მარნეულის მერი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და საკრებულოს წევრები 6 ნოემბერს, მარნეულის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას შეხვდნენ. როგორც "რადიო მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, მოსახლეობისაგან ისეთი საკითხების შესახებ მოისმინა, როგორიცაა შიდა გზების, გარეგანათების, გაჩერებებისა და რეკრეაციული ადგილების პრობლემა. "ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ცენტრალურ ქუჩაზე ჩვენ მთლიანად შევცვლით გარეგანათებას, ასევე, იქნება ახალი გაჩერებები და შევცვლით შუქნიშნებს, ამასთან, სკვერების...
ბათუმის ბულვარში მდებარე კაფე „რვაფეხა“, იგივე „ფანტაზია“, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარგებლობის უფლებით ბათუმის ბულვარს გადასცა. სწორედ ბულვარის ადმინისტრაცია გადაწყვეტს, ზუსტად რა სახის ობიექტი განთავსდება შენობაში. ბათუმის ბულვარი იჯარის წესით გასხვისების მიზნით ელექტრონულ აუქციონს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. „ახალი ამბავია, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რა პირობებით მოხდება შენობის იჯარის წესით გაცემა. სავარაუდოდ, ის იქნება კვების ობიექტი. ზუსტ პირობებზე მუშაობა მალე დაიწყება“,...
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „მერების შეთანხმების“ ინიციატივის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტს 150 ათასი ლარის ღირებულების ტრაქტორები გადასცა. ტრაქტორებს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ნარჩენების შესაგროვებლად გამოიყენებენ, ნარჩენების შედეგად წარმოშობილ ბიომასას კი – ორი ადგილობრივი საბავშვო ბაღის გასათბობად. აღნიშნული გათბობის სისტემის შედეგად, გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხი, შემცირდება ემისიების გამოყოფა და გათბობის ხარჯები. პროექტის – „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული...
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, სვანეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის გადახდის დავალდებულება რთული იქნება – ასე პასუხობს BM.GE-სთან საუბრისას ჟორჟოლიანი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ სამომავლოდ, ელექტროენერგიის ხარჯის ამოღება სვანეთის მოსახლეობიდანაც უნდა დაიწყოს. „საწარმოების მიერ გადახდები უკვე დაწყებულია და თუ ვინმეს მოთხოვნა აქვს საწარმოებზე, სახერხი საამქროები იქნება ეს, სახელმწიფო ობიექტები, საჯარო დაწესებულებები თუ სხვა რამ, ყველგან წარმოებს...
2019 წლის 10 თვის შედეგებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებას 1 მილიარდ 480 მილიონ 100 ათასი ლარი მოახმარა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტი, 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, 73%-ზე მეტით აქვს შესრულებული. სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებების მიერ ბიუჯეტით მათთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრების 10 თვის ათვისება გადანაწილდა შემდეგნაირად: საავტომობილო გზების...
მთავრობა მიწის რეგისტრაციისას მოქალაქეების წინაშე მდგარ პრობლემებზე მსჯელობს. როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებისას ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად მიწის სისტემური და სპორადული წესით რეგისტრაციისას არსებული ხარვეზები გამოიკვეთა. მისი ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა საკითხის მოგვარების ახალი მექანიზმები, რომელსაც მთავრობის წევრებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს გააცნობს. ჯერჯერობით, უცნობია, რას ითვალისწინებს რეგისტრაციის ახალი მექანიზმები. მიუხედავად იმისა, რომ...
ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ლასურიაში მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავარიული უბანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაში, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. მდინარის ჭალა-კალაპოტში მიმდინარე აკუმულაციის შედეგად მისი კალაპოტი ხშირად იცვლის ადგილმდებარეობას, რაც ჭალის ზედა ტერასების წარეცხვას იწვევს. ნაპირის წარეცხვის, მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სოფელში შემავალი გრუნტის გზის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ნაპირსამაგრი ნაგებობა მოეწყობა. ამ დროისთვის, ქვანაყარი ბერმის მოწყობის სამუშაოები...
ფოთში, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებული 40-მდე ადამიანი გაიფიცა, ისინი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ. მათ პრეტენზია ერთ-ერთ ქვეკონტრქტორ კომპანიასთან აქვთ, რომელიც მათივე მტკიცებით, ისე გაქრა, რომ მუშებისთვის კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხდია. “უკვე რამდენი ხანია გვატყუებენ, ზოგს ოთხი, ზოგს ხუთი თვის ხელფასი არა აქვს აღებული. არაფერს არ ვითხოვთ განსაკუთრებულს, უბრალოდ გვინდა ჩვენი ნამუშევარი მივიღოთ. ყველას პრობლემები გვაქვს, ზოგს ავდმყოფი ჰყავს ოჯახში, არავინ...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბატიაშვილი პოსტიდან საკუთარი სურვილით გადადგა. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა მას განათლების რეფორმის დაწყებისთვის და განაცხადა, რომ ეს სფერო მთავრობის პრიორიტეტად კვლავ რჩება. ვინ იქნება ბატიაშვილის შემცვლელი, ამის შესახებ ცნობილი, ჯერჯერობით, არ არის.
ქუთაისში მდინარე რიონზე ახალი ტურისტული სივრცის მოწყობის იდეა გაჟღერდა. იდეის ავტორი ირაკლი გოგლიჩიძე სანაპიროსათვის ახალი დატვირთვის მიცემაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, ადგილი შეიძლება ტურისტულ ლოკაციად გადაიქცეს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. "მდინარე რიონი, რომელიც ცოცხალი ორგანიზმია ქალაქში, მთელი  სანაპირო ზოლით რატომღაც მიუწვდომელი და აუთვისებელია მისი როლი ქალაქის კულტურულ და ეკონომიკურ აქტივობებში, გამოუყენებელია ასევე მდინარის, როგორც ფსიქო-გამაჯანსაღებელი გარემოს პოტენციალი. პროექტი შეიძლება განვიხილოთ როგორც ქსელი,...
რუსთავში ისტორიული ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, სამუშაოებს შპს "ტაო-ტბელი“ შეასრულებს. პროექტს კი "ქართუ ფონდი“ აფინანსებს. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ისტორიულ ციხეზე დაწყებული სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გაეცნო. ქალაქის მერი რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს ნაზი პაჭიკაშვილსა და ადგილზე მომუშავე რესტავრატორებს გაესაუბრა. ირაკლი ტაბაღუამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად,...
დღეს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე მოაწერს ხელს იმ განკარგულებას, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობას პროექტების ნუსხა წარედგინება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.  ამ განკარგულების მიხედვით, საკრებულო ავალებს მერიას, რომ თანადაფინანსების კუთხით, გამოძებნოს შესაბამისი თანხები. პროექტები 2020 წელს რეგფონდიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდება, სადაც გარკვეულ წილს, დაახლოებით 10 %-ს გორის მერია გაიღებს. 2020 წელს გათვალისწინებული შემდეგი პროექტებია: გორში, ბარნოვის ქუჩის (გურამიშვილის ქუჩიდან...
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ქვახვრელში მაცხოვრებლებს შეხვდა. ადგილობრივების ინფორმაციით, რეგიონის პირველი პირისგან მიიღეს დაპირება, რომ წლის ბოლომდე ქვახვრელს გაზი და რკინიგზის ბაქანი ექნება. გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შიდა გზის ნაწილობრივ მოასფალტებას და სკოლის სპორტული დარბაზის რემონტსაც დაპირდა. ხოჯევანიშვილის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ დაპირებებზე გუბერნატორი ყველა შესაბამის უწყებასთან იშუამდგომლებს და ადგილობრივებს მათთვის აქტუალური საკითხების გადაჭრაში დაეხმარება.
ზუგდიდში, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში (ენგურ-ქაღალდ კომბინატი), ჯანაშიას ქუჩაზე იყიდება 46 ათას 654 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები. საწყისი საპრივატიზაციო ფასი მილიონ 200 ათასი ლარია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. მიწის მესაკუთრე სახელმწიფოა და არა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ ეს უპირობო აუქციონია. ერთადერთი, შენიშვნაში აღნიშნულია, რომ საპრივატიზებო ობიექტზე გადის დაურეგისტრირებელი (ელექტროგადამცემი ხაზი) ხაზოვანი ობიექტი....
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელოს რეგიონებში "ჭკვიანი" კამერების განთავსებას განაგრძობს. სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური კამერები ფოთში ორი ლოკაციაზე დაემატა. კერძოდ, ერთი სამეგრელოსა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან - ქ. ფოთი ჯავახიშვილის ქუჩა ფოთის პორტის შესასვლელამდე, მეორე კი ფოთის პორტის შესასვლელიდან, სამეგრელოსა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე. ამ მონაკვეთებში ნებადართული სიჩქარე 30 კმ/სთ-ია. სამინისტროს განმარტებით, კამერების...
წინა სტატია 5 მუნიციპალიტეტში დაწყებულ პროექტს – „ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“ უკვე მეორე გამარჯვებული ჰყავს - გარდაბნის მოსახლეობამ სამი ახალგაზრდული პროექტიდან უპირატესობა ქალაქში ინოვაციური გაჩერებების მოწყობას დაუჭირა. დრამატული აღმოჩნდა თავად კენჭისყრა, რომელიც მაღალი კონკურენციის ფონზე წარიმართა და გამარჯვებულმა პროექტმა მეორე ადგილზე გასულს სულ რაღაც 5 ხმით აჯობა. ახალგაზრდული იდეების შესარჩევად კენჭისყრა 4 ნოემბერს გარდაბნის კულტურის სახლში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 429 ადამიანმა მიიღო....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ