30 ივლისს, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სოფელს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება. როგორც შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიზეზი კომპანია „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალურ გაზსადენზე ავარიულ - აღდგენითი სამუშაეობის განხორციელებაა. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალურ გაზსადენზე, ავარიულ-აღდგენით სამუშაეობს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 30 ივლისს , 4:00 დან 11:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ გორისა და...
ჩუღურეთის რაიონში, ცოტნე დადიანის N7-ში, 1 600 კვადრატულ მეტრზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დასრულებული პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ვოლსკისთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სპორტული მოედანი, განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ფილებით. ასევე, განთავსდა საპარკე ავეჯი და ტრენაჟორი. გაკეთდა სივრცე ბავშვებისთვის....
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმა წარუდგინა. პრეზენტაციაზე მინისტრმა სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით სამინისტროს მიერ შემუშავებული მხარდამჭერი პროგრამები გააცნო. მინისტრმა ადრეულ ასაკში ბავშვების აღზრდისა და განვითარების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტრომ ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა....
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე მეცნიერების განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მოვალეობაა, გაძლიერდეს საქართველოში მეცნიერების განვითარების მხარდაჭერა, შეიქმნას ეფექტიანი მოქნილი და ხარისხზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობა იქნება. მიხეილ ჩხენკელის თქმით, პრემიერმინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფორმატში მოხდება მეცნიერების პრიორიტეტების განსაზღვრა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ხაზი...
გორში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის რიგით 22-ე სხდომა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა გახსნეს. სხდომას ასევე ესწრებოდნენ კომისიის წევრი სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები,...
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლის მოსყიდვის საწინააღმდეგოდ, რიგი აკრძალვები იწყებს მოქმედებას. “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით, აკრძალულია - საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის მიწოდება ან...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხს განიხილავს. პარლამენტის წევრმა პარტიის ოფიში მისვლისას განაცხადა, რომ ლიდერები სწორედ ამ თემაზე მსჯელობისთვის შეიკრიბნენ. მისი თქმით, თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ ამნისტიის კანონის დამტკიცების შემდეგ გეგმავდა ხელმოწერას, თუმცა ახლა შეცვლილი ვითარების ფონზე ეს საკითხი ხელახლა დადგა. „ჩვენ როცა ვიმსჯელეთ დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია იყო ნათელი, რომ მზად ვიყავით, ხელი...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელის, აშშ-ის საელჩოს და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. მისივე თქმით, შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა, რამაც ბოლოს ცალმხრივი ხასიათი მიიღო, რაც შეთანხმების იდეას ეწინააღმდეგება. „შეთანხმება რომელსაც ხელს აწერდა 115 დეპუტატი, მართლაც გაუქმდა,...
მაჭავარიანის ქუჩაზე გამოვლენილ მეწყრულ ზონაში, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება განხორციელდა, ამჟამად სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 28 ივლისს, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სამუშაები აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. "სპეციალური სისტემების საშუალებით, დღემდე 24-საათიანი მონიტორინგისა და ეფექტური საპრევენციო სამუშაოების შედეგად, მიღწეულია დროებითი სტაბილურობა. ვაშლიჯვარ-ლისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე თეა წულუკიანმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 10 წლის თავზე საქართველოს ყველა რეგიონში იარსებებს სულ მცირე 1 მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი სპორტის ძირითადი სახეობების განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბაკურიანში იმუშავებს 2025 წლის ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენებული სპორტული...
დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წლის განმავლობაში, 45 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა 22 281 კვ.მ ფართობზე მოაწესრიგა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები განხორციელდა, როგორც თბილისური ტიპის ეზოებში, ასევე შიდა კვარტალურ გზებზე. მათივე ცნობით, ასფალტის საფარი 32 თბილისური ტიპის ეზოსა და 13 შიდა კვარტალურ გზაზე მოეწყო. პროექტის მიხედვით, ასფალტის დაგებასთან ერთად, ყველა მისამართზე მოწესრიგდა დაზიანებული ტროტუარი და ბორდიური. მსგავსი ტიპის პროექტებისთვის 2021 წლის ბიუჯეტიდან 1 030 000...
კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მომდევნო 10 წელიწადში ქვეყნის მასშტაბით 4 ახალი ბანაკის მოწყობა იგეგმება. მისი თქმით, ახალი ბანაკები მოეწყობა სვანეთში, ზემო აჭარაში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში. ამასთან, წულუკიანის განმარტებით, გეგმაშია არსებული ბანაკების რეაბილიტაციაც, უფრო კონკრეტულად მინისტრი აცხადებს, რომ შაორისა და ანაკლიის ბანაკები განახლდება. ჯამურად რა ინვესტიციის განხორციელება იგეგმება ახალგაზრდული ბანაკების მოწყობის მიმართულებით, თეა წულუკიანი კონკრეტულ რიცხვებზე არ საუბრობს. “გვინდა რომ...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა, დედაქალაქის მერია კი კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესსა და პროცედურებს ამტკიცებს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კანონით დადგენილი შეღავათებითა და სპეციალური რეჟიმებით. „საქართველოს პარლამენტმა დაასრულა სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. კანონი უკვე მიღებულია, გამოქვეყნებულია და ძალაში შედის 28 ივლისიდან. თბილისის მუნიციპალიტეტი დაამტკიცებს...
საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 საცხოვრებელ კორპუსთან, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. „იცით ჩვენი დამოკიდებულება მწვანე სივრცეებთან, რეკრეაციულ არეალებთან დაკავშირებით. მინდა, თბილისის მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდო კიდევ ერთ ძალიან კარგ პროექტთან დაკავშირებით. საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 საცხოვრებელ კორპუსთან, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. კორპუსთან მდებარე ფერდობზე წლების განმავლობაში, რკინის კონსტრუქცია იდგა და ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო....
თბილისის მერის განცხადებით, თბილისის გარეგანათების პროექტი არა ბიუჯეტიდან, არამედ ამ პროექტის განხორციელების შედეგად დაზოგილი ელექტროენერგიის საფასურის ხარჯზე დაფინანსდება. მისი თქმით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, გარეგანათების განახლების პროექტის განხორციელების მიზნით, ბიუჯეტიდან 90 მილიონი ლარია გამოყოფილი. „კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ მოგვიწია განმარტებების გაკეთება, კიდევ ერთხელ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ თბილისელებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია. მთელი ქალაქის...
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას და მომავალს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული. ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმიანებიან მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, „ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე და აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება, ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე. „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება არის გზა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ