31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ განხორციელებული პარალელური დათვლის არასწორმა შედეგებმა პირდაპირი გავლენა მოახდინა პოლიტიკური პროცესების ესკალაციაზე, გაამყარა ოპოზიციის დიდი ნაწილის უსაფუძვლო ბრალდებები გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ქვეყანას მიაყენა რეპუტაციული ზიანი და სერიოზულად შელახა თავად ორგანიზაციის იმიჯი. როგორც კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ, ორგანიზაციამ 1 ნოემბერს, ნაცვლად დაანონსებული 11 საათისა, ბუნდოვანი მიზეზით, 3 საათის დაგვიანებით...
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ფრიდონ ინჯია თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წინასწარ შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავენ. „შემოვდივარ წინადადებით, რომ წინასწარ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია იმ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც...
დღეისათვის ინფიცირებულთა განსათავსებლად სულ მობილიზებულია 6 000 საწოლი, საიდანაც 5 200 დაკავებულია. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ დატვირთვის მაჩვენებელი მაღალია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, მალე საწოლფონდს სულ მცირე 1 500 ადგილი დაემატება. „სულ მობილიზებულია 6 000 საწოლი და აქედან 5 200 დაკავებულია, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ მაღალია დღეს დატვირთვის მაჩვენებელი. 6 000-დან 216 არის რეანიმაციულ...
მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 40-ის ნაცვლად 36 წევრი ეყოლება. აქედან 24 პროპორციული წესით იქნება არჩეული, ნაცვლად 15-ისა, დანარჩენი 12 კი ადმინიტრაციული ერთეულის მაჟორიტარი იქნება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 3 მაჟორიატრული ოლქი ქალაქში იმუშავებს, 9 კი სოფლად. პირველი მაჟორიტრული ოლქი 9 საარჩევნო უბანს გააერთიენებს, მე-2 მაჟორიტარული ოლქი -13-ს, მე-3 კი 10 საარჩევნო უბანს. ხოლო სოფლად, ადმინისტრაციული ერთეულები, რომლებსაც თითო-თითო...
წალკის კანიონზე კომპლექსის გახსნა 2022 წლის გაზაფხულამდე გადაიდო, საუბარია ეკოტურისტული სივრცის პროექტზე, რომელსაც საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე ებრაული კომპანია “Kass land“-ი 120 მლნ ლარის ინვესტიციით ახორციელებს და 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდის, სასტუმროს, რესტორნის, ე.წ „ზიპლაინის“, ველობილიკის, სპას, ღია და დახურული აუზებისა და სასადილო სივრცის მოწყობას ითვალისწინებს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. შეგახსნებეთ, რომ ეკოტურისტული სივრცის გახსნა 2021 წლის ივლისში იგეგმებოდა,...
გორში, ცენტრალურ გამზირზე დეკორატიული ხეების დარგვა და საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სტალინის გამზირზე არსებული, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ორი წლის წინ შეადგინა, თუმცა სამუშაოებისთვის გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩავარდა. გორის მერიაში ამბობდნენ, რომ პროექტის ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიას შესაძლებლობა მიეცა, რომ ფასადების რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფო პროგრამის “განახლებული რეგიონი”...
რუსთავის N1 ბაგა-ბაღის მე-2 ფლიგელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მოსაძებნად რუსთავის მუნიციპალურმა მერიამ 537 055 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების ფარგლებში სრულად მოხდება მე-2 ფლიგელის რეაბილიტაცია, გამოიცვლება კარ-ფანჯარა, სახურავი, იატაკი, გაკეთდება ახალი გათბობის სისტემა, მოეწყობა სველი წერტილები და საკანალიზაციო სისტემა.
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე არსებულ საცხოვრებელი კორპუსის ძველ ლიფტებს ახლით ჩაანაცვლებენ. საერთო ჯამში საუბარია 67 ლიფტზე. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყო. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 2 820 000 ლარი დაიხარჯება.
რუსთავში სამ მისამართზე ახალი საბავშვო კუთხე მოეწყობა. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ სხვადასხვა ატრაქციონებისა და თუ საბავშვო გასართობი კონსტრუქციების გასაკეთებლად 118 000 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს. საბავშვო კუთხეების მოწყობა მე-12 მიკრორაიონის N35, ახმეტელის N4 და თოდრიას N13 კორპუსებთან იგეგმება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხუთ სოფელში შიდა გზების მოხრეშვისა და ერთ სოფელში მისასვლელი გზის არმირებული ბეტონის საფარის სავალი ნაწილის მოწყობისათვის შპს „ამირანთან“ 79 723 ლარის ღიებულების ორი გამარტივებული შესყიდვა განახორციელა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად მუნიციპალიტეტს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშ განსახორციელებელი პროექტების შერსასრულებლად ხელშეკრულებების გამარტივებული წესით დადების უფლება აქვთ. სოფლებში შიდა გზების მოხრეშვა და არმირებული ბეტონის...
3 აგვისტოს, მარნეულში, შაუმიანში არსებული ბიბლიოთეკისა და მელიქ-ფაშაევის სახლ-მუზეუმის რესტავრაციის პროექტის შესადგენად  ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სერბეთიდან, ბულგარეთიდან და გერმანიიდან 10- მდე ადამიანი ჩამოვა. როგორც რადიო მარნეულთან საუბარში ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოების წარმომადგენელმა მარიამ ელოშვილმა თქვა, ჩამოდიან უცხოელი სტუდენტები, რომლებიც არქეოლოგიით, კულტურული მემკვიდრეობით და არქიტექტურით არიან დაკავებულები. მათთან ერთად პროექტზე ასევე იმუშავებს სხვა ქართული ორგანიზაციები,"ლურჯი ფარ საქართველო" და "იკომოს საქართველო", რომელთა წარმომადგენლები...
გორის ეპარქიამ ქალაქის ერთ-ერთ უბანში, ჭალის დასახლებაში უსასყიდლოდ, აღნაგობის უფლებით, დაახლოებით, 10 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი მიიღო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ამის შესახებ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცესი 2021 წლის 15 ივლისს დასრულდა. მიწის რეგისტრაციის მოთხოვნით, საჯარო რეესტრის ეპარქიის წარმომადგენელმა ციური მსხილაძემ 2021 წლის 9 ივლისს მიმართა. მანამდე გორის საკრებულომ მერიას მისცა თანხმობა იმის შესახებ, რომ ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ...
გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეები ეწყობა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ფიტნეს ზონების მოწყობის სამუშაოები ექვს მისამართზე უკვე დასრულდა, კიდევ ექვსზე კი, მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, სხვადასხვა დატვირთვის რვა სავარჯიშო ტრენაჟორი შემდეგ მისამართებზე განთავსდა: ზაჰესში, ცქიტიშვილის ქუჩა N 35 კორპუსთან; გლდანის ხევის N2 ა კორპუსის მიმდებარედ; მეექვსე მიკრორაიონის N2 კორპუსთან; მეშვიდე მიკრორაიონის N2 კორპუსის მიმდებარედ; მეორე მიკრორაიონის...
“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს გორში თემურ ხუბულური უხელმძღვანელებს. რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, გადაწყვეტილება მმართველი პარტიას უკვე მიღებული აქვს. შეგახსენებთ, რომ ყოფილი სპორტსმენი და პარლამენტარი რეგიონის გუბერნატორმა საკუთარ მოადგილედაც დანიშნა. ინფორმაციისათვის, თემურ ხუბულური აქტიურად იყო ჩართული გიორგი ხოჯევანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაშიც. გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება” გორის მერობის კანდიდატადაც სპორტსმენს, ოლიმპიურ ჩემპიონთა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარადგენს.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასარჩევად წარმოდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კიდევ ერთხელ, მესამედ უყარეს კენჭი, თუმცა, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, მათი არჩევა ვერც ამ შემთხვევაში მოხერხდა. ცესკოს თავმჯდომარეობის ერთმა კანდიდატმა - გიორგი კალანდარიშვილმა 81 დეპუტატის ხმა მიიღო, 7 წინააღმდეგი იყო, მეორე კანდიდატს - გიორგი სანტურიანს 3-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 8-მ მის წინააღმდეგ მისცა ხმა. რაც შეეხება კომისიის წევრობის კანდიდატთა ხმებს:...
ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლის მშენებლობა დაიწყება, - ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა გაზრდილი ბიუჯეტის წარდგენისას ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლის მშენებლობისა და ურეხის ხანდაზმულთა ღამის თავშესაფრის რეკონსტრუქციის თაობაზე განაცხადა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში, ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლი აშენდება. სოციალური სახლის მშენებლობისა და ურეხის ხანდაზმულთა ღამის თავშესაფრის რეკონსტრუქცია-ადაპტაციისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ