საიდან დაფინანსდება თბილისის გარეგანათების პროექტი? – კალაძის პასუხი

425

თბილისის მერის განცხადებით, თბილისის გარეგანათების პროექტი არა ბიუჯეტიდან, არამედ ამ პროექტის განხორციელების შედეგად დაზოგილი ელექტროენერგიის საფასურის ხარჯზე დაფინანსდება.

მისი თქმით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, გარეგანათების განახლების პროექტის განხორციელების მიზნით, ბიუჯეტიდან 90 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ მოგვიწია განმარტებების გაკეთება, კიდევ ერთხელ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ თბილისელებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია.

მთელი ქალაქის მასშტაბით გვინდა, რომ ძველი ნათურები შეიცვალოს ახალი, თანამედროვე ლედ სანათებით. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება, რომ თითქოს, ჩვენ ბიუჯეტიდან გამოვყავით 90 მილიონი ლარი იმისთვის, რომ მოხდეს ამ ნათურების შეძენა. საზოგადოებას, რა თქმა უნდა, უჩნდება აგრესია – რა დროს სანათების ყიდვაა 90 მილიონად. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ბიუჯეტიდან არანაირი 90 მილიონი არ არის გამოყოფილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა პროექტის კონცეფცია კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მასშტაბით, გარე განათებისთვის ამჟამად გამოიყენება სოდიუმის ტიპის ნათურები, რომლებიც მოიხმარენ ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. მათი ლედ სანათებით ჩანაცვლების შემთხვევაში, ელექტროენერგიის ეკონომია შეადგენს ხარჯის, დაახლოებით, 60-70 პროცენტს.

„ჩვენი კონცეფცია ითვალისწინებს კერძო კომპანიების მიერ მოზიდული ფინანსებით ამ სანათების ჩანაცვლებას. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, მოიზიდოს თანხა და თვითონ შეცვალოს სანათები. მიღებული ეკონომიიდან, ამ კომპანიას აუნაზღაურდება მომსახურება და პროდუქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან ამისთვის დამატებით სახსრები არ გამოიყოფა და ყოველწლიურად, ელექტროენერგიისთვის გადასახდელი თანხის დაზოგვით მოხდება მისი ანაზღაურება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარეგანათების სტანდარტის შემუშავება თბილისის მერიამ ტენდერით შერჩეულ კომპანიას დაუკვეთა. პროექტის მიზანი, დედაქალაქის მასშტაბით გარე განათების განახლება და მოწესრიგე