წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (კგბ) გაავრცელა განცხადება, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ თითქოს საქართველოს სპეცსამსახურები ე.წ. საზღვრის რეგიონში დესტაბილიცაზიის კერის შექმნას ცდილობენ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში.
"სოფელ წნელისთან განთავსებული უკანონო საგუშაგო და ქართული უსაფრთხოების ძალების მოქმედება საზღვარზე მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო საფრთხის რისკს და შესაძლოა, ღია შეიარაღებული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზიც გახდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით დროებითი სარგებლობის სანაცვლოდ, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 000 ლარი.
გამოძიება...
წინა სტატია
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა სოკოს საწარმო „თეთრი ქუდის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ქალაქის მერი „თეთრი ქუდის“ კომპოსტის საამქროში, ახალი ტექნოლოგიური ციკლის დანერგვისა და თანამედროვე დანადგარის მონტაჟის პროცესს დაესწრო.
ირაკლი ტაბაღუამ „თეთრი ქუდის“ ხელმძღვანელობისგან დაპირება მიიღო, რომ კომპოსტის საამქროში, თანამედროვე დანადგარის მონტაჟისა და ამუშავების შემდეგ, რუსთავში უსიამოვნო სუნი აღარ გავრცელდება.
საწარმოს დირექტორის რენატო გრიგორიანის განცხადებით, ტექნოლოგიური ციკლი...
ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდებულ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ივანეიშვილსა და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ ვაკის რაიონის გამგებლის ყოფილ მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
გრიგოლ ივანეიშვილს მოსამართლის გადაწყვეტილებით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რაც შეეხება თეიმურაზ ჩოჩუას, მას სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან 3 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი პირობითი მსჯავრი.
გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით ორი პირი დააკავა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი გ. და ქარელის მერის წარმომადგენელი დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან ქ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი გ. მოქალაქეს დაჰპირდა, რომ 2000...
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის ყველა შემთხვევა, უნდა გამოიძიონ. ასე გამოეხმაურა პრემიერი ჟურნალისტებთან პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას იმედინიუს ავრცელებს.
"პირველ რიგში, რასაც გავაკეთებ, დაველოდები პროკურატურის ოფიციალურ რეაგირებას ამ საკითხზე. ის თუ სიმართლეა, რაც თქვენ ბრძანეთ, არის მიუღებელი, თუმცა პროკურატურა ამ ქვეყანაში არის დამოუკიდებელი უწყება, რომელმაც უნდა გააკეთოს განმარტება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა...
წინა სტატია
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება,
პროექტი ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის, სასეირნო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები და შესასვლელში მოეწყობა სალაროსა და დაცვისთვის ჯიხურები
როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა
"სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვარში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში...
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარების მოწესრიგება დაიწყო. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რამდენიმე სავაჭრო ობიექტს მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიებზე სავაჭრო ნივთების უკანონო განთავსება აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის რადიო ავრცელებს.
ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ავეჯის მაღაზიებს თავიანთი ნივთები ქვეითად მოსიარულეებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ჰქონდათ გამოტანილი. კვების ობიექტებთანაც შეიმჩნეოდა ღია სივრცეში გამოტანილი მაგიდა და სკამები, სადაც ასევე ქვეითებს ყოველდღიურად უწევთ გადაადგილება. როგორც რადიო "მარნეულთან" საუბარში მერის...
მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა, 20 ოქტომბერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის დახმარებას სთავაზობს ადამიანებს, რომელთა უფლებებიც ირღვევა. თუ რის საფუძველზე სთავაზობს მოქალაქეებს დახმრებას ამის გასარკვევად მასთან "რადიო მარნეულმა" სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა. როგორც აბაზოვი ამბობს, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა არ იციან ამა თუ იმ საკითხზე რომელ უწყებას უნდა მიმართონ.
"დახმარებაში ის ვიგულისხმე, რომ თუ კი მოსახლეობის მიმართ არაკანონიერი...
მარანი, რომელიც ისტორიული ციხე-ქალაქის აღმოსავლეთ მხარეს შენდება, იმ სახლების ანალოგია, რომელიც სოფელ უფლისციხეში გასული საუკუნის 70-იან წლებამდე არსებობდა.
გორის სოფელი უფლისციხე (ძველი დასახლება) აღარ არსებობს და ის ნასოფლარია. ამ სოფელში მცხოვრებნი, მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო, 1960-იანი წლებში, მეზობელ სოფელ ქვახვრელში გადაასახლეს. თუმცა, ძველი ოდა სახლები 2000-იან წლებამდე იყო შემორჩენილი. მოუვლელობის გამო, ძველი სახლები მთლიანად დაიშალა.
გასულ 2018 წელს კი, უფლისციხის მუზეუმის დირექტორმა...
დეფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, "რაზდახანისა" და "სინაგურის" გამშვებ პუნქტებზე გამარტივებული მიმოსვლა შეწყდება. ამის შესახებ განცხადებას დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კაგებე ავრცელებს.
"კაგებეს" წარმომადგენლის ცნობით, შეზღუდვა ეხება ჯავისა და ახალგორის მოსახლეობას, რომლებიც ამ პუნქტებით სარგებლობენ და საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ხშირად გადადიან, ძირითადად, ჰუმანიტარული და საყოფაცხოვრები საკითხების მოსაგვარებლად.
,,არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პროვოცირების თავიდან ასაცილებლად და საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიღებულ იქნა...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, ასაწყობი შენობის შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა.
ასაწყობ კონტეინერს გორის მუნიციპალიტეტის მერია, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, შეიძენს და სოფელ ბერბუკში განათავსებს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 000 ლარია.
წინადადებების მიღება 1 ნოემერს მთავრდება.
გამარჯვებულმა კომპანიამ კონტეინერის მიწოდება და მონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.
ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში 20-დან 22-მდე გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და მუნიციპალიტეტის მიერ მათი საქმიანობისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსებაც,– ნათქვამია ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, 2017 წელს ქუთაისის მერიამ ა(ა)იპებისა და შპს-ების ფუნქციონირებისათვის 18 423 973.36 ლარი დახარჯა, 2018 წელს ამ ხარჯმა...
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსი დაინიშნება - ამის შესახებ ქუთაისის ვიცე მერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ტურიზმის განვითარების საკითხევბთან დაკავშირებულ დისკუსიაზე, რომელიც "ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით მოეწყო, ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ საკითხად ქუთაისსა და იმერეთში ტრანსპორტის საკითხი გადახელდა.
"2020 წლის მარტიდან ქუთაისში შემოვა ახალი მუნიციპალური ავტობუსები, შემუშავდება ახალი სვლაგეზები, მათ შორის დაინიშნება ავტობუსი აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით და პირიქით. ვმუშაობთ, გადახდის...
გურჯაანში აგრარული ბაზრის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი ბაზარი ნოემბრის ბოლოს გაიხსნება და ის თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
პროექტის მიხედვით ხორცისა და ყველის სექციები დახურულ სივრცეში განთავსდება, ბოსტნეულისთვის კი დახლები ცალკე გაკეთდება. შეგახსენებთ, რომ ბაზრის მშენებლობა 4 თვის წინ დაიწყო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოქმედი მუზეუმების პოპულარიზაციისთვის, ა(ა)იპ ,,გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების” ინიციატივით, ექსპონატების გაციფრულება და ერთ სივრცეში განთავსება მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
მუზეუმების კურატორის, ეკატერინე ბეროშვილის თქმით, მუზეუმების პოპულარიზაციისთვის ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელება, რომელიც ვიზიტორების რიცხვს გაზრდის.
მისი თქმით, გურჯაანში მუზეუმებს 2016 წელს 4 118 ვიზიტორი, 2017 წელს- 3013, 2018 წელს კი 5556 ვიზიტორი ესტუმრა.
"გურჯაანის მუნიციპალიტეტში არის 5...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































