სამცხე-ჯავახეთში ახლადშექმნილმა ტურისტულმა ა(ა)იპ-მა თანამშრომლები მეორედ გამოცხადებულ კონკურსზეც ვერ შეარჩია

1001

წინა სტატია

სამცხე-ჯავახეთში ახლადშექმნილი ტურისტული ა(ა)იპ-ისთვის აღმასრულებელი დირექტორი და პიარმენეჯერი ვერც მეორედ გამოცხადებულ კონკურსში შეარჩიეს. გამოცხადდება თუ არა მესამედ ვაკანსია ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ეკა ორჯონიკიძის განმარტებით, ა(ა)იპ-ის თანამშრომლების შესარჩევად გამოცხადებულ მეორე კონკურსშიც შესაბამისი კადრები ვერ შეირჩა.

“ის კრიტერიუმები, რაც სჭირდება აღმასრულებელ დირექტორსა და პიარმენეჯერს ვერცერთმა კონკურსანტმა დააკმაყოფილა, ამიტომ კონკურსი ჩავარდა. ჩვენ წესდებაში გვიწერია, რომ თუ კონკურსი მეორედაც ჩავარდება შეგვიძლია თანამშრომლები პირდაპირ დავნიშნოთ, თუმცა მაზე ჯერ არ გვისაუბრია და ამ ეტაპზე არ ვიცით როგორ გადავწყვეტთ“, – ამბობს ეკა ორჯონიკიძე.

მისივე თქმით, წინა კონკურსის დროს შერჩეულმა კონკურსანტმა, რომელიც ტურზმის განვითარების და პროექტების მენეჯერის პოზიციას დაიკავებს, სხვადასხვა ქვეყნებში უკვე გაიარა შესაბამისი ტრენინგები, იმისათვის რომ მუშაობას შეუდგეს.

სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 2018 წლის ნოემბერში დაფუძნდა. იგი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და UშAID/ძრდა-ს ინიციატივით ჩამოყალიბდა.