ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყოფილ შენობაში თვითნებურად შესახლებულები აქციას მართავენ. ისინი ფართების დაკანონებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მაღალმთიანი აჭარიდან ეკომიგრანტები არიან და სხვა საცხოვრებელი არ აქვთ. მათი თქმით, შენობაში სულ 21 ოჯახი ცხოვრობს.
"აჭარის მთავრობასა და ბათუმის მერიას შენობის დაკანონების მოთხოვნით რამდენჯერმე მივმართეთ, თუმცა გვითხრეს, რომ ჩვენ არ გვეხებაო და იმ მუნიციპალიტეტებში დაბრუნდით, სადაც თავდაპირველად ცხოვრობდითო. ჩვენ არ...
ჩუღურეთის რაიონში, მარჯანიშვილის N4-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ერთდროულად, სამი სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები დასრულდა.
გამგეობის ცნობით, სამუშაოები ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, შპს "დგარი-მ" შეასრულა და პროექტის ღირებულება 21 000 ლარია.
"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს, ხოლო მოსახლეობა ამხანაგობის ანგარიშზე თანხის 10% აგროვებს და საერთო სარგებლობისთვის იყენებს. აღნიშნული მისამართის ამხანაგობის წევრებმა, საკუთარ ანგარიშზე არსებული თანხით ეზოს...
ბაკურიანში კეთდება აბსოლუტურად ახალი მოდელის საბაგიროები, ეს არის 6-ადგილიანი სავარძლის ტიპის საბაგირო, საათში საბაგიროს გამტარუნარიანობა 1600 კაცია. ეს რიცხვი მომავალში საჭიროების მიხედვით გაიზრდება. აქამდე ბაკურიანში პრაქტიკულად არც ერთი საბაგირო არ იყო ამ მოცულობებზე გათვლილი,“ - მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თამაზ გამცემლიძე ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად „კომერსანტთან“ ზამთრის კურორტებზე დაგეგმილ და მიმდინარე სამუშაოებზე საუბრობს.
თამაზ გამცემლიძის თქმით, ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები...
დიდ დიღომში, ბრწყინვალეს ქუჩის N1 კორპუსის მიმდებარედ, 600 კვ.მ ფართობზე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახეობის ფიტნეს ტრენაჟორები დამონტაჟდა, - აცხადებენ საბურთალოს რაიონის გამგეობაში.
მათივე ცნობით, მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსებულ თითოეულ სპორტულ ინვენტარზე დამონტაჟებულია ინსტრუქცია და QR კოდი მეშვეობით შესაძლებელია ვარჯიშის ვიდეოინსტრუქციის ნახვა. გარდა ამისა, სპორტულ ინვენტარს აქვს აპლიკაცია, როგორც ანდროიდის, ისე ios-ისთვის, რომლითაც შესაძლებელია ვარჯიშების აწყობა და აჩვენებს, თუ...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები სოფელში არსებულ პრობლემებს და ხელისუფლების უყურადღებობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, სოფლის სამკილომეტრიანი მონაკვეთი დაზიანებულია და მათ გადაადგილების პრობლემა აქვთ. როგორც მოსახლეობა განმარტავს, გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა დაპირება არ შესრულდა.
„დასახლებას გზა არ აქვს, ავტობუსი არ დადის. სასწრაფო დახმარების მანქანა დაგვიანებით მოდის. ამასთან, ბავშვებს სტადიონიც კი არ აქვთ. ვითხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება და გზა მაინც შეაკეთონ, რომ ქალაქამდე...
ქვეშეთი-კობის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის დასაფინანსებლად აზიის განვითარების ბანკი (ADB ) 415 მილიონი დოლარის ოდენობის ეკვივალენტს ევროში სესხს გამოყოფს. სესხის ხანგრძლივობა 26 წელია. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
ADB-ის გარდა, პროექტი EBRD-ისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 558.6 მილიონ დოლარს შეადგენს; აქედან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს 60 მმილიონ დოლარს ეკვივალენტს ევროში, ხოლო დანარჩენი, 90 მილიონი დოლარი...
თბილისობა 2019 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 923 550 ლარი დაიხარჯა. უწყებამ ამ თანხის ფარგლებში ყველა მომსახურება ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით შეიძინა. ამის შესახებ ონ.გე წერს.
"ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს. ამასთან, ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად, იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც თავის მხრივ, დროში შეზღუდვას იწვევს", — ასე განმარტა მერიამ მომსახურების ტენდერის გარეშე შეძენა.
თბილისობა 2019 განახლებულ ორბელიანის მოედანზე,...
ახალციხის მერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება. ზაზა მელიქიძის თქმით, ის მზადაა ნებისმიერ კითხვას უპასუხოს. ინფორმაციას მეცხრე არხი ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის პირველი პირი ამბობს, რომ ანტიკორუფციული სააგენტო საქმის დოკუმენტებსაც სწავლობს და გამოკითხვებსაც ატარებს.
„მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ყველა კითხვას ვუპასუხო, რადგან აქ დანაშაული არ არის. დოკუმენტებსაც სწავლობენ და გამოკითხვებიც მიმდინარეობს. თქვენ ამ ბოლოსაც გააჟღერეთ, რომ თითქოს ჩვენ წილები არ გვაქვს...
ხარაგაულის საკრებულოს წევრებმა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ გაწეეული საქმიანობის უარყოფითად შეფასების მიზეზად საკრებულოსთან არაკოორდინირებული მუშაობა დაასახელეს.
"ხარაგაულში ფინანსური კუთხით პრობლემებია. კომისიას გააჩნია დასაბუთებული შენიშვნები, რომელიც აღნიშნული სამსახურის მიერ ბევრ შემთხვევაში უგულებელყოფილია,"-განაცხადა სხდომაზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ვარლამ ჭიპაშვილმა.
კენჭისყრაში სულ 26 დეპუტატი მონაწილეობდა. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს დადებითი შეფასება მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, ფრაქცია "შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ ინგა მაღრაძემ მისცა. ხუთმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი...
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც 20 ბავშვია რეგისტრირებული, დროებით დახურულია. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი აღნიშნავს, რომ შენობის რეაბილიტაცია ამ დრომდე ვერ დაიწყო, რადგან ტენდერი ორჯერ ჩაიშალა.
ზაზა ზაუტაშვილის განმარტებით, ბაღის მოსწავლეები საბუესა და გრემის საბავშვო ბაღებში არიან გადანაწილებულები.
“ტენდერი რამდენიმეჯერ ჩაიშალა, რის გამოც ალმატის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია...
ადიგენში, სოფელ ფარეხაში, სადაც სამი ოჯახი ცხოვრობს, ელექტროენერგია არასდროს ჰქონიათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ საკითხზე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არაერთხელ იყვნენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ელექტროენერგიის არქონის პრობლემით, სოფელ ფარეხას მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ხშირად საუბრობს. აქ მცხოვრებლები ბოლოს სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში სექტემბერში იყვნენ.
„გუბერნატორთან ვიყავით, უკვე სამი წელია გვპირდებიან დავდგამთ მზის კოლექტორებსო. ასეთი პასუხი გაგვცეს - ადიგენის და ახალციხის მერებმა ერთად უნდა...
რუსთავის მერია და რუსთავის ინოვაციების ჰაბი, გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, უცხოელი და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, პლასტმასის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების ციკლის დანერგვისთვის, საპილოტე პროექტს ახორციელებენ.
როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტის "მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის“ ფარგლებში, რუსთავის ინოვაციების ჰაბმა, მერიამ და გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP) ქალაქის სკოლებსა და საბავშვო ბაღებს პლასტმასის ნარჩენების შეგროვებისთვის საჭირო 60 კონტეინერი გადასცეს.
მათივე ინფორმაციით, კონტეინერების გადაცემის პროცესს,...
იუნესკომ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა. ამის შესახებ იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მსოფლიო წიგნის დედაქალაქის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს. კომიტეტის სხდომა შვეიცარიაში 2019 წლის ივნისში გაიმართა. პროგრამის სლოგანია – „და შენი შემდეგი წიგნი არის..?“.
იუნესკოს ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობას. პროგრამის ფარგლებში, მოეწყობა ბიბლიოთეკები, გაიმართება წიგნების ფესტივალი ბავშვებისთვის, წარმოდგენილი იქნება ციფრული პროექტები...
ოკუპირებულ ცხინვალში ერთ-ერთ ქუჩას პუტინის სახელი უწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებენ.
მათი ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სახელი მოსკოვის ქუჩას დაერქმევა.
„ცხინვალის ყველაზე ლამაზი ქუჩა რუსეთის პრეზიდენტის სახელობის იქნება. ეს გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს, რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მიიღო, სამხრეთ ოსეთის ხალხის მხარდაჭერისთვის უდიდესი მადლიერების ნიშნად“, – აცხადებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
ეს უკვე მეორე ქუჩაა ცხინვალში, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა პუტინის...
სტატიის გაგრძელება
რეგიონში უპრეცენდენტო ინფრასტრუქტურული პროექტის, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი, ევროპაში ერთერთი ურთულესია საინჟინრო თვალსაზრისით, ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა.
ამ დროისთვის, აქტიური სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. ხევი-უბისას მონაკვეთზე, სამობილიზაციო სამუშაოების 75%-ზე მეტი დასრულებულია და ...
აბაშის მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიები შენდება. ამბულატორიების მშენებლობები სექტემბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამბულატორიები საჭირო ტექნიკითა და შშმ პირთათვის განკუთვნილი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება. ამასთან, შესაძლებელი იქნება მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით განხორციელდეს.
ამბულატორიების მშენებლობები სექტემბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.
„პროექტი აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ჯამში 1 000 000 ლარით ფინანსდება.
ნორიოს, ნაესაკოვოს, მარნისა და ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს.
]„ოსო“, სუჯუნის, კეთილარის, ონტოფოსა და გეზათის ადმინისტრაციულ ერთეულებში შ.პ.ს. „ჯი ემი. G-M”, სამიქაოსა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































