ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ზიზღის კოცონი დაანთოს. როგორც საქართველოს პირველ არხს ელისაშვილმა განუცხადა, „მოქალაქეები“ ამომრჩეველს თბილისში არსებული პრობლემების ხედვას და კონკრეტულ ნაბიჯებს გააცნობენ, თუ როგორ შეიძლება პრობლემები მოგვარდეს. „წინასაარჩევნო კამპანიას ამით ვიწყებთ და არა იმით, რომ ვიღაცა ვლანძღოთ, ვაფურთხოთ, ზიზღის კოცონს ნავთი დავასხათ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეებს კონკრეტული პრობლემები უნდა ესმოდეთ, ვიზით, ხალხს რა აწუხებს და რა არის...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა. ხანძარი წუხელ, შუაღამისას გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა შენობის შიდა ნაწილის გადარჩენა ვერ შეძლეს. აღნიშნულ შენობაში სოფლის გამგეობასთან ერთად განთავსებული იყო სამედიცინო ამბულატორია და ერთჯგუფიანი საბავშვო ბაღი. როგორც ოზურგეთის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, ზარალის ოდენობა უცნობია. ახალი სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღისთვის დროებით სხვა შენობა გამოიძებნება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. პირველადი ვერსიით, ცეცხლი მოძველებული ელექტროგაყვანილობისგან გაჩნდა.
უწყებათაშორის საბჭოს მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციით მივმართეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პაატა იმნაძემ აღნიშნა, დღეს კორონავირუსის დადასტურებული რაოდენობის სამწუხარო ანტირეკორდია. „ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ მეტი შეზღუდვების, რადგან სამწუხაროდ, შვედები არ ვართ ჩვენ. არის ხალხი, ვისაც შეზღუდვა პრაქტიკულად არ სჭირდება, რადგან თავად იცავს წესებს. შვედისთვის 2-მეტრიანი კი არა, 3-მეტრიანი დისტანცია ნორმაა ცხოვრების ავტობუსის...
გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, ვსწავლობთ მიზეზებს, შეიძლება, გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის ადგილს და აუქმებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. დღეს უკვე ნახევარ მილიონზე მეტი, 523 000 აცრაა ქვეყანაში ჩატარებული. „აქედან სრულად, ანუ ორჯერადად აცრილია 165 000 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 5.8 პროცენტს შეადგენს. გუშინ 24 საათში გვქონდა 16 677 აცრა. მნიშვნელოვანი მიგნებაა...
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სოფლის პროგრამის ფარგლებში, 15 სოფელში გარეგანათებას მოაწყობს. სხვადასხვა უბანზე გარეგანათების მოსაწყობად გამარტივებული შესყიდვა მერიამ უკვე გააფორმა შპს „მურთად“. სწორედ აღნიშნულ კომპანიას ევალება თხუთმეტივე სოფელში სამუშაოების განხორციელება. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. გთავაზობთ სოფლების ჩამონათვალს და გარეგანათების მოსაწყობად გამოყოფილ თანხებს: კირაჩმუღანლოში გარეგანათების მოწყობის სამუშაოები 19`143.78 ლარი ბაიათლოსა და ზემო სარალში სხვადასხვა უბნებზე გარეგანათების მოწყობა 36`769.08 ლარი სეიდგოჯალოსა და...
გორში, სტალინის გამზირზე, ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები მთავრობის მიერ გამცხადებული, 4-წლიანი პროგრამის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხოციელდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. ეს პროგრამა 2021 წლის აპრილში დამტკიცდა, თუმცა გორის მერია ამ ფასადების რეაბილიტაციას 2020 წლის გაზაფხულზე აპირებდა, თუმცა მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები ,,ჩაიშალა. გასულ წელს მერია გორში სტალინის ქუჩაზე მდებარე 28 მრავალსართულიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას გეგმავდა, თუმცა 2021 წელს...
„პანდემიის გამო, 2020 წლის 8 ნოემბრიდან დაკეტილი ვიყავით. დაახლოებით ნახევარ-წლიანი იძულებითი შესვენება გვქონდა. წელს 26 მაისს გავიხსენით“, - ამის შესახებ BMG-ის მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორმა ზაზა გაგუამ განუცხადა. მისი თქმით, მუშაობის აღდგენის შემდეგ, კანიონებს იმაზე მეტი ადამიანი სტუმრობს, ვიდრე ადმინისტრაცია ელოდა. ამ მხრივ, დატვირთულობის ეს მაჩვენებელი 2019 წლისას დაახლოებით 55-60%-ით უტოლდება. „დღევანდელი მდგომარეობით, სტუმრების 20-25% საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენი...
ახალციხეში, ადიგენის ქუჩის მცხოვრებლებმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის მერიას წერილით რამდენჯერმე მიმართეს. ადიგენის ქუჩაზე, სადაც დაახლოებით 20 ოჯახი ცხოვრობს ასფალტის საფარი დაგებული არ არის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. მოსახლეობის თქმით, მათ რამდენჯერმე წერილით მიმართეს ახალციხის მერიას, თუმცა უშედეგოდ. როგორც თავად გვიყვებიან, მათ სხვა ქუჩებიდან აღებული ძველი საფარით ღრმულების ამოვსებას დაპირდნენ. –    „გზაზე დავწერეთ რამდენჯერმე, თქვენც ხედავთ როგორი გზაა. სხვაგან, რომ...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში არც ქორწილი და არც დიდი შეკრებები რეგულაციებით დაშვებული არ არის და ეს ყველაფერი რეგულაციების დარღვევით ხდება. თამარ გაბუნიას თქმით, პასუხიმგებლობა ეკისრება იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ასეთ წვეულებებზე დადიან. ''ამგვარად ჩვენთვის მთავარი ბერკეტი არის ისევ მონიტორინგი და სანქციები, რაც დაწესებულია. ​ჯერ-ჯერობით რეგულაციების გამკაცრება არ არის დაგეგმილი, მთავარია აღსრულდეს. მონაწილესაც ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ქორწილში, მოქალაქეებმა საკუთარი ოჯახის დაცვისთვის თავად მიიღოს გადაწყვეტილება და არ...
ჯამურად მობილიზებულია დაახლოებით 8000 საწოლი საავადმყოფოებში, რაც არის ჩვენი სისტემის მაქსიმუმი. ამას ყოველდღიურად ემატება კოვიდსასტუმროების რაოდენობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა თბილისი, რადგან მეტი დატვირთვა და შემთხვევების გამოვლენა სწორედ დედაქალაქზე მოდის. შეგახსენებთ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ თბილისში კორონავირუსით ინფიცირების 2297 ახალი ფაქტი...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99.7% აუცრელი იყო. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვაქცინირებულ პირებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი დაბალია. „დღეს სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების 34 შემთხვევა. ერთი მთავარი გზავნილი მინდა გავაკეთო - გუშინ გაანალიზდა მთლიანად წელს გარდაცვალებულთა რაოდენობა და 99.7% სამწუხაროდ, აუცრელია. მეორე მხრივ, ასევე გაანალიზდა...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭო დამატებით შემზღუდავ ღონისძიებებს არ განიხილავს. მისი თქმით, საბჭომ დაწესებული რეგულაციების აღსრულების კონტროლის გამკაცრებაზე იმსჯელა. "ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ შემზღუდავი ღონისძიებები და რეგულაციები, რომელიც უკვე დაწესებულია აღსრულდეს და დღეს საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა აღსრულების ზომების და მონიტორინგის გამკაცრებაზე, ასევე, მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით", - თქვა თამარ გაბუნიამ.  მისი თქმით,...
"ქართულმა ოცნებამ" სკოლის დირექტორების საარჩევნო პროცესებში ჩართვა ისევ დაიწყო. სამეურვეო საბჭოს მიერ 6 წლის ვადით არჩეულ დირექტორებს  2020 წლის 13 ოქტომბრამდე ამოეწურათ ვადა. დირექტორების ნაწილი განათლების მინისტრმა სასწრაფო წესით დანიშნა, ნაწილი კი დანიშვნას ამ დრომდე ელოდებოდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ თანამდებობაზე მათ სხვა სკოლებიდან შემოყვანილი დირექტორები ჩაანაცვლებენ. ზუგდიდის საჯარო სკოლების უკვე ყოფილი დირექტორები ყვებნიან, რომ ისინი მხოლოდ...
სოფელ ზუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ჯონი ჯალაღონიამ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას ჯალაღონია საკუთარი „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით ავრცელებს. ჯალაღონიას ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ის „ბინძური ტყუილების კამპანიაა“, რომელსაც მმართველი პარტია საკუთარი გუნდის ყოფილი წევრის, ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ აგორებს. მისივე თქმით, პოლიტიკურ საქმიანობას გიორგი გახარიას პარტია „საქართველოში“ გააგრძელებს. "როგორც იცით, გახლავართ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი,...
კომუნიკაციების კომისიამ დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, კომისიის მონიტორები 6 ეროვნულ არხზე თვისებრივ, ხოლო 50 სამაუწყებლო არხზე რაოდენობრივ მედიამონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ჩაატარებენ. კომუნიკაციების კომისიის პრესსამსასხურის ინფორმაციით, თვისებრივი მედიამონიტორონგი შემდეგ მაუწყებლებზე განხორციელდება: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, ტელეკომპანია „იმედი“, „რუსთავი 2“, „მთავარ არხი“ და ტელეკომპანია „პირველი“. მედიამონიტორიგნის თვისებრივ და რაოდენობრივ ანგარიშებს კომუნიკაციების კომისია საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს. მედიამონიტორინგის პროცესი...
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მიწერილობის საფუძველზე სოკოს საწარმო „თეთრმა ქუდმა“ საქმიანობა უნდა შეაჩეროს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, 29 ივლისს, დეპარტამენტის თანამშრომლებმა “თეთრი ქუდის” სოკოს საწარმო დაათავლიერეს. შემოწმების დროს ზედამხედველობის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ საწარმოს არ აქვს გარემოს დაცვითი გადაწყვეტილება (გზშ), რის გამოც სოკოს საწარმო "თეთრ ქუდს"...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ