ვაშლიჯვარში, არზაყან ემუხვარის I შესახვევის N5 კორპუსის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საბურთალოს რაიონის გამგეობის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ბავშვებისათვის სხვადასხვა სახის ატრაქციონები და ასევე, LED განათების ქსელი მოეწყო. ამასთან, განხორციელდა გამწვანების სამუშაოებიც. "დასასვენებელ სივრცეში ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა და ტერიტორია ღობით შემოისაზღვრა. სივრცის რეაბილიტაცია საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 67 915 ლარი გამოიყო", - განმარტავენ გამგეობაში.
ასპინძაში, სოფელ აწყვიტაში ველიჯნაშვილების ეზოში კლდე ჩამოიშალა, ლოდების ნაწილი სარდაფს დაეცა, ნაწილი კი საცხოვრებლის მიმდებარედ გაჩერდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ კლდის ჩამოშლის საშიშროება კიდევ არსებობს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  შემთხვევა დღეს, 15 ოქტომბერს დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა. „ერთი ლოდი სარდაფის სახურავზე დაეცა და ჩაამტვრია, მეორე კი სახლიდან ორ მეტრში ჩამოვარდა. უზარმზარი ლოდებია, იმხელა ვიბრაცია ჰქონდა მთელი სოფელი შეაზანზარა. ეს ლოდი სახლს,...
თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, თბილისის მეტროში არსებული სიტუაცია არადამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. "დღეს მეტროს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში. შესაბამისად, მეტროში არსებული სიტუაცია არადამაკმაყოფილებელია. პრობლემას წარმოადგენს, როგორც ვაგონების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ასევე, მეტროს სადგურებსა და გვირაბებში არსებული სიტუაცია. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - ესაა ძალოვანი კაბელების ცვლილება...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან და მხარის გუბერნატორთან, ჩოხატაურის მერიაში გაიმართა და მას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე, მოადგილე თომა დეკანოიძესთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე ეროვნული პარკის შექმნის მიზნებზე ისაუბრეს. უახლოეს მომავალში დაიწყება წინა საპროექტო კვლევები და მოხდება იმ ტერიტორიების იდენტიფიცირება,...
ასპინძაში, სოფელ აწყვიტაში, ველიჯნაშვილების ეზოში კლდე ჩამოიშალა, ლოდების ნაწილი სარდაფს დაეცა, ნაწილი კი საცხოვრებლის მიმდებარედ გაჩერდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ კლდის ჩამოშლის საშიშროება კიდევ არსებობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. შემთხვევა დღეს, 15 ოქტომბერს, დაახლოებით, 01:00 საათზე მოხდა. "ერთი ლოდი სარდაფის სახურავზე დაეცა და ჩაამტვრია, მეორე კი სახლიდან ორ მეტრში ჩამოვარდა. უზარმზარი ლოდებია, იმხელა ვიბრაცია ჰქონდა მთელი სოფელი შეაზანზარა. ეს ლოდი სახლს, რომ...
წინა სტატია თბილისის ზღვაში ფეკალიების ჩაშვების გამო ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა,- ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა და ვიცემერმა ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, აქტიური სამუშაოები ადგილზე მომდინარეობს და ყველა სამართალდარღვევაზე მერიას და გარემოს დაცვის სამინისტროს მკაცრი რეაგირება ექნება. "გასულ სხდომაზე თბილისის ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. სამწუხაროდ, არის კონკრეტული ადგილები, სადაც თბილისის ზღვაში ხდება ფეკალიების ჩადინება. პირდაპირ აქვს დაერთებული სანიაღვრე ქსელს. მთავრობის...
ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მთავრობას შეუძლია მოშალოს ანაკლიის მშენებლობაზე გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ ვალდებულებების შესრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისივე თქმით, ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს, დღის ბოლომდე იწურება, მთავრობის გადაწყვეტილება კი საზოგადოებისთვის ცნობილი ხვალ, 16 ოქტომბერს გახდება. "ვინაიდანკონსორციუმის მიერ დოკუმენტაციის წარდგების საბოლოო ვადა 2019 წლის 15 ოქტომბრით განისაზღვრება, ვალდებულები ვართ...
ე.წ. ოცნების ქალაქში პირველი სამი კორპუსის აშენება და ტერიტორიის კეთილმოწყობა 48 მილიონი ლარი დაჯდება - ეს იმ პროექტში წერია, რომელიც აჭარის მთავრობას, დაგვიანებით, მაგრამ უკვე ჩაბარდა. ამის შესახდებ ინფორმაციას ტელეკომპანია აჭარა ავრცელებს. ცნობისთვის, აქამდე 48 მილიონი ლარი 4 წელზე გათვლილი პროექტის ჯამურ ღირებულად სახელდებოდა, ახლა კი როგორც გაირკვა ეს თანხა მხოლოდ პირველი სამი კორპუსის ასაშენებლადაა საჭირო. პირველ ეტაპზე საცხოვრებლად მომზადებული ბინებით...
თბილისის მერიამ პარასპორტის განვითარების ცენტრისთვის სამი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სამი ადაპტირებული მიკროავტობუსის შესაძენად მერიამ, დაახლოებით, 410 ათასი ლარი გამოყო. "პარასპორტის განვითარების ცენტრის საქმიანობა მისი დაარსებიდან დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. ამ ცენტრის გახსნამ ხელი შეუწყო პარასპორტსმენთა წარმატებებს, როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ასპარეზზე და ჩვენ ასეთი არაერთი მაგალითი გვაქვს. რა თქმა...
ახალციხეში, ფარეხის ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი უკვე დასრულებულია და მასში ცვლილებები აღარ შევა. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების დაწყებას, ეს ადგილობრივ თვითმმართველობაზე დამოკიდებული აღარ არის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისათვის, ადგილობრივ დონეზე, ყველა საჭირო აქტივობა განხორციელებულია. შერჩეულია ადგილი და ძველი შენობაც, სადაც თავშესაფრის მოწყობა...
განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში სავალდებულო გავხადეთ ნარჩენების კონტეინერებისთვის ადგილების გამოყოფა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სიახლე ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის და ასევე, „თბილსერვის ჯგუფისთვის“. „ცოტა ხნის წინ ჩვენ განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, სავალდებულო გავხადეთ ნარჩენების კონტეინერებისთვის ადგილების გამოყოფა. განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება როდესაც ხდებოდა, არ იყო გათვალისწინებული, თუ სად და როგორ უნდა განთავსებულიყო ნარჩენების ურნები, ეს...
video
თბილისში, ნაძალადევის რაიონში გულრიფშის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანების შედეგად ქუჩები დაიტბორა. ინფორმაციას ტელეკომპანია იმედი ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, დილით 9-ის ნახევარზე ძლიერი ხმაური გაისმა, რის შემდეგაც წყლის მძლავრმა ნაკადმა მიმდებარე ქუჩები ჩამორეცხა. შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაზიანდა. ამ დროისთვის ადგილზე ​ GWP-ის თანამშრომლები მუშაობენ. ისინი წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებენ. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე ზურაბ ალფაიძე აცხადებს, რომ ნაძალადევის რაიონში მაგისტრალური მილის დაზიანების აღმოფხვრა...
1-ლი ნოემბრიდან, A კატეგორიის ტაქსის მძღოლები სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერს მიიღებენ, -  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მძღოლები მერიისგან მიიღებენ შეტყობინებას, თუ რომელ სერვისცენტრს მიმართონ მომსახურებისთვის. „მინდა, ერთი სიახლე შევატყობინო ტაქსის მფლობელებს, რომლებიც A კატეგორიით ჩაერთვნენ მომსახურების მიწოდებაში. პირველი ნოემბრიდან, მათ შეეძლებათ, მიიღონ ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი, რომელსაც მერია კონკურსში გამარჯვებულ კერძო კომპანიასთან ერთად...
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის კაპიტალურ რეაბილიტაციას განაგრძობს. ამჯერად, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე არსებულ 4 500კვ. მ მონაკვეთზე. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, გვიან ღამით, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. თბილისის მერის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე, „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა, დაპირებისამებრ, 16 ოქტომბრიდან აღდგება. “ჩვენ დავპირდით...
ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 ოქტომბრის 00:00 საათიდან თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ხოლო კავსაძის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შეიცვლება. „როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს კავსაძის ქუჩიდან დაუკავშირდება. გარდა ამისა, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით ბერძენიშვილის, აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მობრუნდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ - ნათქვამია თბილისის...
კახეთში, სამთაწყარო-ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოცწლიანი პაუზის შემდეგ სოფელ სამთაწყაროსა და სოფელ ფიროსმანის სავარგულები პირველად მოირწყა. „პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი სატუმბი სადგურები; სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სარწყავი სისტემის 16-კილომეტრიან მაგისტრალურ არხს და მასზე არსებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს; არხები მთლიანად გაიწმინდა ბუჩქნარისა და გრუნტის ნატანისგან; დაზიანებული რკინა-ბეტონის ფილების სანაცვლოდ მოეწყო მონოლითური არმირებული ბეტონი და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ