ზოგადი ვითარება ძალიან საყურადღებოა, სერიოზულია, ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა ძალიან მაღალია, შესაბამისად, მაღალია ე.წ. აქტიური კოვიდ ავადმყოფების რიცხვი, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ლოკდაუნის კიდევ ერთხელ გამოცხადებას გამორიცხავს, რადგან, მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორი მოსალოდნელ მატებას და ერთგვარ ზეწოლას გაუძლებს. „ეს არის ის კოვიდ ავადმყოფები, რომელთაც დაუდასტურდათ კოვიდი, მაგრამ ჯერ არ გამოჯანმრთელებულან - ასეთი დღეს...
ეს თნადგომა და მხარდაჭერა ძალიან დასაფასებელია. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი შრომით, საქმიანობით და განხორციელებული პროექტებით უკან დაგიბრუნოთ ის სიყვარული, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობ, - ასე მიმართა თბილისის მოქმედმა მერმა და ამავდროულად, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დედაქალაქის მცხოვრებლებს „ფეისბუქის“ საშუალებით. ვიდეომიმართვისას კახა კალაძემ ასევე მადლობა გადაუხადა საკუთარ გუნდს იმისთვის, რომ შესაძლებლობა მისცა მონაწილეობა მიეღო ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად. „მინდა, განსაკუთრებული მადლობა გითხრათ...
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციამ დაიგვიანა. როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ვაქცინაციის ნიშნული დაბალია. "ერთადერთი სუსტი რგოლი, რაშიც მართალი ხართ თქვენც, მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი, რომლებიც ხშირად არასწორად აკრიტიკებენ ექიმებს და ხელმძღვანელობას, არის ის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა, არ მინდა სიტყვა ჩავარდნა ვიხმარო, მაგრამ ვაქცინამ დაიგვიანა, ნიშნული დაბალია. ეს არის საქართველოს ყველაზე სუსტი ადგილი კოვიდსაწინააღმდეგო სამსახურისა. რატომ მოხდა, ეს ძალიან...
დაახლოებით თუ იქნება 3000-მდე შემთხვევა, მეტი არა, მაშინ კლინიკური სექტორი გაუძლებს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრმა დადო პირობა, რომ თუკი მოხდება კლინიკური სექტორის გადატვირთვა, მაშინ ის უზრუნველყოფს დამატებითი საწოლების მობილიზებას. „გაიმართა ძალიან სერიოზული შეხვედრა ყველა კოვიდკლინიკის ხელმძღვანელთან, ჩვენ კლინიკური ჯგუფი შევხვდით, პირადად მე, მინისტრი, მინისტრის მოადგილე და განვიხილეთ, რისი რესურსი გვაქვს. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ...
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ყურძნის სუბსიდირება განახევრდება, კიდევ ერთ წელში კი, სახელმწიფო ყურძენს საერთოდ აღარ დაასუბსიდირებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ყურძნის სუბსიდირების პროგრამის ახლიდან დაწყების საჭიროება პანდემიამ დააყენა. „2020 წელს პანდემიის დროს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ყურძნისა და შესაბამისად, ღვინის ფასი განახევრდა იმიტომ, რომ ეს არის...
2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები გვჭირდებოდა სამი ძირითადი მიზნის - ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობისა და პანდემიის მართვისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტის მიერ აღნიშნული ცვლილებების მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი იყო ამ მიზნების განხორციელებისთვის. „დღეს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ განიხილა 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებები....
თუ ვაქცინაცია არ წავა მაღალი ტემპით, ჩვენ მივიღებთ უფრო ნაკლებ ეკონომიკურ ზრდას, ნაცვლად 7,7%-ს, მივიღებთ დაახლოებით, 5,5%-ს, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებით, დაახლოებით, მილიარდნახევარის ზარალის მომტანია,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. მინისტრის მოადგილის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ აცრილი მოსახლეობის რაოდენობა 3%-იან ნიშნულზე დარჩება, ამ შემთხვევისთვის, ბიუჯეტის ზარალი კიდევ უფრო...
ქალაქ თელავში დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ მშობლებს რამდენიმე სახის მომსახურებას შესთავაზებს, მათ შორის საჭიროებების რეფერალს, იურიდიულ დახმარებას და ა.შ. თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი USAID-ის, ადგილობრივი თვითმართველობის ეროვნული ასოციაციის, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისა და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მხარდაჭერით დაარსდა. ჯამში, დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები საქართველოს მასშტაბით 6 ქალაქში ფუნქციონირებს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის (სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე) ორგანიზებით, პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, 20 – 22 ივლისს, ლექცია-კონცერტებს კახეთი მასპინძლობს და მასში მონაწილეობას კვარტეტი „იბერი“ იღებს. მუსიკოს-შემსრულებლები საინტერესო ფორმით მოუთხრობენ ბავშვებს მუსიკაზე, მუსიკოსებზე, კომპოზიტორებზე, ეპოქაზე, ნაწარმოებებსა თუ ინსტრუმენტებზე. აღნიშნულ...
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. ამომრჩევლები საკრებულოების გარდა მუნიციპალიტეტების მერებს აირჩევენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ამ დროისთვის არცერთ პარტიას კახეთის რეგიონში მერობის კანდიდატი არ ყავს წარდგენილი, თუმცა ჟურნალისტებისთვის ცნობილი ხდება გარკვეული ინფორმაციები, ვის კანდიდატურას განიხილავენ პარტიები თელავის მერის პოზიციის დასაკავებლად. საინფორმაციო სააგენტო СNews- ის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თელავის მერობის კანდიდატად რამდენიმე დღეში ლევან ანდრიაშვილს წარადგენს. ლევან ანდრიაშვილი სხვადასხვა პერიოდში...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გარე სივრცეებში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციას აანონსებს. “შემოდის რეგულაცია, რომ ღია სივრცეებში, იქ, სადაც 5-6 ადამიანი ერთად ვიკრიბებით, ყველას უნდა გვეკეთოს პირბადე. ვისგანაც იღებთ ინტერვიუს, დააკვირდით, პირბადე ეკეთოს. თუ ეპიდვითარების გაუარესება გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შევა საკოორდინაციო საბჭოში რეკომენდაციით კიდევ უფრო გამკაცრებაზე”, — განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს. ღია სივრცეში პირბადეის გამოყენების ვალდებულება მთავრობამ 22...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილი პირებისთვის შესაძლოა, ვაქცინა ერთჯერადად, ერთი დოზით გაკეთდეს. „არ იქნება წინააღმდეგობაში ანტისხეულები აცრასთან. პირიქით, ეს არის დამატებითი ბუსტერი ანტისხეულებისთვის, კიდევ უფრო მეტი იმუნური პასუხისთვის. სხვადასხვა ქვეყანაში არის სხვადასხვა ვადა. გახანგრძლივებული ვადა იყო ვაქცინის დეფიციტის გამო. იცით, რომ გაზაფხულზე ჩვენ გარკვეულად ვაქცინის უკმარობა გვქონდა ქვეყნაში, ანუ მოთხოვნილება ჭარბობდა მიწოდებას. ამიტომ,...
ცვლილება „COVID19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა შეიტანა. „აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება ორი ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღე; ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ“– აღნიშნულია ბრძანებაში.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, აშშ-ის მთავრობამ ადგილობრივ ხელისუფლებას კატასტროფის პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად $382,000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს საჩუქარი, რომელიც ექვს გენერატორს, ექვს კარავსა და ექსკავატორ-დამტვირთველს მოიცავს, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ნაწილია. „გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ეროვნული გვარდიისა და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის...
ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სტუდენტები, რომლებიც "თიბისის" სტუდენტური ბარათით გადაიხდიან, სპეციალური საშეღავათო ტარიფით ისარგებლებენ. ,,თიბისი'' ბანკის ინფორმაციით,  სტუდენტური ბარათით გადახდის შემთხვევაში მგზავრობის საფასური განახევრდება და  40 თეთრის ნაცვლად, 20 თეთრი ეღირება. სიახლე 14 ივლისიდან ამოქმედდა და ის ქუთაისის უნივერსიტეტების, პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების სტუდენტებზე გავრცელდება. ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში "თიბისისა" და ქალაქის სატრანსპორტო ბარათებით მგზავრობა მიმდინარე წლის მაისიდანაა შესაძლებელი. ქუთაისში მუნიციპალურმა ავტობუსებმა მუშაობა მიმდინარე წლის...
საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის თანახმად, რთველის დაფინანსება მიმდინარე წელს 100 მილიონი ლარით გაიზრდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში ისაუბრა. "რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებას, აქ ზრდა არის საკმაოდ დიდი, 177 მილიონით არის გაზრდილი სამინისტროს დაფინანსება, ყველაზე დიდი წილი აქ უჭირავს რთველის დაფინანსებას, 100 მილიონი ლარით იზრდება რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები, რაც უშუალოდ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ