გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ავლევში გათბობის სისტემა წლის ბოლომდე დამონტაჟდება. ამის შესახებ qartli.ge-ს სკოლის დირექტორმა ოლია ღვინიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სამუშაოების დასრულებას მაქსიმუმ ერთი კვირა დაჭირდება:
,,ხარჯთაღრიცხვა შედგენილი გვაქვს. ერთ-ერთმა კომპანიამ თანხმობა უკვე განაცხადა და უახლოეს ხანებში დაიწყებს მუშაობას" - აცხადებს დირექტორი.
სკოლამ, საკუთარი რესურსებიდან 16700 ლარი გამოყო. დირექტორი აცხადებს, რომ ახალი სისტემის დამონტაჟებამდე სკოლა შეშით გათბება:
,,შეშის მარაგი ჯერჯერობით გვაქვს. დეკემბერს და...
„თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე აცხადებს, რომ ტარიფის 20-30 თეთრით მატების გარეშე მიკროავტობუსების პარკის განახლება შეუძლებელია. ეს განცხადება, მან დღეს გამართულ სპეცილურ ბრიფინგზე გააკეთა, რომლითაც მიკროავტუბესების პარკის განახლების შესახებ თბილისის მერიის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, რეალობა შეიძლება ის დადგეს, რომ ერთ დღეს თბილისი მიკროავტობუსის გარეშე დარჩეს
„ფინანსური პრობლემების გამო 2018 წელს დაგეგმილი ამორტიზებული მიკროავტობუსების ჩანაცვლება ვერ შევძელით, შედეგად კი, ხარისხი...
იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ და ააიპ “თუშეთის განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა ზურა ბაბულაიძემ შეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ხელმოწერის ცერემონია იაპონიის საელჩოში გაიმართა. მიმდინარე წელს იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა პროექტი, რომელიც თუშეთისთვის მძიმე ტექნიკის შეძენას ითვალისწინებს.
როგორც knews.ge-ს თუშეთის განვიათრების ფონდში განუცხადეს, მძიმე ტექნიკა გამოყენებული იქნება თუშეთში გზების გასაწმენდად და ინფრასტრუქტურული სამუშაოების...
ახალციხის მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელში ამბულატორიების მშენებლობა რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 753 597 ლარია გამოყოფილი. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ამბულატორიების მშენებლობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ახალი ამბულატორიები შენდება სოფლებში: აგარაში, კლდეში, თისელში, ურაველში, ხეოთში, ღრელში, საძელში და პატარა პამაჯში. სოფელ სხვილისში კი არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ახალციხის მერიის განმარტებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით 15 მოქმედი ამბულატორიაა, სადაც...
მცხეთაში დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან ორშაბათს გამართული ჩხუბის დროს, ტელეკამერებმა გორის სპორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პურიჭამიაშვილი დააფიქსირეს. ინფორმაციას და ფოტოებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ხუნდაძის ოფისთან მოძრაობა ,,გაბედეს" წევრები აქციას მართავდნენ, რა დროსაც მათთან დეპუტატის მხარდამჭერები მივიდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გიორგი პურიჭამიაშვილი აცხადებს, რომ ის შემთხვევით აღმოჩდნა ინციდენტის ადგილზე:
"მცხეთაში ვიმყოფებოდი ერთ-ერთ სპორტსმენთან, რომელიც მცხეთის საკრებულოში მუშაობს. სწორედ, ამ...
2020 წლის გაზაფხულიდან გორსა და გორის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრაოვებს. ამ მიზნით, გორის მერიას 30 ავტობუსი გადაეცემა.
ავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით იყიდეს.
,,აქამდე მუნიციპალური ტრანსპორტი არ არსებობდა, 2020 წლიდან კი მოსახლეობას საშუალება ექნება კომფორტული ტრანსპორტითა და ხარისხიანი მომსახურებით ისარგებლოს," - აღნიშნავენ მერიაში.
სულ, შესყიდულია ISUZU-ს მარკის 38 ერთეული 8-მეტრიანი და MAN-ის მარკის 16 ერთეული 10-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ქუთაისში, ნიკეას ქუჩის #17 სპორტული სკოლის მიმდებარედ სახელმწიფო დროშის მოწყობის მიზნით მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში NAT190022000 შპს "გი-ან 2011"-მა გაიმარჯვა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა. წინადადებების მიღება უკვე დასრულდა, თუმცა ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.
სამუშაოებს ქუთაისის საკრებულოს წევრის ამირან კოპალეიშვილის ოჯახის კომპანია 48 969 ლარად შეასრულებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 49 959 ლარს შეადგენდა.
დროშის დგარის მოწყობის მიზნით...
USAID-მა აჭარის 20 საჯარო სკოლასა და პირველადი ჯანდაცვის ათ ცენტრში სველი წერტილებისა და წყლის გამფილტრავი სისტემის მოწყობა ნახევარი მილიონი დოლარით დააფინანსა. ასევე რეაბილიტაცია გაუკეთდა ჯანდაცვის პირველად ცენტრებს.
დღეს კი, შესრულებული სამუშაოები, მუხაესტატესა და ოჩხამურის საჯარო სკოლებში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
სკოლებში, სადაც სანიტარული ნორმები არ აკმაყოფილებდა მინიმალურ სტანდარტს, უახლესი თანამედროვე მოწყობილობებით აღიჭურვა, ასევე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირებისთვის....
გახშირებული პოლიტიკური დაპირისპირებები ქვეყნისთვის სახიფათო ფორმებს იღებს, - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"ბოლო პერიოდში თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საპროტესტო აქციებს „ქართული ოცნების” აქტივისტები და მხარდამჭერები უპირისპირდებიან. ზოგიერთ შემთხვევაში საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ყველა შემთხვევის დროს დაპირისპირების ადგილზე იმყოფებოდა, ზოგჯერ იქმნებოდა შთაბეჭდილება,...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ტრენაჟორების დარბაზი გაკეთდება. მერიამ ტენდერი 25 423 ლარზე გამოაცხადა. ინფორმაციას გამოცემა სპექტრი ავრცელებს.
დარბაზის მოწყობა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ფინანსდება.
დამონტაჟდება სარბენი ბილიკი, ძალოსნური, ველო და ელიპტიკური ტრენაჟორები, ტენისის მაგიდა, შტანგისა სადგამი მოწყობილობა, აგრეთვე განტელების კომპლექსი.
ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულებები 60 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.
ხულოში, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან ხმაურია.
ბოლქვაძის ოფისთან "ნაციონალური მოძრაობისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ შეძახილებით "მონა" .
აქციის მონაწილეებს ადგილზე "ქართული ოცნების" აქტივისტები ცოცხებით დახვდნენ და წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდი შეახსენეს.
მხარეები ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველებმა აქტივისტები გარეთ გამოიყვანეს. ამას მოჰყვა დაპირისპირება და სიტყვიერი შელაპარაკება.
აქციის მონაწილეების თქმით, ანზორ ბოლქვაძემ საარჩევნო სისტემაში ცვლილებას...
ვაკის პარკის დაპროექტებაში მოსახლეობაც ჩაერთვება, დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა 7 ნოემბერს შედგება
ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ პირთან საჯარო შეხვედრა შაბათს, 7 დეკემბერს, 12:00 საათზე ვაკის პარკში გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ვაკის პარკი უკვე შერჩეულმა ბრიტანულმა კომპანიამ - CBA უნდა დააპროექტოს. მისივე თქმით, პარკს თბილისისა და თბილისელებისთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს და დაპროქტების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა აუცილებელია.
დედაქალაქის მერმა მოსახლეობას და ყველა...
ოზურგეთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. "ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ბესიკ ქათამაძის განცხადებით, მას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სხდომის დატოვებას სთხოვდა.
,,მივედით სხდომაზე და დაგვხვდნენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, გვეძახდნენ ,,ნაციონალებს“. ამას აკეთებდნენ თავად ყოფილი ნაციონალები. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე ითხოვდა, დამეტოვენინა სხდომა. მათ იქაურობა თავიანთი ბოსტანი ჰგონიათ. არიან გაბოროტებულები“ , – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბესიკ ქათამაძემ.
ინციდენტის...
როდესაც ატარებ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკას, ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, ამ დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა არ არის სწორი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მერიის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ხმალაძე აცხადებს, ტარიფის ზრდა არის ისეთი ვარიანტი, რომელსაც დიდი ალბათობით, მერია არ დათანხმდება.
„საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ მიკროავტობუსების კომპანიას ნამდვილად აქვს ფინანსური პრობლემები. ეს გამოიხატება იმაში,...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ქუთაისის მერიამ ნიკეას ქუჩაზე N17 სპორტული სკოლის მიმდებარედ ნაჩუქარ დგარზე ეროვნული დროშის აღსამართად ტენდერი მეხუთედ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 49 959 ლარია.
ბოლოს, 18 ივლისს მეოთხეჯერ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
მანამდე სამი ტენდერი, წინა სამი მცდელობისთვის ისე გამოცხადდა, დროშის მოსაწყობ ტერიტორიაზე აუცილებელი პროცედურა - ნიადაგის შესწავლა მერიას გავლილი არ ჰქონდა.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიწაზე გეოლოგიური კვლევის ჩატარების საჭიროება მხოლოდ ერთი წლის...
ზუგდიდის 2019 წლია მთავარ საფინანო დოკუმენტში ცვლილებია. კერძოდ, ბიუჯეტი 1 მილიონ 650 ათასი ლარით იზრდება. ცვლილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
საფინანსო -საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული თანხა, ძირითადად, ქონების გადასახადიდან შემოვიდა, რაც მოსივე თქმით, შემდეგ საკითხებს მოხმარდება:
500 ათასი ლარი - ყინულის მოედნის დემონტაჟი და მონტაჟის სამუშაოები; 161,1 ათასი ლარი - სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































