ამირან გამყრელიძე გარე სივრცეებში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციას აანონსებს

334

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გარე სივრცეებში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციას აანონსებს.

“შემოდის რეგულაცია, რომ ღია სივრცეებში, იქ, სადაც 5-6 ადამიანი ერთად ვიკრიბებით, ყველას უნდა გვეკეთოს პირბადე. ვისგანაც იღებთ ინტერვიუს, დააკვირდით, პირბადე ეკეთოს. თუ ეპიდვითარების გაუარესება გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შევა საკოორდინაციო საბჭოში რეკომენდაციით კიდევ უფრო გამკაცრებაზე”, — განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.

ღია სივრცეში პირბადეის გამოყენების ვალდებულება მთავრობამ 22 ივნისს გააუქმა. პირბადის ტარება სავალდებულო დარჩა მხოლოდ ტრანსპორტში, დახურულ სივრცეებსში, გაჩერებებსა და ბაზრობებზე.