თბილისობა 2019 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 923 550 ლარი დაიხარჯა. უწყებამ ამ თანხის ფარგლებში ყველა მომსახურება ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით შეიძინა. ამის შესახებ ონ.გე წერს.
“ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს. ამასთან, ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად, იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც თავის მხრივ, დროში შეზღუდვას იწვევს”, — ასე განმარტა მერიამ მომსახურების ტენდერის გარეშე შეძენა.
თბილისობა 2019 განახლებულ ორბელიანის მოედანზე, ლეღვთახევსა და ევროპის მოედანზე 5 და 6 ოქტომბერს გაიმართა.