დღეიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერს მიიღებენ

585

წინა სტატია

დღეიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერს მიიღებენ. თუ რომელ სერვისცენტრს უნდა მიმართონ მძღოლებმა მომსახურებისთვის, ამის შესახებ ისინი sms შეტყობინებას მიიღებენ.

“ტაქსის მფლობელებს, რომლებიც A კატეგორიით ჩაერთვნენ მომსახურების მიწოდებაში. პირველი ნოემბრიდან, მათ შეეძლებათ, მიიღონ ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი, რომელსაც მერია კონკურსში გამარჯვებულ კერძო კომპანიასთან ერთად სთავაზობს A კატეგორიის ტაქსებს.

ვაუჩერების დარიგების პირველი ეტაპისგან განსხვავებით, მძღოლებს არ დასჭირდებათ ვაუჩერის მიღება რაიმე მისამართზე, ჩვენ მათ შევატყობინებთ, რომელ სერვისცენტრებში იქნება ეს მომსახურება და პირდაპირ შეძლებენ მისვლას“,-განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ავტომფლობელს, რომელიც ამ ვაუჩერით ისარგებლებს, სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მომსახურების ერთ-ერთ ქსელში 20%-იანი ფასდაკლების ბარათი გადაეცემა.

ტაქსის მფლობელები სერვისს შემდეგ მისამართებზე მიიღებენ: “ავტო სპა“- ბერი სალოსის გამზირის N31-ში, “დირსის“ კორპუსების მიმდებარედ და “ავტო შხაპი“ – შეშელიძის N68-ში.

ამასთან, თბილისის მერის თქმით. ფერის სტანდარტის დარღვევისა და ნებართვის არქონის გამო, პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.