რიკოთის მონაკვეთზე შენდება 96 ხიდი და 53 გვირაბი, ასეთი მასშტაბის და ამ სირთულის პროექტები ქვეყანაში არ განხორციელებულა. ესაა ევროპის მასშტაბით მართლაც გამორჩეული პროექტი, ჯდება 2 მილიარდ ლარზე მეტი და პროექტი სრულად დასრულდება 2024 წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რიკოთის უღელტეხილზე განუცხადა, სადაც ახალი მაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
მთავრობის მეთაურის თქმით, შედეგად მოქალაქეები თბილისიდან ბათუმში 3 საათში...
„გუდვილთან“, მირიან მეფის ქუჩაზე, 330 გრძივ მეტრზე ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, რაც წვიმის შემთხვევაში წყლის დატბორვის პრობლემას მოგვიხსნის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა 1 200 000 ლარი დაჯდება.
„დაგეგმილი სამუშაოს გამო ხვალიდან მირიან მეფის ქუჩაზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, ხოლო მომდევნო პერიოდში შეზღუდვები ეტაპობრივად სხვადასხვა მონაკვეთში გაგრძელდება. ამ დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ მგონი...
წინა სტატია
„ქართულმა ოცნებამ“ 2 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 2 794 718 ლარი დახარჯა, მათ შორის პარტიამ ყველაზე მეტი - 2 274 308 ლარი გარერეკლამაში გადაიხადა. რაც შეეხება ინტერნეტ-რეკლამას, პარტიას ის 311 245 ლარი დაუჯდა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 209 164 ლარი გაიღო.
აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აგვისტოს სამ კვირაში ბეჭდური რეკლამისა და სატელევიზიო რეკლამისთვის გაწეული...
პარტია „საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი გოგუაძის განცხადებით, მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ძალოვან უწყებებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს.
„არჩევნების მოახლოებასთან ერთად ყოველდღიურობად იქცა ჩვენი მხარდამჭერებისა და ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მუქარა, ზეწოლა და დაშინება.
ბოლო შემთხვევა მოხდა ხარაგაულში, სადაც პოლიციის დაახლოებით 8 თანამშრომელი შევიდა ჩვენი მხარდამჭერების სახლში, დაიწყო როგორც სახლის, ასევე ეზოს ჩხრეკა. გარდა იმისა, რომ მათ არ წარმოუდგენიათ ახსნა, განმარტება და...
პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა.
ანა დოლიძის თქმით, ეს არის ახალი ძალა, რომელიც იბრძოლებს ორპოლუსიანობის მიღმა, ქვეყანაში გამეფებული სიძულვილის დასამარცხებლად. გუნდი „ხალხისთვის“ დევიზი არის - თბილისი ყველასთვის.
ვაკეში, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ სახელით, მაჟორიტარ კანდიდატად იბრძოლებს, პარტიის სიის პირველი ნომერი ალექსანდრე რატიშვილი - ბიზნესმენი, „საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ პრეზიდენტი, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ დამფუძნებელი.
სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატია...
ბოლო 4 წლის განმავლობაში, თბილისში 70-ზე მეტი კედელი მოიხატა-მომავალშიც საინტერესო „სთრით არტის“ ნამუშევრები გველოდება მთელი ქალაქის მასშტაბით“,- ამის შესახებ დედაქლაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო წლებში აქტუალური გახდა მკაფიოდ გამოხატული ურბანული სტილის ხელოვნება „სთრით არტი“.
„თბილისში ძალიან ბევრ განხორციელებულ პროექტს ნახავთ ჩვენი ჩართულობით, რაც ძალიან კარგია. ხელოვნების ამ მიმართულებამ დროთა განმავლობაში ვანდალური და აკრძალული ქმედების სტატუს მეტ-ნაკლებად დააღწია თავი, თვითგამოხატვის...
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ მომზადებული, წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, საჯარო სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება ხშირ შემთხვევაში, გიორგი გახარიას გუნდის წევრებთან მიმართებაში ხდება.
ორგანიზაციის დირექტორმა ნინო დოლიძემ შუალედური ანგარიშის წარდგენისას კონკრეტული მაგალითები მოიყვანა და აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები თითქმის ყველა რეგიონშია.
„მაგალითად, გორში მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ფინანსურ მენეჯერს კახა ფალიაშვილს შრომითი ხელშეკრულების ვადა შეუწყვიტეს. ამ შემთხვევაში მას ვადა გასდიოდა,...
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები 23 აგვისტოს წარადგინა.
კერძოდ, როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნავს, მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები ხონში ზურაბ ჯიბუხაია, თერჯოლაში კი ზურაბ ბუცხრიკიძე იქნებიან.
ამასთან, „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატები იქნებიან: ამროლაურში - მაია კაციტაძე, ახალქალაქში - არსენ კარაპეტიანი, მარნეულში - აჰმედ იმამკულიევი, ახალციხეში-ზურაბ სადათიერაშვილი, გორში - ეთერ ჯალაღანია, ხობში - მარიამ შონია, სამტრედიაში-ჟუკიანა ფოფხაძე, თეთრიწყაროში -...
ოპოზიციის ნაწილმა ბათუმის მერობის კანდიდატად გიორგი კირთაძე დაასახელა. ის საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ 21 აგვისტოს წარუდგინა.
ამასთან, ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. მათი შემადგენლობა ასეთია: კახა ქაშიბაძე, რევაზ ხარაზი, თეკლა გავაზაშვილი, ლაშა კილაბერია, მამუკა ქობულაძე, ნატო ნაცარაშვილი, ალეკო ვარშალომიძე, ილო ჯინჭარაძე, ქეთი ლასტაკანიძე, ბაჩი მექვაბრიშვილი, ირაკლი ზოიძე, ეკა ზარია, ლევან გორგილაძე, როინ დვალი, ელიზა ეფაძე.
აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2 აგვისტოდან -22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, პარტიებიდან რეკლამაში ყველაზე მეტი გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ დახარჯა. ხარჯმა 79 893 ლარი შეადგინა. მათ შორის, პარტიამ, ყველაზე მეტი 76 209 ლარი გარე რეკლამისთვის გაიღო, ინტერნეტ-რეკლამაში 2709 ლარი გადაიხადა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 975,76 ლარი გამოყო.
შემდეგ ადგილზეა „ევროპული საქართველო“. პარტიამ 2 აგვისტოდან -22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 51 471...
პარტიამ „საქართველოსთვის“ აჭარის რეგიონში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები 25 აგვისტოს წარადგინა.
ბათუმის მერობის კანდიდატი იქნება ირაკლი მიქელაძე; შუახევი - შალვა გოგიტიძე; ხელვაჩაური - ჯუმბერ ბერიძე; ქედა - ელგუჯა ნაკაშიძე; ქობულეთი -ირაკლი ბერიძე; ხულო - გია აბულაძე.
პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის მაჟორიტარების კანდიდატები არიან: მინდია დევაძე; (აეროპორტი, გონიო, კვარიათი); დავით თავართქილაძე; (ძველი ბათუმი, რუსთაველის ქუჩის დასახლება); ბექა წუწუნავა (მახინჯაური, თამარის დასახლება, ბარცხანა, გოროდოკის...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიერ თევზჭერის ინდუსტრიის მხარდაჭერის მიზნით „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაწყებული პროგრამის მეშვეობით, 14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და დღეს არსებული მოძველებული გემების ეტაპობრივი ჩანაცვლება ხდება.
მინისტრის თქმით, საამაყოა, რომ ამ პროგრამის შედეგად, თევზსაჭერ ფლოტზე ქართული დროშა იფრიალებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მეთევზეები ქართული სეინერებით გავლენ ზღვაში და არა - უცხო ქვეყნის სეინერებით.
„ამ პროგრამით უკვე შეიქმნა...
„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ვახტანგ კალოიანი და პარტიული სიის წევრები წარადგინა.
როგორც გიგი წერეთელმა განაცხადა, კალოიანი „ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომერია და არჩევნების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარეც გახდება.
„მინდა დავასახელო ჩვენი გუნდის ლიდერი ბათუმში, ძალიან კარგი ბათუმელი, ძალიან ცნობილი ექიმი, ადამიანი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ადამიანებს ეხმარებოდა. ადამიანი, რომელიც არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორი უნდა იყოს ექიმი...
2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი 3 აგვისტოდან დაიწყო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პერიოდული განახლების რეჟიმში წარმოგიდგენთ 1 ივნისიდან გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებს.
გამოვლენილი დარღვევები და პრობლემები:
1 ივნისი - 31 აგვისტო
31 აგვისტოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 500-მე სამხედრო მოსამსახურის ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ბინა.
30 აგვისტოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 300-მდე დევნილ ოჯახს...
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფინანსური შემოწირულებების განხორციელების შესძლო ფაქტებზე გამოიების დაწყებას ითხოვს.
ორგანიზაციის მერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "22 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამხარეო ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ბიზნესმენებს დაავალეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფინანსური შემოწირულებების განხორციელება.
სიუჟეტის მიხედვით, ბიზნესმენები სუს-ის...
კოვიდვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულები უფასოდ ისარგებლებენ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით:
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა;
უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება;
კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:
ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა;
ID ბარათზე სერტიფიკატის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































