წინა სტატია
ცუდია, რომ მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განუცხადა.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა იმ მიდგომის შეცვლა, რომლის თანახმადაც, სვანეთში მცხოვრები მოსახლეობა ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდის, ნარმანია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია შესაბამისი გადასახადი გადაიხადოს მოსახლეობამ, რადგან ამის გარეშე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არ ეძლევა შესაძლებლობა სვანეთში ინვესტირების და ქსელის შეცვლის, რაც ქსელის მზარდი დატვირთვის პირობებში...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამცხე-ჯავახეთში ხანჩალის ტბის დამბის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას ახორციელებს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, პროექტით დამბის კვეთის აღდგენა და ფერდების რკინაბეტონის ფილებით მოპირკეთებაა გათვალისწინებული.
"ჩატარებული სამუშაოები ტბის მდგრადობას და მიმდებარე ტერიტორიის შესაძლო დატბორვისგან დაცვას უზრუნველყოფს. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 284 000 ლარი. საქართველოს მელიორაციამ სამუშაოები საკუთარი ძალებით ოქტომბერში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა“,...
წინა სტატია
ბათუმის მერიის შენობაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრებმა სტიკერები წარწერით "მონები" გააკრეს. აღნიშნული სტიკერები ბათუმის მერიის ერთ-ერთმა თანამშრომლმა ჩამოხსნა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და მიმდებარე ტერიტორია მალევე დატოვა.
რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი ამ დროისათვის მერიის შენობასთან აღარ იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის დეპუტატ მუხრან ვახტანგაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მათი თქმით, მუხრან ვახტანგაძესთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით...
სტატიის გაგრძელება
ბათუმის მერიასთან ნაციონალური მოძრაობისა და გამარჯვებული საქართველოს აქტივისტები, ასევე ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები მივიდნენ და შენობაზე სტიკერებს წარწერით „მონა“ აკრავენ. ისინი შენობაში შესვლასაც ითხოვენ, თუმცა დაცვის თანამშრომლები ამის საშუალებას არ აძლევენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
შეკრებილებს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის ბიუროში შესვლას სურთ. ისინი ამბობენ, რომ დეპუტატთან საარჩევნო სისტემაზე შეკითხვები აქვთ.
ცოტა ხნის წინ სტიკერის გაკვრისას ინციდენტი დაფიქსირდა. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს...
წინა სტატია
საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის, ლუიზა ვინტონის განცხადებით, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით პირობა გაიცა და "ჩვენ ველოდებით, რომ ეს დაპირება შესრულდება". მისი თქმით, ძალადობამ შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო. ინფორმაცის იმედინიუსი ავრცელებს.
თქვა, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ყველა პარტიას მისცემს წარმოაჩინოს საკუთარი თავი. "იყო დაპირება, რომ მოხდებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება და ჩვენ ველოდებით, რომ ეს პირობა შესრულდება", - განაცხადა ვინტონმა.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ...
"ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დღეს, დილიდან 6 მარშრუტზე გავიდნენ.
კერძოდ, თბილისის მერიის ინფორმაციით: N7-ზე - სოფელი დიღომი - მეტროსადგური „დიდუბე“, N12-ზე - დიდი ლილო - მეტროსადგური „ისანი“, N19-ზე - ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონი - ზემო ფონიჭალა, N57-ზე - სამგორის ქუჩა - კრწანისის ქუჩა, N80-ზე - ორთაჭალის ქუჩა -ბარათაშვილის ქუჩა და N122-ზე - მუჯირიშვილის ქუჩა - სადგურის მოედანი.
ხვალიდან N37 სამარშრუტო ხაზზე...
პროექტ "ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მშრალ და ზაარბრიუკენის ხიდებს შორის ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობა დასრულდა.
თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში დედაენისა და 9 მარტის ბაღები ერთმანეთს საფეხმავლო გვირაბით დაუკავშირდება. ასევე, აღნიშნულ ბაღებში ახალი ხე-მცენარეები დაირგვება და ტერიტორია სრულად კეთილმოეწყობა.
"ამ ეტაპზე მშრალი ხიდის განაპირა ბურჯების, თაღის მალის ნაშენის ქვისა და აგურის წყობის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე, ბოძკინტების...
ქვემო ქართლში წელს უკვე 28 კმ გზის რეაბილიტაცია დავასრულეთ, მიმდინარეობს 75 კმ-ის კაპიტალური რემონტი, მომავალ წელს კი ვგეგმავთ 25 კმ-ის აღდგენას, - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ქვემო ქართლში საგზაო პროექტების მიმდინარეობის დათვალიერებისას განაცხადა.
სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უკვე დასრულდა პანტიანი-მანგლისის გზის რეაბილიტაცია. თბილისი (პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზა, კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას უერთდება და უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა თბილისთან....
მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია, კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. კერძოდ, აუქციონზე გამოტანილია დაბა მესტიაში არსებული 13 902 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა მითითებული, ობიექტის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროფილი სასტუმრო კომპლექსია.
ელექტრონული აუქციონის პირობების მიხედვით, საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოხდეს. ასევე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან...
“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ 10 დეპუტატთან ერთად სრულად მაჟორიტარულ გადასვლაზე საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დაარეგისტრირა.
ხუნდაძის თქმით, პროცედურის მიხედვით, საკანონმდებლო ნიციატივა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცემა, რომელიც გასცემს ფორმებს აღნიშნულ საკითხზე ხელმოწერების შესაგროვებლად:
„საარჩევნო სისტემის ცვლილება კიდევ რჩება აქტუალურ თემად, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში თანამოაზრეებთან ერთად უმრავლესობაში შევთანხმდით. ეს იყო ჩვენი კომპრომისული ვარიანტი, რომ 2020 წლის საარჩევნო სისტემას...
ოპოზიციამ გერმანული საარჩევნო მოდელის ადაპტირებული ვერსია პარლამენტში ახალი კანონპროექტის სახით დღეს, 4 დეკემბერს დაარეგისტრირა.
30-მდე ოპოზიციური პარტიის მიერ შექმნილი კანონპროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შერეული წესით ჩატარებას გულისხმობს. ოპოზიციის თქმით, ეს კანონპროექტი კონსტიტუციას სრულად შეესაბამება.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობს ხმების პროპორციულ განაწილებასაც და მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებსაც.
„ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შევიტანეთ კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ე.წ. გერმანულ მოდელს. ეს...
საქართველოში სამუშაოს შესრულებისას წელიწადნახევრის განმავლობაში (2018 წელი და 2019 წლის იანვარი-ივნისი) 84 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ შსს-დან გამოითხოვა.
უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში, სამუშაოს შესრულებისას 270 ადამიანი დაშავდა.
შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წელს სამუშაოს შესრულებისას 59 პირი გარდაიცვალა და 199 დაშავდა.
2019 წლის 6 თვეში სამუშაოს შესრულებისას დაშავებულ პირთა რაოდენობა 71-ია, ამავე...
აჭარაში, კურორტ „გოდერძიდან“ მწვანე ტბამდე მისვლა რეაბილიტირებული საავტომობოლო გზით არის შესაძლებელი
კურორტ „გოდერძიდან“ მწვანე ტბამდე მისვლა უკვე ახალი რეაბილიტირებული საავტომობილო გზით არის შესაძლებელი.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი გზის 6500 მეტრ მონაკვეთზე განხორციელდა და ის კურორტ „გოდერძს“ ასევე დიდაჭარის იაილასაც აკავშირებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა მოეწყო და სამი ახალი ხიდი აშენდა. სამუშაო პროცესში 50 ადამიანი დასაქმდა. პროექტი აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 6 320 570 ლარით დაფინანსდა.
როგორც აჭარის მთავრობის...
2019 წლის 11 თვის შედეგებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 1 მილიარდ 670 მილიონი ლარი მოახმარა. აღნიშნულ ინფორმაციას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ 667 მილიონი ლარით ანუ 67%-ით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა.
„11 თვის ბიუჯეტის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამინისტროს, არსებობის განმავლობაში, 2017 წელს ჰქონდა (1 მილიარდ 141...
პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების 100 წლისთავთან დაკავშირებით, 12 დეკემბერს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ზუგდიდში სპეციალური გამოფენას, მცირე ლექციას – “ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილება საუკუნის წინ” და ფილმის – “ინიციატივა არ ისჯება” ჩვენებას გამართავს. გამოფენა სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში 14:00 საათზე გაიხსნება.
2018 წელს პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობების შექმნიდან 100 წელი გავიდა, 100 წლის წინ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიქმნა...
გორის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, რომელიც მდინარე ტანას ხეობის მთიან ზოლზე მდებარეობს, მზის ელექტროსისტემებს ამონტაჟებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
საყავრე, წითელწყარო, ტამი, ხანდისი, გაიჩაანთ უბანი, იფნარა, ფიცესი, ველები, დრე, დიდი ჭვარები, ოჭიორა, ლული, ჭანჭახა, საჯიანი, მღებრიანი - ეს ის სოფლებია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.
აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები 32 ოჯახიდან, 6 უკვე სარგებლობს მზის ელექტროსისტემის საშუალებით მიღბული ელექტროენერგიით.
მისი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































