მეოთხე ტალღის შეკავების ერთადერთი გზა მასობრივი ვაქცინაცია, ვაქცინაციის ტემპის ინტენსიფიკაცია და იმ რეკომენდაციების განუხრელად დაცვაა, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამ რეკომენდაციებიდან ყველაზე მთავარი მნიშვნელოვანი პირბადის ტარება ყველგან, მათ შორის გარე სივრცეებშიც, სადაც დისტანცია დაცული არ არის.
„პირბადაზე უკეთესი დამცველი საშუალება დღეს არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იქმნება ახალი შტამები, რომელთაგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა მაინც პირბადე და დისტანცია, რომელიც ჩვენთან, სამწუხაროდ, დაცული არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.