წინა სტატია სამცხე-ჯავახეთში ახლადშექმნილი ტურისტული ა(ა)იპ-ისთვის აღმასრულებელი დირექტორი და პიარმენეჯერი ვერც მეორედ გამოცხადებულ კონკურსში შეარჩიეს. გამოცხადდება თუ არა მესამედ ვაკანსია ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ეკა ორჯონიკიძის განმარტებით, ა(ა)იპ-ის თანამშრომლების შესარჩევად გამოცხადებულ მეორე კონკურსშიც შესაბამისი კადრები ვერ შეირჩა. "ის კრიტერიუმები, რაც სჭირდება აღმასრულებელ დირექტორსა და პიარმენეჯერს ვერცერთმა კონკურსანტმა დააკმაყოფილა, ამიტომ კონკურსი ჩავარდა. ჩვენ წესდებაში გვიწერია, რომ...
სტატიის გაგრძელება ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა დასახლების ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა. საგნგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. „პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე დაზიანებულია 11 საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი, ოთახებს შორის ტიხრები და ჩამსხვრეულია მინები. ასევე, დაზიანებულია ეზოში მდგარი 1 ავტომობილი. შემთხვევის შედეგად დაშავდა 58 წლის მამაკაცი, რომელიც გადაყვანილია სტაციონარში და უტარდება შესაბამისი...
ბუნებრივი აირის მომხმარებლებისთვის რეგულაციების ამოქმედება წლის ბოლომდე გადაიდო. ახალი რეგულაციის თანახმად, თუ ობიექტზე არსებული გაზ-დანადგარის ექსპლუატაცია დაუშვებელია და მომხმარებელი უარს აცხადებს დემონტაჟზე, გაზგამანაწილებელი კომპანია ვალდებული იქნება, პოლიციას აცნობოს. ცვლილებების შესახებ მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ. რეგულაცია პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. არსებული ინფორმაციით, ფიზიკურ პირებზე პირველ ეტაპზე გაფრთხილება იქნება, იურიდიული პირები პირველივე შემთხვევაზე დაჯარიმდებიან.
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე მონაწილეთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, 2-დან 8 ნოემბრის ჩათვლით, მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ შუამთის ქუჩაზე მდებარე N117 საჯარო სკოლამდე ავტობუსის დროებითი მარშრუტი დაინიშნება, - აცხადებენ თბილისის მერიაში. მათივე ინფორმაციით, ავტობუსი 09:00 საათიდან 17:00 საათამდე იმოძრავებს და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით, 50 თეთრად მოემსახურება.
ზესტაფონში “ჯორჯიან მანგანეზის" ორგანიზებით,  მეტალურგის დღე აღინიშნა და საზეიმო თარიღის ფარგლებში არაერთი ეკოლოგიური და გასართობი აქტივობა გაიმართა.  ერთ-ერთი მათგანი "გაამწვანე მომავალია“, რომელიც ზესტაფონში 25 ათასზე მეტი ხის დარგვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. მეტალურგებს პროფესიული დღე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქალაქის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ყველაზე ხანდაზმულ ფეროელს პროფესიული დღე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მიულოცა. თანამედროვე ქართული...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის მუნიციპალიტეტში ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი ითვალისწინებდა, როგორც გზის რეაბილიტაციას, ასევე ავტოსადგომისა და ეკლესიამდე მისასვლელი ბილიკის მოწყობას. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და ღირებულებამ დაახლოებით 3.4 მილიონი ლარი შეადგინა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მოინახულა. უწყებაში აცხადებენ, რომ ზედაზნის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება...
თბილისში, შობა-ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით, „სანტას კომპლექსის“ მოწყობა იგეგმება. თბილისის მერიამ შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 258 ათასი ლარია. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ორსართულიან კონსტრუქციაში მოეწყობა თოვლის ბაბუას ოთახი, სახელოსნო, კინოჩვენების სივრცე და სანტას სამზარეულო. კომპლექსი სხვადასხვა ტიპის დეკორაციებით უნდა გაფორმდეს. კომპლექსის ექსპლუატაცია 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით იგეგმება.
წინა სტატია დღეიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერს მიიღებენ. თუ რომელ სერვისცენტრს უნდა მიმართონ მძღოლებმა მომსახურებისთვის, ამის შესახებ ისინი sms შეტყობინებას მიიღებენ. "ტაქსის მფლობელებს, რომლებიც A კატეგორიით ჩაერთვნენ მომსახურების მიწოდებაში. პირველი ნოემბრიდან, მათ შეეძლებათ, მიიღონ ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი, რომელსაც მერია კონკურსში გამარჯვებულ კერძო კომპანიასთან ერთად სთავაზობს A კატეგორიის ტაქსებს. ვაუჩერების დარიგების პირველი ეტაპისგან განსხვავებით, მძღოლებს არ დასჭირდებათ ვაუჩერის...
ახალციხის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურში ექვს პოზიციაზე ვაკანსია იყო გამოცხადებული. ახალციხის მერი ამბობს, რომ თანაშრომლების შერჩევა გაუჭირდათ, რადგან შესაბამისი კადრების ნაკლებობაა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურში ექვს პოზიციაზე სულ 70 განაცხადი შევიდა. შემდეგ ეტაპზე კი 12 მათგანი გადავიდა. როგორც ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძე ამბობს, კვალიფიციური თანამშრომლების შერჩევა პრობლემას წარმოადგენს, რადგან...
სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 37-ე პლენარულ სესიაზე რეზოლუცია „ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა როლი დევნილთა დაცვის საკითხებში“, 100 ხმით 12-ის წინააღმდეგ მიიღეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტში ასახულია საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი ცვლილებები, სადაც ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორ რეგიონში - აფხაზეთსა და ცხინვალში მიმდინარე უკანონო და განგრძობადი სამხედრო ქმედებები, რითაც უხეშად ირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები....
ავტორი ანი გუგეშაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს"ინიციატივით მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საბჭოები შეიქმნა. საბჭოების ძირითად მიზანს პრობლემების იდენტიფიცირება და შემდგომ მათი ადგილობრივ თვითმმართველობამდე მიტანა წარმოადგენს. "სამოქალაქო საბჭოები ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით შექმნილი მოქალაქეთა არაფორმალური გაერთიანებებია, რომლის მიზანიც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობითა და ჩვენი ორგანიზაციის შუამდგომლობით მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების მოგვარებაა. პროექტის ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართველობასა და აქტიურ მოქალაქეებს ერთმანეთთან ვაკავშირებთ, შემდეგ...
წინა სტატია შემდეგი სტატია ავტორი ეკატერინე ბასილაია „ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვის“ პროექტში გარდაბნის 3 გუნდია ჩართული. იდეების პრეზენტაცია 29 ოქტომბერს გაიმართა. ამ სამიდან რომელი გუნდის იდეა ჩათვალა ადგილობრივმა მოსახლეობამ ყველაზე საინტერესოდ, ეს 4 ნომბერს კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი. პროექტი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხუთ ქალაქსა და ერთ დაბაში ხორციელდება, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, იფიქრონ იმაზე, თუ რა სჭირდება მათ ქალაქებსა და იქ მცხოვრებ...
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიმდინარე წელს, შესყიდვებში არსებული ხარვეზების გამო, 3-მმა კომპანიამ უჩივლა. საჩივრების შესყიდვების ეროვნული სააგენტოს დავების საბჭომ განიხილა. 3 საჩივრიდან, 1 არ დაკმაყოფილდა, 1 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 1 კი სრულად დაკმაყოფილდა. მომჩივან კომპანიებს შორის არის შპს "ჯი-ეს-სი GSC", ასევე ინდივიდუალური მეწარმეები ვეფხვია სამხარაძე და თათია კაჭკაჭიშვილი. რიგ შემთხვევებში, სააგენტოს მოუწია შეეცვალა გადაწყვეტილებები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან დაკავშირებით. მაგალითად, სკოლამდელი დაწესებულებებისთვის სკამების შესყიდვისთვის გამოცხადებულ ტენდერში...
აჭარაში, სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით, გომარდულის განაშენიანების გეგმა და არქიტექტურული დიზაინი მომზადდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით,  პროექტი საზოგადოებას უკვე წარუდგინეს. მისი მიზანია სოფლის გადაქცევა ტურიზმის ცენტრად ოთხივე სეზონზე. გომარდულის განვითარების გეგმა და არქიტექტურული დიზანი აჭარაში სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისა და სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგიის მომზადების ფარგლებში გაკეთდა. უწყების ცნობით, ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგად, რომელიც მსოფლიოში წამყვანმა საკონსულტაციო კომპანია „პროპროჯექტმა“(PROPROJEKT) მოამზადა, რეგიონში...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლოების საჭიროებებზე რეაგირებაზე იმსჯელეს, დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში. რიგით მე-20 სხდომას კომისიის თავმჯდომარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი უძღვებოდა. სხდომაზე რამდენიმე აქტუალური საკითხი განიხილეს, მათ შორის: ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველსაყოფად ფინანსური დახმარებისა და სტუდენტების 2019-2020 აკადემიური წლის დაფინანსების საჭიროებები. „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ და ეს...
თბილისის მერია ნაძვის ხესა და განათებებში ჯამში 2.8 მილიონ ლარამდე დახარჯავს. მერია 1 250 000 ლარს გადაუხდის კომპანია IDO SRL-ს ქუჩების გასანათებელ მოწყობილობებსა და ელექტრონათურებში. მერიამ დამატებით 455 ათას ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა იგივე კომპანიას სხვა განათებებსა და ნათურებში. ნაძვის ხეში კი ბიუჯეტიდან თითქმის მილიონი ლარი დაიხარჯება - ნაძვის ხის ღირებულება 305 ათასი ევრო იქნება. ტენდერებში მხოლოდ იტალიური კომპანია IDO SRL მონაწილეობდა.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ