გორის ციხეზე საქართველოს ეროვნული დროშების დამონტაჟების მიზნით, მერიამ უკვე მეორე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. პირველად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა, რის გამოც ახალი დროშები ამ დრომდე არ დამონტაჟებულა. გორის მერიამ 3 დროშის დამონტაჟებისთვის 13 690 ლარი გაითვალისწინა. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მრჩეველთან ერთად, თანაშემწეც ეყოლება. ამ პოზიციაზე ალექსანდრე ყვირალაშვილი დაინიშნა. ის 2014 წლიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა და თანამდებობიდან 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაათავისუფლეს. მანამდე კი, ალექსანდრე ყვირალაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2018 წლის სექტემბერში „ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალის უფროსად დაინიშნა და ამ დრომდე აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა.
2020 წელს, ადიგენი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2 128 335 ლარს მიიღებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. როგორც ადიგენის მუნციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, 2 128 335 ლარით ორ სოფლამდე მისასვლელი გზა მოასფალტდება. ბენარის გზის რეაბილიტაციისთვის 1 289 870 ლარია განსაზღვრული, აქედან 217 312 ლარს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია დაამატებს. რაც შეეხება ხევაშენი–ნაქურდევის გზის მოასფალტებას, ამისთვის 1 269 690 ლარია გათვალისწინებული, აქედან 213 913 ლარი...
ახალციხეში, სოფელ ივლიტაში, გადასასვლელი ხიდის მშენებლობისთვის, წინასწარი კვლევის ანგარიშს საჯაროდ განიხილავენ. მოსახლეობას შეუძლია პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინოს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. სკოპინგის, იგივე წინასწარი კვლევის ანგარიშის განხილვა სოფელ ივლიტის ბიბლიოთეკაში, 14 ნოემბერს 15:00 საათზე გაიმართება. მოსახლეობა მდინარე ივლიტისხევზე (მდ. ლერწიანაზე) არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად, ახალი ხიდის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტს განიხილავს. ხიდი ახალციხე-ვალის საავტომობილო გზასთან მდებარეობს. მის...
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, პირველ ეტაპზე, შვიდი პროექტი დაფინანსდება. 4 409 036 ფონდმა გამოყო, მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება კი 232 056 ლარია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. რას მოხმარდება 4 641 092 ლარი: ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის, შალვა ახალციხელის, პაატა ნათენაძის, რუსთაველის, კოსტავასა და დიდიმამიშვილის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა - 1 372 577 ლარი; მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე...
თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია 2020 წელს რეკორდული მოცულობის თანხის - 1.3 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს. აქედან, დაახლოებით, 1.1 მილიარდი ლარი მერიის ბიუჯეტი, 65 მილიონი ევრო (215 მილიონი ლარი) კი ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ საქართველოსთვის გამყოფილი სესხი იქნება, რომლითაც მერია 200 ერთეულ ახალ ავტობუსს შეიძენს. თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ BMG-ის განუცხადა, რომ მომდევნო წელს მერიის პრიორიტეტი...
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. არსებული გზა ძირითადად გრუნტის იყო, რაც გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებდა. პროექტის ფარგლებში გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. განახლდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა კიუვეტები და გაბიონები, მდ. ძამაზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდება. ასევე დაგეგმილია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. ამ დროისთვის, მიწის სამუშაოები...
თბილისში ათასობით „ხრუშჩოვკა" გვაქვს და ჩვენ თუ წავედით იმ მიმართულებით, რომ ბიუჯეტმა დაიწყოს მათი ჩანაცვლება, არც მიზანშეწონილია, არც ხარჯების მხრივ არის ეფექტური, ვერც ბოლოში გავალთ და ვერც ბიუჯეტი გასწვდება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, საუბარია სწორი ბიზნეს მოდელის შემუშავებაზე იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში ბიზნესსექტორმა დაიწყოს "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლება და ეს არ მოხდეს მხოლოდ და...
ივერთუბნის დასახლებაში თბილისის მერია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) ერთად, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს, – ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, ივერთუბანში მცხოვრებ 600 ოჯახს წყალარინების მოწესრიგებული ქსელი ექნება. „ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელი საერთოდ არ არსებობს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ GWP-სთან ერთად, შესაბამისი პროექტი განვახორციელოთ. შედეგად, იქ მცხოვრებ 600 ოჯახს...
ქედაში საპროტესტო აქცია გაიმართა. რამდენიმე ასეულმა ფერმერმა თამბაქოს რეალიზაციის ახალი რეგულაცია გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, 21 ნოემბრიდან ყველა სახის დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა იკრძალება და სავალდებულო ხდება აქციზიც. ადგილობრივები, რომლებისთვისაც თამბაქოს მოყვანა შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, ამბობენ, რომ ახალი რეგულაციების პირობებში აზრი ეკარგება თამბაქოს მოყვანას და ეს კულტურა შეიძლება, საერთოდ გაქრეს. აქციის მონაწილეებს ქედის მერი ლევან გორგილაძე შეხვდა. „ვიზიარებ თქვენს მოთხოვნას, ვიცი, რომ ეს...
კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, საგზაო სამუშაოების დასრულების შედეგად, საგზაო მოძრაობაც აღდგება, გზატკეცილის კეთილმოწყობის სამუშაოები კი პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ამჟამად, საგზაო სამუშაოების პარალელურად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ ახლადგამოვლენილი დაზიანებული ქსელის ჩანაცვლების სამუშაოები მიმდინარეობს. „კახეთის...
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად კიდევ 45 ოჯახს გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართები თამარაშვილის N38-ში მცხოვრებ შვიდ ოჯახს, ჭიჭინაძის N12-ში მცხოვრებ სამ ოჯახს, მუხაძის ქუჩის მიმდებარედ მცხოვრებ 13 ოჯახს, გახოკიძის N8-ში მცხოვრებ ოთხ ოჯახს, გლდანის პირველ მიკრორაიონში, 3 ბ-ში მცხოვრებ 17 ოჯახს, მესამე მასივის ზემო პლატოზე,...
2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონის კენჭისყრა კიდევ ერთხელ გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ფრაქციების თავმჯდომარეებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის ლიდერებს მოუწოდა, რომ ხვალისთვის სრული მობილიზაცია მოახდინონ. ხვალ დილით "ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ დღევანდელი კენჭისყრა არ დადგეს "რისკის ქვეშ". მანამდე, კენჭისყრის კვლავ გადადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა...
"მხარს ვუჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მაგრამ დროულად - როცა დრო იქნება სწორად შერჩეული, როცა თვითმმართველობა იქნება რეალურად თვითმმართველი და იქნება ძლიერი და მას არ დასჭირდება დამატებითი რგოლი,"- საპარლამენტო სესიაზე განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებით იმუქრება. "გამოითქვა ეჭვი, თითქოს სიაში ვერ ვხვდებით და ამიტომ ვაპროტესტებთ. მე მინდა არგუმენტირებულად ვისაუბრო. 2016 წელსაც, როცა ჯერ...
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას უახლოეს დღეებში დაიწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, კუს ტბის გზაზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები უმოკლეს ვადაში დასრულდება. „კუს ტბასთან მისასვლელი გზა დღეისთვის მძიმე მდგომარეობაშია და ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ გზით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, განსაკუთრებით უქმეებზე, როდესაც დამსვენებლები იქ ოჯახებითა...
მაჟორიტარი დეპუტატი წყლის გაყვანისა და კანალიზაციის მილის მოწესრიგებისთვის არ არის არჩეული პარლამენტში, კანონები უნდა წეროს, ერთხელ მაინც გამოვიდეს რომელიმე კანონპროექტის თაობაზე მოსაზრებით, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. მისივე თქმით, ეს უნდა ისწავლოს პარლამენტის წევრმა, რადგან ეს არის ანაბანა. „უხერხულია ლაპარაკობდე არჩევიდან მესამე წელს, რომ თურმე რა ეშველება, დაიქცევიან რეგიონები და რაიონები მაჟორიტარების გარეშე, თურმე მუნიციპალიტეტები არ არსებობენ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ