როგორ შევადგინოთ მოქალაქეთა მონაწილეობით ადგილობრივი ბიუჯეტი და რა საკომუნიკაციო არხები გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, – ამის შესახებ ლაგოდეხში მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის, აგრეთვე, კახეთში მოქმედი მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი – “ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში” – გაიმართა.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ დეცენტრალიზაციის როლს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საქმეში, განიხილეს მონაწილეობით ბიუჯეტის ამოცანები, ფორმები, სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა...
TV25
2020 წლიდან ქედის მუნიციპალიტეტი მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამას დანერგავს. პირველ ეტაპზე პროგრამის ბიუჯეტი 300 000 ლარი იქნება. პროგრამა გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდება.
კონკრეტულად რა იგეგმება, ამის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ 25-ე არხის გადაცემაში "მაცნე" ისაუბრა.
გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 23:00 საათიდან 9 ოქტომბრის 23:00 საათამდე, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე (ლესელიძის ქუჩიდან პოლიციის შენობამდე) ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო, ვეკუას ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დაშვებული იქნება ცალმხრივად, მაისურაძის ქუჩიდან პოლიციის შენობის მიმართულებით, - აცხადებენ თბილისის მერიაში.
მათივე ცნობით, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N23 და N33 ავტობუსები ვეკუას ქუჩიდან მოძრაობას განაგრძობენ ჯერ კეცხოველის,...
წინა სტატია
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა პარლამენტის მანდატზე უარს აცხადებს. როგორც ზარქუა აღნიშნავს, მან საკრებულოში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
„პარლამენტის წევრობა არის უდიდესი პატივი და გამოწვევა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ერთი თვის წინ უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ამირჩია, გამაჩნია პასუხისმგებლობა. მივიღე გადაწყვეტილება, დავრჩე საკრებულოში და ამ ეტაპზე უარი ვთქვა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე.
მნიშვნელობა არ აქვს „ქართული ოცნების“ წევრები ვინ, სად, რა...
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია 40 ახალი მეტროს ვაგონის (მატარებლის 10 ერთეული) შესასყიდად დოკუმენტაციას ამზადებს, პარალელურად კი მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ახალი ვაგონები თანამედროვე, ევროპული სტანდარტის შესაბამისი იქნება. სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ კახა კალაძემ დღეს, 7 ოქტომბერს ფეისბუქ ლაივში ისაუბრა.
ახალი ვაგონების შესყიდვა გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო გადაწყდა. მერის თქმით, მეტროს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს საზოგადოებრივ ტრანსპორტის სხვა სახეობებს...
უკანასკნელი სამი საათის განმავლობაში A კატეგორიაში რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა 300 ერთეულით გაიზარდა. ამის შესახებ მედიას ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, დილით რეგისტრირებული იყო 5 500 მანქანა, ამ მომენტისთვის - 5 800.
როგორც ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, A კატეგორიის ტაქსებისთვის მანათობლის გაცემის პროცესი საბურთალოს ფილიალშიც დაიწყება.
„ხედავთ დღეს დილიდან უკვე დაწყებულია ტაქსის მანათობლების დარიგების პროცესი. ეს რეფორმის მეორე ეტაპია. გვყავს ორი კატეგორიის ტაქსები....
წინა სტატია
მარტვილის N2 საბავშვო ბაღში წყალში, ყველსა და რძის პროდუქტებში მიკრობიოლოგიური დარღვევა აღმოჩნდა. ამის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„წყლის შემთხვევაში დაფიქსირდა წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამობა, კონკრეტულად მიკრობიოლოგოური დარღვევა. ასევე დაფიქსირდა მიკრობიოლოგიური დარღვევები ყველში, რძის პროდუქტებში, – აცხადებს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა შველიძე.
მისი განმარტებით, რეაგირების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია წყალში არსებული დარღვევების შესახებ უკვე მიაწოდა, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე წყალმომარაგების კომპანიას.
ამ...
მალე, შუახევის მუნიციპალიტეტში, ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულისა და სოფელ ბრილის მოსახლეობა ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
როგორც შუახევის მერიაში აცხადებენ, ჭვანის ცენტრის კეთილმოწყობა ითვალისწინებს: პროექტის ფარგლებში ჭვანის ადმინისტრაციულ ცენტრში ადმინისტრაციული შენობის გარე ფასადი გარემონტდება, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა, დაიგება ფილები, გზასთან ახლოს გაკეთდება საყრდენი კედელი და მოაჯირი, მოეწყობა სკვერი, დაიდგმება დეკორატიული სკამები და დამონტაჟდება გარე განათება.
სამუშაოებს შპს "ემემტე“...
ქობულეთის მუნიციპალიტეტში განახლება-ზედა ახალშენის საავტომობილო გზაზე 1,05 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 3 675 კვ.მ ასფალტობეტონის საფარი და 750 გრძ.მ. სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. სამუშაოები შპს „პალადა“-მ შეასრულა. პროექტის ღირებულება 390 990 ლარს შეადგენს.
ამასთან, სოფელ ქობულეთი-სკურდას ხეობის საავტომობილო გზაზე 900 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა 4...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამ სოფელში მინიმოედნის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სოფელ ორთაშენში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის მოწყობის სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 180 ლარია გათვალისწინებული. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
ასევე, მინიმოედანი მოეწყობა სოფელ ფხვენისში. სამუშაოებისთვის 69 000 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს.
გარდა ამისა, ტენდერია...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
ამბროლაურის მერიის ცნობით, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 410 398 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდგომ სამი სოფლის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ცენტრთან დაკავშირებას კომფორტულად და უსაფრთხოდ შეძლებს.
ასევე დასრულების ფაზაშია ამბროლაურში, გურგენიძის ქუჩის მოასფალტებაც. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 665 777 ლარს შეადგენს.
აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის შედეგად, დამთვალიერებლები ე.წ. "სიყვარულის ჩანჩქერთან",...
მიმდინარე წლის ცხრა თვეში (იანვარი-სექტემბერი) ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული 258 ტენდერიდან 87 არ შედგა ან უარყოფითი შედეგით დასრულდა. ამ მონაცემებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს ხუთით უსწრებს. წლიდან წლამდე კი ჩაშლილი ტენდერების რაოდენობა კლების ნაცვლად იმატებს, - ნათქვამია "ქუთაისი პოსტის" მიერ მომზადებულ სტატიაში.
ქუთაისის მერიაში მთავარ პრობლემად შემსრულებელი კომპანიების სიმცირეს და არასათანადო გამოცდილებას ასახელებენ, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია...
სოფელ ლაშეში საუბნო გზების რეაბილიტაცია (მანჯავიძეები, მაჭავარიანები, ცისკაძეები) დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში ბეტონის სფარი მაჭავარიანების უბანში - 300 მეტრზე, მანჯავიძეების უბანში - 580 მეტრზე, ხოლო ცისკაძეების უბანში 330 მეტრზე მოეწყო.
ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, ლაშეში საუბნო გზების რეაბილიტაცია 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებელმა კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც სახელშეკრულებო ვადების დარღვევიდან გამომდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, დღეს, სანქციების თანხლებით ახორციელებს.
ხარაგაულის...
თერჯოლის სოფელ გოგნში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მერმა ბონდო სოფრომაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძემ საზეიმო ვითარებაში გაჭრეს წითელი ლენტი და დიდი ხნის ოცნების ასრულება მიულოცეს ადგილობრივებს.
„სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოგვარდა პრობლემა, რაც წლების მანძილზე აწუხებდა გოგნის მოსახლეობას. დღეს 18-მა აღსაზრდელმა შეაღო თანამედროვე სტანდარტების ბაღის კარები, სადაც ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ჩვენი პატარები ღირსეულად აღიზარდონ....
პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის გათვალისწინებით, პარლამენტში ვანო ზარდიაშვილი ირაკლი ზარქუამ უნდა შეცვალოს.
ირაკლი ზარქუა ამჟამად თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრია, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 51-ე ნომერია.
აღსანიშნავია, რომ ზარქუა „ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოში წარმოადგენს და მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული დატოვებს თუ არა საკრებულოს დეპუტატის მანდატს. ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის ერთ-ერთ მოადგილეა.
იმ შემთხვევაში თუ ზარქუა საკრებულოში დარჩება, ვანო ზარდიაშვილს პარლამენტში სიით მომდევნო -...
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლითაც 2 000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. როგორც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ქვედა და ზედა საქარის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას უტარდება.
მათივე ინფორმაციით, პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 239 179 ლარია.
"ქვედა საქარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია თავისი მასშტაბებით მნიშვნელოვანი პროექტია. აღნიშნული გზის მონაკვეთი ორ სოფელს, ქვედა და ზედა საქარას აკავშირებს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































