გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამ სოფელში მინიმოედნის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სოფელ ორთაშენში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის მოწყობის სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 180 ლარია გათვალისწინებული. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
ასევე, მინიმოედანი მოეწყობა სოფელ ფხვენისში. სამუშაოებისთვის 69 000 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს.
გარდა ამისა, ტენდერია გამოცხადებული სოფელ გუგუტიანთკარში მინისტადიონი მოსაწყობად. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 53 210 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 14 ოქტომბერს დაიწყება.
საერთო ჯამში, სამი სტადიონის მოსაწყობად 190 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.