წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
დღეს, 9 დეკემბერს ერთი თვე შესრულდა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებიდან.
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ხელისუფლებას უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, კვირის ბოლოს რადიკალურ ზომებს მიმართონ. ამის შესახებ ექიმის ცოლმა, თამილა ლაფანაშვილმა თბილისში, დღეს გამართილ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თამილა ლაფანაშვილმა ისაუბრა, ჯერჯერობით, უშედეგო ზომებზე, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო...
ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის საზეიმოდ გახსნა 25 დეკემბერს იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საახალწლო განათებების მონტაჟის დათვალიერებისას განაცხადა.
გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, თბილისი 2019 წელს ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება. მათივე ცნობით, შპს "თბილსერვის ჯგუფმა’’ დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში 8 დეკმებერს საახალწლო ილუმინაციებისა და კონსტრუქციების მონტაჟი დაიწყო.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ საახალწლო განწყობა. მონტაჟდება ახალი განათებები და...
კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ.
"ავტობუსები - N37, N43 და N71 და მიკროავტობუსები, რომლებიც ლეხ კაჩინსკისა და კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებითი მარშრუტებით სარგებლობდნენ, დადგენილ სქემას დაუბრუნდნენ და ისევ ჩვეული სქემით მოძრაობენ", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2019 წლის 9 დეკემბრიდან საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით შიდა ქართლის რეგიონში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის სექციები შემდეგ მონაკვეთებზე ამოქმედდება:
1. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-80 კილომეტრიდან (გორის გადასახვევი, მიმართულება ხაშური) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 81-ე კილომეტრამდე (ბერბუკის ხიდი, მიმართულება ხაშური), ნებადართული სიჩქარეა 110 კმ/სთ;
2. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 81-ე...
დააახლოებით 45 წუთის განმავლობაში მეტროს მოძრაობა შეფერხებული იყო, - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს.
„შეფერხება მეტროს სადგურ „გურამიშვილზე“ იყო და ამიტომ მატარებლები მოძრაობდნენ ზონალურად, „ვარკეთილიდან“ „დიდუბემდე“ და „დიდუბიდან“ „ვარკეთილამდე“. ეს არ იყო არც ელექტროსისტემის ხარვეზი და არც მატარებლის დაზიანება. საქმე გვქონდა გარკვეულ ტექნიკურ ხარვეზთან. ამ წუთისთვის ეს ხარვეზი აღმოფხვრილია და მოძრაობა სრულად აღდგა“, - განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ზუგდიდისა და კასოლა დი ნაპოლის მერები მრავალმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ზუგდიდის მერი კასოლა დი ნაპოლის მერთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულებებს ესტუმრა.
როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, მხარეები შეთანხმდენ გაცვლითი პროგრამების შექმნაზე და ისაუბრეს ახალგაზრდების დაახლოვების მნიშვნელობაზე, მათი სხვადასხვა პროექტებში ჩართვის გზით.
ზუგდიდის მერი ახალგაზრდებს ზუგდიდსა და საქართველოზე ესაუბრა და მათ...
კარგი ამბავი ხდება რაჭაში, ამბროლაურში, სადაც ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა უფასო კინოკლუბი მოაწყო. ოთხშაბათი კინოს დღეა - ამ ერთგვარი სლოგანით პირველი ფილმი უკვე გავიდა და დაანონსებულია, რომ ყოველ ოთხშაბათს ადგილობრივები ზამთრის ცივ დღეებში შეკრებას და საინტერესო ფილების ყურებას შეძლებენ. კინოჩვენებები სასტუმრო „წესის“ ერთ პატარა დარბაზში გაიმართება. დასწრება კი უფასო იქნება.
„ფეისბუქზე“ შექმნილია გვერდი, Cinema Club in Racha, სადაც ყოველი მომდევნო ოთხშაბათის...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, ნოემბერში 133 907 ლარის დაფინანსება გასცა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა თანადგომა გაუწია 413 ბენეფიციარს. 89 000 ლარი 141 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი - 85 ბენეფიციარი 15 296 ლარით დაფინანსდა.
მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა და...
თბილისის მერია 2020 წლის დადგომას მოსახლეობას ვიდეოკლიპით მიულოცავს. კლიპის გადაღება-დამზადება 125 ათასი ლარი ჯდება. გასული წლების მსგავსად მომსახურება უტენდეროდ განხორციელდება. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
"თბილისის მერია მუდმივად ზრუნავს დედაქალაქის მოსახლეობაზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საახალწლო განწყობის შესაქმნელად, გარდა ქალაქში მერიის სხვადასხვა სამსახურების მიერ ჩატარებული სამუშაოებისა, მოსახლეობას დამდეგი ახალი წელიც მიულოცოს", — აღნიშნავს თბილისის მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო.
უწყებაში On.ge-ს განუცხადეს, რომ საახალწლო...
რამდენიმეწლიანი ლოდინის მიუხედავად, ჭიათურაში საბაგირო, რომელიც გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, დღემდე ტექნიკურად გაუმართავია და ადამიანებს ძველი „მფრინავი ტრანსპორტით“ უწევთ მგზავრობა. პროექტის ხელმძღვანებელი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ჭიათურის საბაგიროზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს თუმცა, შესაძლოა 3-წლიანი დაპირება, ისევ დაპირებად დარჩეს და პროექტი დათქმულ 2020 წლის მარტშიც ვერ დასრულდეს.
ჭიათურის საბაგიროს რესტავრაცია 2017 წელს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „დაგისკმა“ დაიწყო. ხოლო რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის...
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვისათვის მერიამ 450 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეასრულოს ისეთი სამუშაოები, როგორიცაა გზებზე სავალი ნაწილის მოვლა-შენახვა, გზებზე მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებების მოვლა-შენახვა, გზისპირა ნარგავების მოვლა-შენახვა, ზამთრის პერიოდში გზების შენახვა და მარნულში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღალაშვილის ხიდის მოვლა-შენახვა.
სამუშაოები 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში...
გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ რაიონის მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
თბილისის მერის განცხადებით, გლდანის რაიონის გამგეობას 2020 წელს გაზრდილი ბიუჯეტი ექნება, რაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის დაიხარჯება.
„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო გლდანის რაიონის გამგებელს, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა პროექტის...
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს, თბილისში მასშტაბურ შეკრებას გეგმავს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისში გამართულ შეკრებას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.
მან ოპოზიციას მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს დესტრუქციული ქმედებისგან და ხელი არ შეუშალოს ამ ღონისძიებას.
„გვსურს წინასწარ გაცნობოთ, 14 დეკემბერს, შაბათს, ჩვენი ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართება, რომელიც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით...
გორის მერიაში 10-ზე მეტ თანამშრომელს სამსახურის გაცდენების გამო საყვედურები გამოუცხადეს. ნაწილმა ,,გაფრთხილების“ წერილი მიიღო, ნაწილი კი, უფრო მძიმე კატეგორიის გადაცდომაში იქნა მხილებული. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
თანამშრომლები ჩივიან, რომ გორის მერის ბრძანებები უსაფუძვლოა. ერთ-ერთმა ქალბატონმა სასამართლო პროცესი დღეს მოიგო.
ადვოკატი ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ ქალბატონის საქმეზე სასამართლომ მერის ორი ბრძანება გააუქმა:
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმ დილით...
ქალაქ გურჯაანში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე რეგიონული ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო. ის კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ცხოველთა თავშესაფარი აღჭურვილი იქნება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და სხვა ინფრასტრუქტურით. თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით, ქმედითი ღონისძიებების გატარება. რეგიონული ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე 2 მილიონ...
ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები ქუთაისში საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
"ვერ შეგვაჩერებთ" - ასე ეწოდება აქციას, რომელიც ქუთაისში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ქართული ოცნების აგრესიული აქტივისტები და საჯარო მოხელეები რამდენჯერმე დაესხნენ თავს ოპოზიციური პარტიის ოფისს.
მსვლელობა 14:00 საათზე კიკვიძის სკვერიდან დაიწყო და ის აღმაშენებლის მოედანზე, ქუთაისის მერიასთან დასრულდება, სადაც აქცია გაიმართება და ლიდერები განცხადებებს გააკეთებენ. აქციის გამო გადაკეტილია რამდენიმე ქუჩა.
აქციის დაწყებისას, კიკვიძის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































