გურჯაანის მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ჩუთლაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობაზე კენჭს ორი კანდიდატი იყრის. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. მისი თქმით, კანდიდატი წარადგინა ორმა პარტიამ. "ქართული ოცნებიდან” კენჭს ზურა უტიაშვილი იყრის, "ნაციონალური მოძრაობიდან” კი სერგი კაკალაშვილი. რაც შეეხება საკრებულოს პარტიული სიას, მაია ჩუთლაშვილის თქმით, 12-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა წარადგინა. მისი თქმითვე, რაც შეეხება გენდერულ ბალანსს ყველა პარტიას აქვს დაცული.
video
მეეზოვეებისა და საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის გასამრჯელოს გაზრდა- ეს პირველი ინიციატივა იქნება პარტია „საქართველოსთვის“, ერთ-ერთი კანდიდატის, თუ ბათუმის საკრებულოში მოხვდება. აკაკი გვიანიძე ამბობს, რომ ამ ადამიანების შრომა,  გაცილებით მეტ ანაზღაურებას მოითხოვს ვიდრე დღევანდელი მოცემულობით არის.  ინფორმაციას TV25 ავრცელებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ პირველი რიგის აუცილებლობად,    მერიის შიდა აუდიტის გაძლიერება მიაჩნიათ. პარტიული სიიდან, რეზო ხარაზი ამბობს, რომ მუნიციპალური ორგანიზაციებისგან, ანგარიშები სისტემატურად მოისმინონ. მისი შეფასებით,...
წინა სტატია ჯანსაღი ცხოვრების წესზე დაწყებული კამპანია გადაიქცა ვიღაცების თავის მართლების კამპანიად. ახლა სადღაც უცხოეთში აპირებენ „ბანკებით“ სირბილს, როგორც ის ამბობს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ ვიხილეთ თავდასხმა სამხარაულის ეროვნულ ბიუროზე, რომელიც აქამდე არ მოფიქრებიათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსაც კი. სამხარაულის ეროვნულ ბიუროზე თავდასხმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ დაეჭირა თავის...
წინა სტატია ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-საშვის აპლიკაცია შექმნა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Covidpass.moh.gov.ge დღეს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. „პლატფორმის მეშვეობით, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. ბიზნესოპერატორები სწორედ ამ აპლიკაციით იხელმძღვანელებენ. კერძოდ, COVID-საშვით კომპანიები მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ სტატუსს შეამოწმებენ. პლატფორმით ერთი მხრივ, მომხმარებელი სასურველ სერვისს ვირუსის გავრცელებისგან დაცულ გარემოში მიიღებს. მეორე...
„ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე შესაძლოა სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციური იყოს“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. ამასთან, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, რომ სწავლა იმ სკოლებში დაიწყოს, სადაც მასწავლებელთა 80%-ია აცრილი. „ჩვენ სიფრთხილეს ვიჩენთ იმისთვის, რომ შემდგომი გართულებები და ინფექციის კიდევ უფრო გავრცელება თავიდან ავიცილოთ. სასწავლო პროცესი დისტანციური მანამდე იქნება, ვიდრე ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუმჯობესდება“, - აღნიშნა ოთარ ჩოკოშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გარდაბნის ექვსი სოფლის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობას აქტიურად აგრძელებს. პროექტის შედეგად, სოფლების - ზემო და ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრანთელეთისა და კუმისის 15 000 მოსახლე, უწყვეტი წყალმომარაგებით პირველად ისარგებლებს. აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების სისტემები დღემდე არ არსებობს, ადგილობრივები წყალს თვითნებურად მოწყობილი ჭაბურღილების მეშვეობით იღებენ. სამუშაოებით გათვალისწინებულია, წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემებისა და რეზერვუარის მოწყობა. ამ ეტაპისთვის სამუშაოების 70% შესრულებულია. პროექტის განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარის...
წინასაარჩევნოდ დადგა ვითარება, როცა „ქართული ოცნების“ მიერ გადაღებული დადგა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანა სპეცსამსახურების მიერ იმართება და ეს ყველამ იცის. „ჩვენ მგონი, არავის ეჭვი არ გვეპარება და ამ ქვეყანაში რაც დავიბადეთ, იმის...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისია (სემეკი) ელექტროენერგიის მომხმარებლებისათვის საფასურის გადახდის ვადებზე ინფორმაციას აქვეყნებს. მათი განმარტებით, გადაუხდელობის გამო, ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა დაუშვებელია უქმე დღეებში, დასვენების დღეებში – შაბათს და კვირას, აგრეთვე, უქმე დღისა და შაბათ-კვირის წინა დღეს. სემეკ-ის ცნობით, ასევე, 18:00 საათიდან 09:00 საათამდე პერიოდში, ელექტრომიმწოდებელ კომპანიას ელექტროენერგიის გათიშვის უფლება არ აქვს, თუ აბონენტის მიერ გადახდილი საფასური...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა დააანონსა. ასევე, გაეცნო ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობის მიმდინარეობას. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურა აჭარაში შენდებოდეს ყველა მუნიციპალიტეტში თანაბრად, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, სპორტის, სპორტული ინფრასტრუქტურის და სპორტული ტურიზმის განვითარებას. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქობულეთში ავაშენოთ ახალი, თანამედროვე სპორტული...
ქუთაისში "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა, გიგი წერეთელმა, გიგა ბოკერიამ და აკაკი ბობოხიძემ სამტრედიის მერობის კანდიდატი, ჟუკიანა ფოფხაძე წარადგინეს. როგორც "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ სამტრედიის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, ის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ერთგული ადამიანია. "მინდა წარგიდგინოთ ჩვენი მერობის კანდიდატი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ჟუკიანა ფოფხაძე. მე წილად მხვდა ბედნიერება, საპარლამენტო არჩევნებში ვყოფილიყავი თანამებრძოლი ქალბატონ ჟუკიანასთან ერთად. მინდა გითხრათ, რომ იშვიათად...
„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების“ ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში პარტია „ქართული ოცნების" წინააღმდეგ სოციალურ ქსელში ორგანიზებულად მოქმედებდა 20 გვერდი, ხოლო ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ 25 გვერდი. ამის შესახებ ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, ასევე გააქტიურდა რამდენიმე გვერდი, რომლებიც ორგანიზებულად მოქმედებს და მათი აქტივობის მთავარ მიზანს კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების დისკრედიტაცია წარმოადგენს. „როგორც სუბიექტების კამპანიის ფარგლებში თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში...
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებზე, ისევე როგორც სასულიერო პირებზე გავრცელებულ ინფორმაციას „მორიგი ბინძური პროვოკაცია“ უწოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ქვეყნის მთავარ ინსტიტუტებზე თავდასხმად შეაფასა. ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს კასპში, პარტიის მერობის კანდიდატის წარდგენისას გამოეხმაურა და აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის „მჩაგვრელი,...
პარტია „საქართველოსთვის” მხარდამჭერთა გუნდს მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ. მხარდამჭერთა გუნდი უზნაძის 4 ნომერში მოეწყო. გუნდის წევრების მონაწილეობით გაიმართება თემატური შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარდამჭერთა გუნდში მოქალაქეებს დარეგისტრირება უზნაძის 4-ში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეძლებათ. ასევე, შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი სპორტის სასახლის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა, რომ ეს ტერიტორია არის ნათელი მაგალითი, როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ ქალაქს. „აქაურობა გამოხატავს იმ მძიმე მემკვიდრეობას, რომელიც დატოვა უგულავას და „ნაცმოძრაობის“ მმართველობამ“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა. დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოსახლეობასთან ერთად მათი პრობლემები და საჭიროებები განიხილა. როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ქალაქისთვის იმ სივრცეების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც „ნაციონალური...
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ტყემალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნუცუბიძისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მოსახლეობას შეხვდა. როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმოს ის პროექტები, რომელიც მათ საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს. გარდა ამისა, გიორგი ტყემალაძის თქმით, ვაკის რაიონში, სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პარალელურად, უნდა შეიქმნას კიდევ უფრო მეტი სარეკრეაციო სივრცე და მოეწყოს მეტი სპორტული ინფრასტრუქტურა. გიორგი ტყემალაძის თქმით,...
ყველა შეთანხმებულ ოლქში მხარი უნდა დავუჭიროთ შეთანხმებულ კანდიდატებს, რათა არ მოხდეს ხმების დაყოფა და რაც ყველაზე მთავარია, მივაღწიოთ ჩვენს საერთო გამარჯვებას. ეს აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტიის საერთო ამოცანაა, - განაცხადა „ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციური კანდიდატის, გიორგი ნონიაშვილის წარდგენისას. „წარვადგინეთ ჩუღურეთის მოსახლეობასთან შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ნონიაშვილი 2 ნომრით. მინდა თითოეულმა ჩუღურეთელმა იცოდეს, რომ მაჟორიტარულ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ