კალაძე: საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად კიდევ 45 ოჯახს გადაეცემა

510

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად კიდევ 45 ოჯახს გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კერძოდ, საცხოვრებელი ფართები თამარაშვილის N38-ში მცხოვრებ შვიდ ოჯახს, ჭიჭინაძის N12-ში მცხოვრებ სამ ოჯახს, მუხაძის ქუჩის მიმდებარედ მცხოვრებ 13 ოჯახს, გახოკიძის N8-ში მცხოვრებ ოთხ ოჯახს, გლდანის პირველ მიკრორაიონში, 3 ბ-ში მცხოვრებ 17 ოჯახს, მესამე მასივის ზემო პლატოზე, N42 კორპუსში მცხოვრებ ერთ ოჯახს დაუკანონდება.

„ძალიან კარგად ვიცი თუ რამხელა სიხარული და ბედნიერებაა ეს. ჩვენ ვხვდებით ამ ადამაინებს და სიმბოლურ ფასად გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს, რასაც ისინი წლების განმავლობაში ელოდებოდნენ, ითხოვდნენ და გარკვეული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით დაწყებული პროექტი გრძელდება.