თბილისის მერია მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“მეტროში პიკის საათებში ყოველთვის იყო პრობლემა. ჩვენ, როდესაც ახალი შემადგენლობები დავამატეთ, ის შემადგენლობები, რომელიც იძლეოდა შესაძლებლობას, რომ მგზავრებს მომსახურებოდა, დავტოვეთ, მაგრამ გვაქვს ბევრი ვაგონი, რომლის გაშვება ხაზზე არ შეიძლება, რესურსი ამოწურული აქვს.
პრობლემა იყო, რომ ადამიანებს ლოდინი უწევდათ 4-4,30 წუთი. მას შემდეგ, რაც ახალი შემადგენლობები დაემატა, ჩამოსულია 3-2,30 წუთზე, თუ რაიმე შეფერხება არ აქვს. თუ პრობლემაა, ასეთ დროს ლოდინი უწევთ.
ზოგადად, მეტროს მიმართ მოთხოვნა გაზრდილია. სტატისტიკას თუ ვნახავთ, ყოველწლიურად მგზავრების რაოდენობა იზრდება. როდესაც რეფორმა დამთავრდება, დარწმუნებული ვარ, ყველა იქნება ბედნიერი განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც მოემსახურება ქალაქს. უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ახალ შესყიდვებს, დაახლოებით, 40 შემადგენლობაზე”,- განაცხადა კალაძემ.