ონის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი თემაზე - "შემოდგომის რაჭა" ფოტოკონკურსს აცხადებს. მათივე ცნობით, ორი ფოტოს ავტორი, რომლებიც ყველაზე მეტ მოწონებას დააგროვებენ  დასაჩუქრდებიან. კონკურსი 15 ოქტომბერს 15:00 საათზე დასრულდება. https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=137857594244967&id=109803800383680&__tn__=-R
ბათუმში ფრიდონ ხალვაშისა და ოპიზრების ქუჩების მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მოსახლეობის განცხადებით, ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვდნენ, თუმცა კომპენსაცია ვერ მიიღეს. ათივე თქმით, ისინი საგზაო დეპარტამენტს გულგრილობაში ადანაშაულებენ და დანაპირების შესრულებას სთხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ავტობანის მშენებლობის დაწყებამდე მათ განსახლებასა და კონპესაციას დაპირდნენ, თუმცა ამ დრომდე არანაირი პასუხი არ მიუღიათ, მშენებლობა კი დაიწყო. "მოსახლეობა უსაფრთხო ცხოვრებისა და სიცოცხლის გარანტიას...
სვანეთის შესახებ ფოტოს რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას Microsoft Windows-ის მილიონობით მომხმარებელი ნახავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. https://www.facebook.com/GeorgianNationalTourismAdministration/photos/a.160971357286188/2445138568869444/?type=3&theater
წინა სტატია დაბა სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების საპროექტო მომსახურების მიმწოდებლის შერჩევის მიზნით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო წინადადებების მიღება 20 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 300 000 ლარია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვებული კომპანია შეიმუშავებს დაბა სურამის გენერალური გეგმისა და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის პროექტებს, ასევე - გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას. დაბა სურამის...
ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 12-13 ოქტომბერს, პურის ფესტივალი მეორედ გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია. გარად ამისა, დამთვალიერებელი იხილავს თეატრალიზებულ წარმოდგენას და შემეცნებით ილუსტრაციებს პურის ცხობის ტრადიციების, ასევე, შემეცნებით ილუსტრაციებს ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. ამასთან, ღონისძიებაზე გამოფენილი იქნება ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები....
დიდუბის რაონში ჭიაურელის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები ნოემბრის თვეში დასრულდება. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, აღმაშენებლის ხეივნიდან ჭიაურელის ქუჩის გავლით, 1 255 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე მთავარ კოლექტორზე დაერთდება. ასევე, მოეწყობა 36 ცხაური და 14 გვერდმიმღები, გარდა ამისა, დამონტაჟდება სათვალთვალო და სანიაღვრე ჭები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ენ ეს გრუპი“ ახორციელებს. პროექტზე კი, დაახლოებით, 600...
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა. ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ წარადგინა და მანვე უპასუხა დასმულ შეკითხვებს სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით. "2020 წელს ფოთის ყველა საბავშვო ბაღი გაზიფიცირდება, ასევე, დაიწყება ქალაქის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. რაც შეეხება ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილ შენობას, მას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და საზღვაო სასწავლებელი განთავსდება....
ფოთში ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება, - აცხადებენ ფოთის მერიაში. მერიის ინფორმაციით, ფოთის ნავსადგურში გაზრდილმა ტვირთბრუნვამ, მძიმეწონიანი ავტომობილების გადაადგილების ინტენსივობამ, ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, დამატებითი პრობლემები შექმნა, დასახლებულ ტერიტორიაზე ხმაურის მატებისა და მტვრის წარმოქმნის სახით. ადგილობრივი ხელისუფლების მოსახლეობასთან შეხვედრებზე, არაერთხელ გამოიკვეთა აღნიშნული პრობლემები. "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით არაერთხელ იქნა მოწვეული ექსპერტები ხმაურისა და მტვრის დონის ნორმასთან შესაბამისობის შესწავლის მიზნით. ამასთან, ქალაქ ფოთის...
ქუთაისის მერიამ სულხან-საბას ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში ("ავანგარდის დასახლება") სკვერის მოსაწყობად 524 165 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სკვერში ძელსკამები, სათამაშო და სპორტული მოწყობილობები, ფანტანი და ველოსიპედის სადგომი დამონტაჟდება. ასევე, მიმდებარე ტერიტორია შემოისაზღვრება კედელით. სატენდერო წინადადებების მიღება 9 ოქტომბერს დაიწყო და 30 ოქტომბერს დასრულდება.
წინა სტატია თბილისის მერია მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. "მეტროში პიკის საათებში ყოველთვის იყო პრობლემა. ჩვენ, როდესაც ახალი შემადგენლობები დავამატეთ, ის შემადგენლობები, რომელიც იძლეოდა შესაძლებლობას, რომ მგზავრებს მომსახურებოდა, დავტოვეთ, მაგრამ გვაქვს ბევრი ვაგონი, რომლის გაშვება ხაზზე არ შეიძლება, რესურსი ამოწურული აქვს. პრობლემა იყო, რომ ადამიანებს ლოდინი უწევდათ 4-4,30 წუთი. მას შემდეგ,...
რატომ არის საქართველო სათხილამური თვალსაზრისით, ექსტრემის მოყვარულებისთვის საუკეთესო ადგილი, - ამ სათაურით Independent-მა თეთნულდის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ მესტიაში განლაგებული კოშკები "სამეფო კარის“ თამაშების ნაგებობებს ჰგავს. "ძველი ქვის შენობები მე-12, მე-13 საუკუნეებით თარიღდება, რაც ამ ადგილს შუასაუკუნეების ეფექტს აძლევს. მიუხედავად ამისა, სათხილამურო კურორტი საქართველოში თანამედროვეობის ავანგარდშია. თეთნულდისკენ მიმავალი ჭუჭყიანი გზა მოგზაურობის დროს კიდევ ნახევარი საათით ზრდის, მაგრამ როდესაც საბოლოოდ იქ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 11 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება. კერძოდ, 11 ოქტომბერს, მოძრაობა აიკრძალება სამხედროს ქუჩაზე, ხოლო 13 ოქტომბერს 21:00 საათიდან დაიკეტება დავით აღმაშენებლის ქუჩა, 14 ოქტომბერს კი მოძრაობა აიკრძალება მერაბ კოსტავას, მირიან მეფის და მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე. მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ კოდისწყაროში 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსბეით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.1 მილიონი ლარია. როგორც მუნიციპალური განითარების ფონდში განმარტავენ, სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანი და კეთილმოეწყობა ეზოს...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული "ქართული ოცნების“ დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა "ნიუ ჰოსპიტალში“ გაიმართა. ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გირაოს შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. ილია ჯიშკარიანის ინტერესების დამცველის მარიამ კუბლაშვილის განმარტებით, ჯიშკარიანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და იმ ემოციური ფონის გათვალისწინებით, რომელიც, შესაძლოა, სასამართლოში ყოფილიყო არსებობდა საშიშროება, რომ ჯიშკარიანი ცუდად გამხდარიყო, რის გამოც სასამართლომ სხდომის...
დღეს სასტუმრო “ბილტმორში” საქართველოს ტაქსის ფედერაციის პრეზენტაცია გაიმართება. ამასთან ერთად დაგეგმილია ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმის "აქსელის" პრეზენტაცია. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც 14:00 საათზეა დაგეგმილი, საქართველოს ტაქსების ფედერაცია, თბილისის მერიის წარმომადგენლები, ნიუ-იორკის ტაქსის ფედერაცია და საქართველოს ტრანსპორტის, გზების მუშაკთა პროფკავშირები და სხვა დაინტერესებული პირები ტაქსის რეგულაციის შესახებ იმსჯელებენ და სამოქალაქო ტრანსპორტის მართვის სტრატეგიებთან დაკავშირებით ამერიკულ გამოცდილებას გაიზიარებენ. შეხვედრის...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიი ცნობით, აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები იწყება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და კონტრაქტორი კომპანიის - შპს "ჯი პი სი-ს" წარმომადგენელმა ნუგზარ რობაქიძემ მოაწერეს. ასევე, ხელშეკრულება არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ითვალისწინებს. "ამ ეტაპზე, აბასთუმანში არსებული წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს, მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. სამუშაოები ითვალისწინებს ამორტიზებული ფოლადის მილების ახლით ჩანაცვლებას,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ