიდის მიმართულებით 21:10 სთ.
მანამდე ბოლო რეისი ზუგდიდიდან 18:00 საათზე გადიოდა, ანაკლია-განმუხურიდან კი 19:00 საათზე ბრუნდებოდა.
მუნიციპალური...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში თეთრა მღვიმე მუშაობას სატესტო რეჟიმში დაიწყებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, მღვიმე სატესტო რეჟიმით ფუნქციონირებას დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს სისტემების მონიტორინგი, გიდებზე დაკვირვება და სხვადასხვა ტიპის სამუშაოები.
თეთრა მღვიმე იმერეთში ახალი ეკოტურისტული ობიექტია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმეში დანერგილია ინოვაციური სერვისი, რაც გულისხმობს ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველებასა და მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას. მღვიმე ვიზიტორებს სპელეო-გამაჯანსაღებელ სეანსებსაც...
ქალაქ თელავში მოქმედი ბუნებრივი წყლებიდან 4 სასმელად უვარგისი აღმოჩნდა. აღნიშნულ საკითხზე განცხადება რადიო კახეთის ხმის პირდაპირ ეთერში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა დავით ქსოვრელიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, როგორც სოფლებში, ისე ქალაქებში წყლის შემოწმებას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად მერიაც ახორციელებს.
,,ვცდილობთ შეძლებისდაგვარად სუფთა წყალი მივაწოდოთ მოსახლეობას, რადგან არ გვაქვს გამართული საქლორატოროები და გამწმენდი ნაგებობები. ჩვენ ვმუშაობთ სოფლებში და რაც შეეხება ქალაქ თელავს,...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, საკრებულოს მიერ 6 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება აამოქმედა. საკრებულოს მიერ 2015 წელს მიღებული დადგენილება, მუნიციპალიტეტში, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დასუფთავების გადასახადის შემოღებას ეხება. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
გურჯაანში მოქალაქეების ნაწილი, გადასახადის დადგენას არ ეთანხმება. კატეგორიულ უარს იმ სოფლების მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, სადაც ნაგვის გადასაზიდი სპეციალური ავტომანქანები, საერთოდ არ დადის.
” მე ახაშნიდან ვარ და ჩვენთან ნაგვის მანქანა...
სოზარ სუბარი: თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს მოქალაქეთა ჩართულობა წარმოადგენს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში შექმნილმა „მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფმა დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის წევრები რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრებს, თემატური მოკვლევით დაინტერესებულ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის...
ყველა ვხედავთ, რომ ის რეგულაცია, რომელიც ფურცელზეა განსაზღვრული და კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ის სრულდებოდეს, დღეს ამდენი შემთხვევა ნამდვილად არ გვექნებოდა- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, რეგიონებში რთული მდგომარეობაა და არც ვაქცინაციის პროგრამაა აქტიური.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი დაწესებულება მზადაა ამისთვის, დოზები ადგილზეა. ამიტომ თუ ეს არ გააქტიურდა, ამ...
ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულება, განათლება – უცვლელი პრიორიტეტები გორის 2022 წლის ბიუჯეტისთვის
გორის მერია მომავალი წლის ბიუჯეტისთვის პრიორიტეტების განსაზღვრაზე მუშაობს. პანდემიის მიუხედავად, აქტუალურ საკითხთა ჩამონათვალი უცვლელია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების დიდი ნაწილი 2022 წელსაც ინფრასტრუქტურას, სოციალურ პროგრამას და ახალგაზრდულ მიმართულებას მოხმარდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
კითხვაზე ტარდება თუ არა რაიმე ტიპის საჭიროებების კვლევა და რის მიხედვით განისაზღვრება წლიდან წლამდე პრიორიტეტული მიმართულებები გორის მერი პასუხობს, რომ ბიუჯეტიდან თანხები მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად იხარჯება.
"ყველასთვის...
ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩაზე არსებული 300-მეტრიანი გზაგამყოფი რეაბილიტირდა და გამწვანება მოეწყო. დენდროლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 500 კვ.მ ფართობზე შესრულდა.
თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 775 ძირი ხე-მცენარე დაირგო, მოეწყო გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და ბალახის საფარი. ასევე, გზაგამყოფის გარშემო დამონტაჟდა ბორდიურები და მოპირკეთდა ბილიკები.
გამწვანებული სივრცე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.
„ჩვენი ქალაქისთვის...
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარმოდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს პარლამეტის პლენარულ სხდომაზე 22 ივლისს ხელახლა ეყრებათ კენჭი.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილია გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი არიან: გია ცაცაშვილის და ლელა ტალიურის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანმდებობაზე - თამარ სართანიას და მაია ზარიძის კანდიდატურები.
18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ჩატარებულმა...
ახალგაზრდობის სააგენტომ საქართველოს 10 რეგიონის 14 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა დაიწყო, რომელსაც კვლევითი კომპანია ACT ახორციელებს.
როგორც „ახალგაზრდობის სააგენტოში“ აცხადებენ, 14 მუნიციპალიტეტიდან 4–ში, ბათუმში, გარდაბანში, ადიგენსა და დუშეთში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, კლევა უკვე ჩატარდა, დანარჩენ მუნიციპალიტებში, რომელთა შორისაა საჩხერე, კასპი, ყვარელი, ლაგოდეხი, ჩოხატაური, ამბროლაური, სენაკი, ხობი ბაღდადი და თეთრიწყარო, სააგენტო აქტიურად მუშაობს, კვლევით კომპანია ACT–სთან ერთად კვლევა, სააგენტოს ერთ–ერთი სარეფორმო...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ინდურ, ე.წ. „დელტა“ შტამზე ნაკლებეფექტურობას აჩვენებს.
თუმცა, როგორც იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ეს არ ეხება ლეტალობისგან და რეანიმაციაში მოხვედრისგან დაცვას. მისივე თქმით, აქ განსხვავება ძალიან მცირეა.
„ჩემი ყველა კოლეგა, ვისაც ჭკუა მოეკითხება, ამბობს იმას, რომ მთავარი დაცვა არის ის, რომ ადამიანი რეანიმაციაში არ...
პოლიეთილენის პარკები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქობულეთის პლაჟზე. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
დანაგვიანებული სანაპიროს გამო, პრეტენზიებს გამოთქვამენ საოჯახო სასტუმროების მფლობელებიც. ამბობენ, რომ ტურისტები დაბინძურებული სანაპიროს გამო, ზღვაში იშვიათად ჩადიან და სასტუმროს აუზით სარგებლობენ.
საოჯახო სასტუმროების მფლობელები სანაპირო ზოლის დროულ დასუფთავებას ითხოვენ. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მობილური ჯგუფები, თითქმის ყველა ადგილას, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ.
როგორც მირიან ქათამაძე ამბობს, სანაპიროს სრულად დასუფთავებას კიდევ ერთი...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის სატელეფონო რეგისტრაცია დაემატება.
მისივე თქმით, სატელეფონო რეგისტრაცია „სინოვაკზე“ და „სინოფარმზე“ უკვე დამატებულია.
ამასთან, გაბუნიამ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის რეგისტრაციისთვის საიტზე შეფერხება დაფიქსირდა, სერიოზული მუშაობა ჩატარდა და აქვთ მოლოდინი, რომ რეგისტრაციის დროს საიტი სრულად გამართული იქნება.
„ფაიზერის“ რეგისტრაციის პროცესი მალე განახლდება, განახლდება დიდი დოზებით. ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება შესაძლებლობა, რომ მოგახსენოთ, როდის გვექნება...
შეზღუდვა იმ ტრენინგებს შეეხება, რომელიც გრძელვადიანია. გრძელვადიანი სემინარის შემთხვევაში გარკვეული გონივრული პერიოდულობით განმეორებითი ტესტირება აუცილებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ტესტის გაკეთების ვალდებულება არ აქვთ „ერთჯერადი ტრენინგებისა და კონფერენციების“ მონაწილეებს.
„შეზღუდვა შეეხება იმ ტრენინგებს, რომელიც გრძელვადიანია. გრძელვადიანი სემინარის შემთხვევაში გარკვეული გონივრული პერიოდულობით განმეორებითი ტესტირება აუცილებელია. აქ არ არის საუბარი, როდესაც უნივერსიტეტში სტანდარტული პროცესი მიმდინარეობს. საუბარია...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































