ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის მცხოვრებლებს, ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიგა მელია შეხვდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"დღეს ინგირის ადმინისტრაციულ ერთელში 9 ქუჩაზე დაიწყო წყალმომარაგების სამუშაოები დაახლოებით დეკემრის ბოლომდე სრულად იქნებიან უზრუნვეყოფილები სასმელი წყლით.
რაც შეეხება იმ ქუჩებს, რომელზეც ჯერჯერობით არ ხორციელდება სამუშაოები, მთავრობის გეგმაში მოცემულია როგორც ინგირი, ასევე მუნიციპალტეტის კიდევ სხვა რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული და იგეგმება სრულად დაქსელვა წყალმომარაგების ქსელის. ამ კრიტიკულ...
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს არის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია არამხოლოდ ჰოსპიტალურ დაწესებულებებში,
არამედ ამბულატორიულ დაწესებულებებშიც ჩატარდეს.
მისივე თქმით, დაახლოებით 7-მა დაწესებულებამ უკვე გამოთქვა მზაობა „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვაზე.
„მთავარი თემა, რაც საბჭომ განიხილა, შეეხებოდა „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესის გაფართოებას. როგორც იცით, აქამდე „ფაიზერით“ ვაქცინაცია ჰოსპიტალურ დაწესებულებებში ტარდებოდა, დღეს კი არის იმის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია მისი რაოდენობიდან, მიღებული გამოცდილებიდან...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. თემურ ზავრაშვილი გურჯაანში, ცხოველთა თავშესაფრის დირექტორად დაინიშნა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარი ჯერ არ ამოქმედებულა, თავად ზავრაშვილი რადიო ჰერეთთან, განმარტავს, რომ თვითმმართველობიდან მისი წასვლა, მერობის ახალი კანდიდატის დასახელებას არ უკავშირდება.
” არავითარ კავშირში არ არის მერობის ახალი კანდიდატის დასახელებასთან. მიუსაფარი ძაღლების პრობლემა, ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა რეგიონისათვის. მე ყოფილი სამხედრო ვარ და მადლიერიც...
პარტია ” ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” მერობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე ,,ქართული ოცნებიდან" კენჭს ზურაბ უტიაშვილი იყრის. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
პარტია რაიონულ ორგანიზაციას კანდიდატს დღეს წარუდგენს. როგორც „ქართულ ოცნებაში“ გვითხრეს, სხდომა დახურული იქნება.
speqtri.ge - მერობის კანდიდატს ესაუბრა. როგორც მან განმარტა, შეთავაზება „ქართული ოცნებიდან “ მიიღო და არჩევნებში მონაწილეობაზე დათანხმდა. ზურაბ უტიაშვილის თქმით, დღეს წარდგენა გურჯაანის კულტურის სახლში...
პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 3 აგვისტოს დანიშნავს. “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, საკრებულოებისა და მერების მორიგ არჩევნებს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრის თანახელმოწერით, არჩევნებამდე 60 დღით ადრე ნიშნავს.
კანონმდებლობით საკრებულოებისა და მერების მორიგი არჩევნების დროდ საარჩევნო წლის ოქტომბრის პირველი შაბათი განისაზღვრა. შესაბამისად, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იმართება.
ამასთან, 3 აგვისტოდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება. შესაბამისად, ამ დღიდან მთელი რიგი რეგულაციები და შეზღუდვები იწყებს...
პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2021 წლის გამოცდებზე დადებით შედეგს ვერ მიიღებენ სკოლაში კიდევ ერთი სემესტრის განმავლობაში იმუშავებენ.
მათ კომპეტენციის დასადასტურებლად ახალი შანსი მიეცათ, რომელიც 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე უნდა გამოიყენონ.
„იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022...
„ევროპული საქართველო“ ახალციხეში მერობის კანდიდატად ზურა სადათიერაშვილს განიხილავს. ინფორმაციას პარტიაშიც ადასტურებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ზურა ჩილინგარაშვილის თქმით, პოლიტიკურ პარტიებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პარტიები საერთო კანდიდატს დაასახელებენ.
„ჩვენი კანდიდატი ზურა სადათიერაშვილი იქნება, მაგრამ რა შეთანხმებას მივაღწევთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მას შემდეგ ან დავასახელებთ, ან ვიღაცას მოვეხმარებით, ბევრი რაღაც არის გასათვალისწინებელი. თუ...
ბათუმში, გამსახურდიას N4- ში მდებარე ძეგლზე წარმოებულ სამუშაოებზე დემონტაჟი დაიწყო. ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს, წერს აჭარის მაუწყებელი.
სააგენტოს განმარტებით, მათ მიერ გაცემული ნებართვა ითვალისწინებდა შენობაზე სახურავის ნაცვლად ტერასის მოწყობის სამუშაოებს, თუმცა მესაკუთრის მიერ მოხდა ტერასის კედლის ზომების გაზრდა, რომლის დემონტაჟიც უკვე დაწყებულია.
აღნიშნულის შესახებ გუშინ, საინიციატივო ჯგუფ "დაიცავი ბათუმის" წევრმა სოციალურ ქსელში დაწერა. ზეინაბ დიასამიძე ამბობდა, რომ სახლს...
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით დღეს 161 დაწესებულება აწარმოებს აცრებს, 380 ბრიგადით.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინ ღამით, დაემატა კიდევ 28 ამცრელი ბრიგადა "ფაიზერზე", ძირითადად აჭარასა და რეგიონებში.
მისივე თქმით, საქართველოში ხვალ დამატებით "ფაიზერის" 168 000 დოზა შემოვა და დაემატება ბრიგადებიც.
გამყრელიძის თქმით, იმისათვის რომ მოსახლეობა მასობრივად აიცრას, დღეს ქვეყანაში 2 მილიონამდე სხვადასხვა ვაქცინის დოზა არის.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აქამდე „ფაიზერით“...
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით, ქედას მუნიციპალიტეტში, კომპანიამ „აჭარა თრეიდინგ გრუფი” პოლიეთილენის ყუთების წარმოება დაიწყო.
სოფლის მეურნეობის სამინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული. საწარმოს მოსაწყობად 700,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 170,000 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებაა.
„სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს შესაფუთი მასალა; სწორედ ამ საწარმოში, მზადდება ის პოლიეთილენის ყუთები, რომლითაც საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გადის ექსპორტზე“, -...
წყალმომარაგების კომპანია მარნეულსა და ბოლნისში წყალმომარაგების კომპანიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მშენებარე კონტრაქტორ კომპანია ’’Akelik Group”-თან, ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს და უახლოეს პერიოდში ახალ ტენდერს გამოაცხადებს.
წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონტრაქტორის მიერ, მარნეულში შესრულებულ სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაურ დარგალთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„მარნეულში, აზერბაიჯანული კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სამუშაოებს აწარმოებდა, თუმცა...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების ხედვა გააცნო.
როგორც მინისტრმა განაცხადა, პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებული რეფორმის პირველ ეტაპზე (2013-2020), ეროვნული კვალიფიკაციებისა და ინფრასტრუქტურის ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოსაყვანად ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა.
„რეფორმის შემდეგ ეტაპზე მნიშვნელოვანია მასშტაბის ზრდა, რათა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მიიღოს პროფესიული განათლება და დასაქმდეს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად....
მეოთხე ტალღის შეკავების ერთადერთი გზა მასობრივი ვაქცინაცია, ვაქცინაციის ტემპის ინტენსიფიკაცია და იმ რეკომენდაციების განუხრელად დაცვაა, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამ რეკომენდაციებიდან ყველაზე მთავარი მნიშვნელოვანი პირბადის ტარება ყველგან, მათ შორის გარე სივრცეებშიც, სადაც დისტანცია დაცული არ არის.
„პირბადაზე უკეთესი დამცველი საშუალება დღეს არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იქმნება ახალი შტამები,...
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვა იგეგმება.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ თემად ადგილობრივ არჩევნებზე წარსადგენი მერობის კანდიდატები განიხილება.
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4400 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5%-ით მეტი) 2955,0 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14,7%-ით მეტი).
„საქსტატის“ ინფორმაციით, ნებართვების 71,8% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3% თბილისზე, 9,0%- ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის რეგიონზე და 6,9%- მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.
მათივე ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ივნისში,...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, 2020 წელს კონფლიქტისპირა სოფლებში 71 მილიონი ლარის 182 პროექტი განხორციელდა და ახლა მიმდინარეობს ან დაგეგმილია პროექტები, რომლებიც როგორც წყალმომარაგების, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ქარსელაძემ გორში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 22-ე სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხოლოდ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































