“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფინანსური შემოწირულებების განხორციელების შესძლო ფაქტებზე გამოიების დაწყებას ითხოვს.
ორგანიზაციის მერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “22 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამხარეო ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ბიზნესმენებს დაავალეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფინანსური შემოწირულებების განხორციელება.
სიუჟეტის მიხედვით, ბიზნესმენები სუს-ის მეშვეობით გუბერნიის შენობაში დაიბარეს, სადაც მათ ზემოაღნიშნულმა სამმა მაღალჩინოსანმა საწარმოს წლიური ბრუნვიდან გარკვეული ნაწილის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ შეწირვა დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესისთვის საფრთხის შექმნით დაემუქრა”.
“გაჭვირვალობაში” აცხადებენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდის მიხედვით, სადაც პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებებია განთავსებული, 2-16 აგვისტოს პერიოდში მმართველ პარტიას სამცხე-ჯავახეთიდან 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა ჯამში 714 000 ლარი შესწირა. ასეთ მოკლე დროში, ერთი გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული შემოწირულებების ეს ოდენობა საკმაოდ უჩვეულოა და შესაძლოა წარმოადგენდეს „მთავარი არხის“ სიუჟეტში მოთხრობილი ისტორიის არაპირდაპირ მტკიცებულებას.
მოვუწოდებთ:
გენერალურ პროკურატურას, სრულყოფილად და ჯეროვნად შეისწავლოს სიუჟეტში ასახული შესაძლო მძიმე და მასშტაბური დანაშაული.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, გამოიყენოს კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება, რათა შეამოწმოს ხსენებულ შემოწირულებათა კანონთან შესაბამისობა.