ჩხოროწყუელი გუგა მამფორია რძის მწარმოებელი უმსხვილესი ევროპული ბრენდის Arla -ს სარეკლამო რგოლში გამოჩნდა. 11 წლის ბიჭის მამის გრიგოლ მამფორიას ინფორმაციით აღნიშნულ ვიდეოში მონაწილეობის მისაღებად, ქასტინგი დაახლოებით 50-მდე ქართველმა ბავშვმა გაიარა. რადიო ათინათი ვიდეოსა და ფოტოებს ავრცელებს.
„ფეხბურთელია, დინამოელი და იმყოფებოდა თბილისში. ფაქტიურად, შემთხვევით გადაუღო ქუჩაში ფოტო ერთ-ერთმა მოქალაქემ, თიკა ჯაბანაშვილმა, რომელიც მოგვიანებით გავიცანით. ეს ფოტო თიკამ სოციალურ ქსელში განათავსა. აღმოჩნდა,...
11-12 ნოემბერს ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ ორგანიზებულ რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდა 23 ქალაქის ხელმძღვანელი პირი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათი განცხადებით, კონფერენციის ერთ-ერთ მიზანს რეგიონში არსებული პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა. ამ ასპექტში, ქუთაისის მერის მოადგილემ იმ სოციალურ პროგრამებსა...
ქუთაისის მერიამ მილიონ ლარიანი ტენდერი (190021583)გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების თანახმად, მერია ამ თანხით ზედახედველობის მომსახურეობას ყიდულობს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
ტენდერში ვკითხულობთ, რომ 2020-2021 წლების განმავლობაში ქუთაისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა, ასევე, 2019 წელში დაწყებული მრავალწლიანი სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება მოხდება.
პირობების თანახმად, საზედამხედველო კომპანიამ უნდა აწარმოოს ყოველ კონკრეტულ ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების...
თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის ფარგლებში, წინამძღვრიშვილის N1-ის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ავარიულ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ფუნდამენტური გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდება.
„წინამძღვრიშვილის ქუჩის N1-ში ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. აღნიშნულ...
წინა სტატია
საპარლამენტო უმრავლესობის რიგები ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” სამმა წევრმა – ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ – დატოვა. როგორც ისინი აცხადებენ, ამის მიზეზი პარლამენტის მიერ 14 ნოემბერს პროპორციული არჩევნების პროექტის ჩაგდება გახდა.
როგორც დეპუტატებმა “კონსერვატორების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, ისინი მხარს უჭერდნენ პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლას და შესაბამისად, “ქართული ოცნების” დანაპირების შესრულებას. დაპირების არშესრულების შემდეგ კი ისინი საკუთარ...
სააქციო საზოგადოება"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" უფლება მიეცა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში, მოქალაქე უშანგი აფციაურს მიწის ნაკვეთი იძულების წესით ჩამოართვას. ამის შესახებ ინფორმაციას მეცხრე არხი ავრცელებს.
ადგილობრივის ტერიტორიაზე "ახალციხე-ბათუმის" 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემმა ხაზმა გაიარა. პროექტის ფარგლებში მოექცა უშანგი აფციაურის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილი – 58 კვ. მეტრი. "მას მიეცა მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება საკომპენსაციო თანხის...
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ სხვილისში მცხოვრები კევლიშვილები დახმარებას ითხოვენ. დაზიანებული სახურავიდან ოთახებში წყალი ჩადის. მრავალშვილიან ოჯახს, სადაც ოთხი მცირეწლოვანია, სტაბილური შემოსავალი არ აქვს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
კევლიშვილებს სოციალური დახმარება სამი თვის წინ მოუხსნეს. ანა ინასარიძე ამბობს, რომ ოჯახში მხოლოდ მეუღლე მუშაობს, მისი ხელფასი კი საჭმლის საყიდლადაც არ ჰყოფნით.
„სტაბილური შემოსავალი არ გვაქვს. ოთხი შვილი მყავს, დიდი ექვსი წლისაა, პატარა კი...
წინა სტატია
14 ნოემბერს ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში დაზიანებული ატრაქციონი შეაკეთეს. საქანელა რომელშიც ბავშვი იჯდა, რამდენიმე დღის წინ ჩამოვარდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
საქანელა კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა "სამხრეთის კარიბჭეს" ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ შეაკეთეს. დაზიანებული რკინის კონსტრუქცია საყრდენ ბოძებზე შეადუღეს.
თამარაშვილის ქუჩაზე ატრაქციონის ჩამოვარდნის ამსახველი ვიდეო, ერთ–ერთმა მოქალაქემ გადაიღო. კადრში ჩანს, თუ როგორ ქანაობს ბავშვი საქანელაზე, შემდგომ კი ეს კონსტრუქცია ძირს...
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი 3 138 001 ლარი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სამი პროექტის ჯამური ღირებულება 3 303 158 ლარია, აქედან მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება კი 165 157 ლარი.
თანხა ასე გადანაწილდა:
ვაჩიანი – ოკამის გზის რეაბილიტაცია – 1 695 932 ლარი;
არაგვა - ზაკვი - ბუღაშენის გზა – 405 000 ლარი;
სულდა - მიასნიკიანის გზის რეაბილიტაცია –...
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 45 საზოგადოებრივი კვების ობიექტში დარღვევები გამოავლინა. მთელი ქვეყნის მასშტაბით კაფე-ბარები და რესტორნები, აგრეთვე სკოლების, საბავშვო ბაღების, ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკები შემოწმდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში 976 დოკუმენტური შემოწმება და 229 ინსპექტირება განახორციელეს.
გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 45 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მათ შორის...
საქართველოს პირველი ქარის ელექტროსადგური გაიყიდა. პრივატიზების შედეგად, ელექტროსადგური საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის "საქართველოს კაპიტალის" შემადგენლობაში არსებული კომპანია გახდა.
ობიექტის საწყისი ფასი 14.25 მილიონი დოლარი იყო. საჯარო აუქციონი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ გამოაცხადეს.
„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ წარმოადგენს საქართველოში განხორციელებული ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტს, რომლის წლიური საპროგნოზო გამომუშავებული ენერგია 84 100 000 კვტ/სთ-ია.
ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის...
რუსთავში, კოსტავას გამზირზე შენობების ფასადების აღდგენის პარალელურად, გზის საფარის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო. საავტომობილო გზაზე კომპანია ,,რუსთავის წყალი“, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოებს აწარმოებს.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, კოსტავას გამზირზე სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და კომპანია ,,რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თემური ჯანელიძე გაეცნენ.
როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის პროცესის დასრულებისთანავე, კოსტავას გამზირზე გზის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყება, ამასთანავე მოეწყობა...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
"კონსერვატიული პარტიის" ლიდერი ზვიად ძიძიგური უმრავლესობის რიგებსა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. ამის მიზეზად ის პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას ასახელებს.
„არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ, სადაც მორალურად და პოლიტიკურად გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს იღებენ“, - განაცხადა ძიძიგურმა.
ჯერ ისევ არ არის გადაწყვეტილი, თავად "კონსერვატიული პარტია" დატოვეს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს.
"იმედი გვქონდა, მოხდებოდა ყველა პარტიისთვის შესაძლებლობის მიცემა და მრავალფეროვნების წარმოშობა,...
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრანტებმა კარვები მოიტანეს.
რამდენიმე ხნით ადრე აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ კარვების ქალაქი იქამდე არ დაიშლება, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
„დღეს რუსთაველზე გაიშლება ბანაკი, მოეწყობა კარვების ქალაქი. ჩვენ არ ვიშლებით მანამ, სანამ არ მივიღებთ იმას, რასაც შეგვპირდნენ (პროპორციულ არჩევნებს)“, — განაცხადა დიღმელაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ...
ოპოზიციური პარტიები პარლამენტთან აქციას 17 ნოემბერს გამართავენ. "გაერთინებული ოპოზიციის" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ დღეს პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქის ღირსება გათელეს ფეხქვეშ.
„ოპოზიციის წარმომადგენლებს გვქონდა თათბირი, დავილაპარაკეთ. ერთი რამ მინდა გითხრათ, ამის მოთმენა არ შეიძლება, ვინც სახლში ხართ, გამოდით, რადგან სახელმწიფოს გარდა, არაფერი დაგრჩათ და იმასაც გართმევენ. აძლევთ ამ სახელმწიფოს ოლიგარქს? გამოდით ქუჩაში, რა გინდათ ამ დროს სახლში. იმ...
"დღეს არაფერს ვიტყვი. გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო, იყო მოულოდნელი, ეს არ იყო ის გადაწვეტილება, რაზეც შევთანხმდით", – ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნება - კონსერვატორების" წევრი ნინო გოგუაძე პარლამენტის მიერ ჩაგდებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
როგორც მან განაცხადა, დარჩება თუ არა "კონსერვატორების" ფრთა საპარლამენტო უმრავლესობაში, ხვალ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































