„დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ - კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების მიმართულებით პედაგოგების გადამზადება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 500-მდე მასწავლებელი გადამზადდება. ტრენინგების შედეგად, საქართველოს მასშტაბით მოქმედი პედაგოგები კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარებს განივითარებენ, რაც ციფრულ ეპოქაში თითოეული მოქალაქისთვის აუცილებელია. პროექტის ფარგლებში სერტიფიცირებული მასწავლებლები მიღებულ...
მასობრივი ვაქცინაციის კიდევ უფრო ხელშეწყობის მიზნით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სრულად აღჭურვილ ამბულატორიაში იმუნიზაცია ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით მიმდინარეობდა. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარეს. წეროვანის დასახლებაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელ გვანცა გასვიანსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილთან ერთად გაეცნო. COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის...
თბილისის მერიისა და „იუნესკოს“ ერთობლივი პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ამჯერად თბილისის ფარგლებს გასცდება და ორი კვირით კახეთში, ართანაში გადაინაცვლებს, სადაც დედაქალაქის უმაღლესი სასწავლებლების 80 სტუდენტისთვის ლიტერატურისა და კინოს კამპუსები მოეწყობა, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ცნობილი მწერლები და რეჟისორები, ორ კვირის განმავლობაში, თანამედროვე და კლასიკური, ქართული თუ უცხოური ლიტერატურისა...
ჩვენ მიერ დაგეგმილი თითოეული რეფორმა, პროგრამა, პროექტი, რა თქმა უნდა, ემსახურება ხალხის კეთილდღეობას, ჩვენი მოქალაქეების პირობების გაუმჯობესებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას და რაც მთავარია, საბოლო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, იუსტიციის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტროა ჩვენს ქვეყანაში, მთავრობაში, რომელიც...
ჯამში, 702 ახალი საპარკინგე ადგილი შეემატება ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძე აღნიშნავს, საბურთალოს რაიონს ახალი ქუჩები დაემატება, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. „ჩვენ გარკვეულ ქუჩებში დავიწყეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტის განხორციელება, დიდი წარმატებით მიმდინარეობს. გვაქვს შემდეგი უბნები და ქუჩები, სადაც დაინერგება აღნიშნული პროგრამა. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა, რადგან პრობლემა ექმნებათ...
წინა სტატია თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე საუბრობს. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვანდალიზმის ჩამდენი პირები, ხშირად მოზარდები არიან. „ქალაქში დაფიქსირებულია ვანდალიზმის სამწუხარო ფაქტები, რომელიც ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ ის რასაც ვაკეთებთ, მაგალითად ახალ სკვერებს, პარკებს და სხვადასხვა ინფრასრუქტურულ პროექტებს, ისევ და ისევ ამ ქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ჩვენი შვილების და მომავალი თაობისთვის კეთდება და ნამდვილად გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთ ფაქტებს ვხვდებით...
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დედაქალაქში მცხოვრებ კიდევ 40 ოჯახს გადაეცემა.როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბინები ამჯერად ნაძალადევის რაიონში 20 ოჯახს, გლდანში 10 ოჯახს, სამგორში 3 ოჯახს, დიდუბეში 3 ოჯახს, კრწანისის რაიონში 2 ოჯახს, ასევე ვაკის რაიონში მცხოვრებ 2 ოჯახს დაუკანონდება. „ძალიან კარგი სოციალური პროგრამა ჩვენ ჯერ კიდევ 2017 წლიდან დავიწყეთ, რომელიც ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო....
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის პარტნიორებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიების დანიშვნა სთხოვა. როგორც ზურაბიშვილმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, ქვეყანაში დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ვერავინ უნდა შეძლოს ევროპული გზისთვის ზიანის მიყენება. "მე, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპულობის გარანტი, მოვუწოდებ მათ ჩართულობისა და აქტიურობისაკენ, ამას ელიან ჩვენი პარტნიორები და მათ ვთხოვთ მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიების დანიშვნას, ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და...
ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს წესით უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც რაღაც პიროვნული არჩევანია, არც თავისუფლების გამოხატულება. მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლება. „საქართველო დღეს დგას გზაჯვარედინზე, გზაგასაყარზე, როგორც არაერთხელ თავისი ისტორიის განმავლობაში. დღეს საქართველო მწვავე გამოწვევების წინაშეა. ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს წესით უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც რაღაც...
Forbes ესპანეთი 7 შთამბეჭდავ მიმართულებას ასახელებს, რომლის მონახულებაც Covid-19-ის პირობებშიც შესაძლებელია. პოპულარული გამოცემა მკითხველს ირლანდიის, ნამიბიის, ბოლივიის პარალელურად, საქართველოში ვარძიის მონახულებას ურჩევს. „ეს მისტიკური XII საუკუნის ადგილი, ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს. მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი გამოქვაბული ქალაქი, სადაც შესაძლებელია ღრმა ჩაძირვა კლდოვან მთაში საიდუმლო გადასასვლელებით. 300-მდე დარბაზი შემორჩა საუკუნეებს, ასევე სარწყავი მილები, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებენ, 15 ეკლესია მოჩუქურთმებული...
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ დაამტკიცა ბრძანება „საარჩევნო პერიოდში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციასთან“ დაკავშირებით. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. „განვსაზღვრეთ საჯარო მოხელეთა ქცევის წესები, რომელსაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა დაწესებულებასა და საჯარო მოხელეს გადავუგზავნით. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეებს, მთავრობის წევრებს, გამგებლებს, სამსახურის ხელმძღვანელებს, ეს ყველაფერი მაქსიმალურად ჩაიშალოს ჩვენს თანამშრომლებში, იმიტომ რომ ხშირად არის შემთხვევები, რომ ადამიანებმა შეიძლება...
შემდეგი სტატია თბილისში, ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ახლახან გახსნილი ძეგლი დააზიანეს. ფაქტისა და ზოგადად, ვანდალიზმის პრობლემის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „როგორც იცით, მოსახლეობას მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას ყველა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტზე, ვუზიარებთ ნებისმიერ სიახლეს. თბილისელების განწყობა, მხარდაჭერა, მათი გულწრფელი სიხარული არის უდიდესი სტიმულის მომცემი მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ვაკეთოთ. სამწუხაროდ, ამჯერად პრობლემა...
ჩვენ გვავიწყდება, რომ გვიყურებს და გვისმენს მოსახლეობა, რომელსაც უნდა ვესაუბროთ ჩვენს ხედვაზე და რეალური საქმით ვაჩვენოთ, რას ვაკეთებთ ჩვენი მოსახლეობისთვის, როგორია ჩვენი ხედვა და როგორ ვაგვარებთ იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე. „მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული, რომ ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები“,...
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა მზად არის, შექმნილი რეალობისა და შესაძლებლობის ფარგლებში, შეიმუშავოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები, რომელთა მიზანი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნის ხელშეწყობა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. „ოკუპირებულ რეგიონებზე...
ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ის ფაქტი რომ დღეს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ვერ საუბრობს და ვერ წერს ქართულ ენაზე, რაც რა თქმა უნდა, არის პრობლემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ერთ-ერთი კონკრეტული ამოცანაა, რომ 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქე გამართულად ქართულ ენაზე...
რამდენიც არ უნდა იყოს კანდიდატი და ვინც არ უნდა იყოს, კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, თუ არჩევნებზე ორი ძირითადი კანდიდატი იქნება, მაშინ „ქართული ოცნების“ კანდიდატს გამარჯვება კიდევ უფრო გაუმარტივდება. „როდესაც ორი ძირითადი კანდიდატი დგება არჩევნებში, ასეთ დროს ჩვენთვის კიდევ უფრო მარტივია პირველივე ტურში მოგება, მაგრამ ასეც და ისეც, რამდენიც არ უნდა იყოს კანდიდატი და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ