"საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, ქვეყანაში პირველად "მესაქონლეობის ექსპო“ გაიმართება, სადაც მოქმედი 19 ფერმის ორმოცდაათამდე მეწველი ფური, დეკეული და ხბო პოდიუმზე ერთმანეთს შეეჯიბრება. ამის შესახებ იმედინიუსი წერს. "მესაქონლეობის ექსპო 2019-ის" მიზანი საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობაა. მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლისა და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია და მათი მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება აუცილებელია ქართული რძისა და ხორცის სექტორების მიმართ...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება Conti International-მა შეცვალა პროექტიდან გასვლის გადაწყვეტილება და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად რჩება, - ნათქვამია "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. https://www.facebook.com/AnakliaPort/photos/a.153753148365921/650636485344249/?type=3&theater Conti International“-ის აქციების წილი 42,18%-ს შეადგენს. Conti ჯგუფმა "ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერების“ რიგებიდან გასვლის შესახებ 2019 წლის აგვისტოში განაცხადა. ამასთან, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-ის მფლობელი ჰოლანდიური Van Oord-ი გახდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის...
„არემჯის“ 2019 წლის ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში, სოფელ ბალიჭში ახალი დასასვენებელი სკვერი მოეწყო.  კომპანია „არემჯიში" ამბობენ, რომ სამშენებლო სამუშაოების შედეგად სრულად მოსწორდა და დასუფთავდა ყოფილი კულტურის სახლის ტერიტორია, რომელიც შემოიღობა. ადგილზე მოეწყო სასეირნო ბილიკები, გარე განათება და დასასვენებელი ზონა. ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა სკვერის ტერიტორიაზე არსებულ სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს და დამხმარე შენობა-ნაგებობას. სკვერის სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივმა კომპანიამ განახორციელა. სკვერის გახსნას კომპანიის...
ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე სანიაღვრე არხს ანგრევენ, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს გაკეთდა. ადგილობრივი მერიის განმარტებით, მიზეზი სამუშაოებია, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში იგეგმება. კერძოდ, გზის სრული რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. მერიაში ამბობენ, რომ ახალმა პროექტმა მოითხოვა აღნიშნული სანიაღვრის შეცვლა, რადან არსებული არ ემთხვევა საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ სანიაღვრეს. შესაბამისად, უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, ავტობუსების სადგომი და დამხმარე შენობა-ნაგებობა აშენდება. მერიამ მშენებლობის მომსახურებაზე ტენდერი 23 ოქტომბერს გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 1 305 645 ლარია. ავტობუსების სადგომი, სოხუმის ქუჩის მე-6 შესახვევში, ყოფილი ატეკას ტერიტორიაზე განთავსდება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ 2019 წელს არაუმეტეს 200 000 ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა შეასრულოს, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 40 დღის ვადაში. მეორე ეტაპი კი, 2020 წელს უნდა...
ქუთაისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა ააიპი მადლიერების სახლი და მერიის დაქვემდებარებაში არსებული ორი შპს შეამოწმა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. სამსახურის უფროსის ზვიად  ჯავახიას თქმით, გამოვლენილ მიგნებებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაიცა, რომლის შესრულებასაც თვალს ადევნებენ. უკავშირდება თუ არა "მიგნებები" თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას, ან ფინანსურ დარღვევებს, აუდიტის სამსახურის უფროსი ამ საკითხზე არ საუბრობს. თუმცა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი არ არსებობს. "პრობლემები ზოგადად, როგორც ნებისმიერ ჯანსაღ ორგანიზაციაში...
ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას, პარტიული აქტივის დასაქმებით ხსნის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. გიგა შუშანია განმარტავს, რომ მერიაში თანამშრომლების რაოდენობა ყოველწლიურად უზრდება. "თუ არ ჩავთვლით განცხადებებს, რეალურად "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა არც არასდროს ქონია ქუთაისის მერიას, ყოველწლიურად, იზრდება პარტიული აქტივის რაოდენობა ააიპებში, მერიაში და ჯამში 25 მილიონამდე იხარჯება ხელფასებზე მხოლოდ და ოთხიათასს გადაცდა დასაქმებულთა რაოდენობა. შედარებისათვის...
ასპინძაში, სოფელ ზველში ამბობენ, რომ მელიორაციის სამსახურმა სასმელი წყლის სისტემა გააკეთა, თუმცა პლასტმასის მილებს, რითაც წყალი ადგილობრივების სახლებამდე მიიყვანეს მიწა არ დააყარეს. სოფელში შიშობენ, რომ ზამთარში მილები გაიყინება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. სოფელში არსებულ წყლის გამანაწილებლებს, პლასტმასის მილები რამდენიმე კვირის წინ დაუერთეს. „ზემოდან დაყარეს მილები, სახლამდეც არ არის მიყვანილი. ჩვენთან ძალიან მკაცრი ზამთარია. ოქტომბრის ბოლოს უკვე გაიყინება და წყლის გარეშე...
ქალაქ აბაშასა და მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ ადგილზე დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში 15 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ძველი მაგისტრალური მილსადენი ახალი ქსელით იცვლება. „აბაშისა და მიმდებარე სოფლების არსებული მაგისტრალური მილსადენი ამორტიზებულია და წლებია რეაბილიტაციას საჭიროებს. სიძველის გამო ხშირია დაზიანებები. სამუშაოები ასევე ითვალისწინებს წყლის...
სამგზავრო საბაგირო გზა „აბასთუმანი-ყანობილი“ ნოემბრიდან გაიხსნება, ამავე პერიოდში დასრულდება აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებიც. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  საბაგირო გზის რეაბილიტაციას აბასთუმანში მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები ობსერვატორიის რეაბილიტაციის პროექტის ნაწილია. „საბაგირო გზა თითქმის დასრულებულია. ობსერვატორიის რეაბილიტაცია და საბაგირო ერთობლივი პროექტია და ერთად გაიხსნება“, - აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში. აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციის პროექტი სატენდერო დოკუმენტების მიხედვით 3 422 554...
ახალქალაქში, სოფელ კორხში ადგილობრივები უნებართვო სამუშაოებს აგრძელებენ, ტაძრის დაბზარული კედლები საძირკვლამდე დაანგრიეს და ახალი ამოაშენეს. გამოძიება ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული წარმომადგენელი ელვარდი ზაზაძე სოფელ კორხში ორი კვირის წინ იმყოფებოდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, ადგილობრივები უკანონო მშენებლობას მაინც აგრძელებენ და არ ჩერდებიან. „ოთხი რიგი ჰქონდათ...
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM-ის) ცნობით, 24 ოქტომბერს, ნაშუადღევს, მათი ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელიც ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებდა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით დააკავეს. ოსური მხარე ინციდენტს „პროვოკაციად“ აფასებს. ცხინვალის წარმომადგენელი იგორ კოჩიევი აცხადებს, რომ დამკვირვებელმა „საზღვარი დაარღვია“ და ეს ქმედება „პროვოკაციულია“ აღნიშნულ ტერიტორიაზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაგეგმილი შეხვედრის წინ. სადამკვირვებლო მისია კი აცხადებს, რომ ის არეალი, სადაც მათი დამკვირვებელი დააკავეს, თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა....
გორი ჩინეთის ქალაქ იუნფუს დაუმეგობრდა, დაძმობილების დოკუმენტს ხელი ქალაქ იუნფუს მერმა ვან შენმა და გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოაწერეს. შეთანხმება სამეცნიერო, ეკუნომიკურ, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. როგორც გორის მერიაში აცხადებენ, დაძმობილების ინიციატივა ჩინეთის ქალაქ იუნფუს ხელმძღვანელობას ეკუთვნის. "ქალაქ იუნფუს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება საქართველოში ერთ-ერთი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქის დაათვალიერეს შემდეგ მიიღეს. მათ თანამშრომლობის დოკუმენტის გასაფორმებლად გორის...
გორში ბარნოვის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში. მათივე ცნობით, მერიამ ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ნაპირსამაგრი კედლის მოსაწყობად საჭირო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 4 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. შესყიდვის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს. "გარდამავალი პროექტის სატენდერო ღირებულება 1 752 020 ლარია. 92 მეტრიანი დამცავი კედლის მშენებლობისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო....
წინა სტატია საკრებულოს ბრალდებულ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სამსახურში მისვლისა და უფლებამოვალეობის შესრულების ნება პროკურატურამ არ დართო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა. კუბლაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ჯიშკარიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერეს. "ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ილია ჯიშკარიანს თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გარკვეული ვალდებულებები, ელექტრონული ხელმოწერები აქვს განსახორციელებელი და ოფისში უნდა მივიდეს. ჩვენ თავი წინასწარ დავიზღვიეთ, რომ სასამართლოს შეზღუდვა...
თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები სოფლებში არაფორმალური განათლების ცენტრების გახსნას ითხოვენ. მათი თქმით, სკოლიდან გამოსვლის შემდეგ არ აქვთ სივრცე, სადაც შეიკრიბებიან,  შეხვედრებს დააორგანიზებენ ან მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრებენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ახალგაზრდები თვითმმართველობას სთხოვენ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში სოფლებში არაფორმალური განათლების და გასართობი სივრცეების შექმნა გაითვალისწინონ. "ახალგაზრდებს უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა გვეძლეოდეს, რომ განვვითარდეთ და ფორმალური განათლების იქითაც არაფორმალური განათლება მივიღოთ. ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ