მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, დედაქალაქში კვლავ რჩება გამოწვევები, რომლის დაძლევასაც მუნიციპალიტეტი გაზრდილი ბიუჯეტით შეუდგება.
„უნდა ვთქვათ სიმართლე, რომ უამრავი გამოწვევა გვაქვს ქალაქში. ეს გამოწვევები გუშინ და დღეს არ დაწყებულა. ესენია პრობლემები, რომლებიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა....
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ კვლევაში - „მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები - 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები“ - მოცემული შეფასებები მცდარია, რამაც შესაძლებელია, გამოიწვიოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, - ამის შესახებ ნათქვამია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე განმარტებით, 2019 წლის განმავლობაში, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად, მონიტორინგი უკვე განხორციელდა კვლევაში ნახსენები თანამდებობის პირების უმეტესი ნაწილის ქონებრივი...
საქართველოს ვიცერემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მეგზევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ 2019 წელი გზების რეაბილიტაციის თვალსაზრისით რეკორდულია.
"საგზაო პროექტები ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტია და ბიუჯეტის ყველაზე დიდი წილიც სწორედ გზების პროექტებზე მოდის. წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში გამორჩეული წელი გვქონდა - დავასრულეთ 200 პროექტი, ეს არის 800 კილომეტრამდე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია და დაახლოებით 300 კილომეტრამდე...
2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას გააკეთა.
მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში თეატრებისა და მუზეუმების დაფინანსება 5,3 მლნ ლარითაა გაზრდილი.
ზოგადად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის მოცულობა ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით, გაზრდილია 221,0 მლნ ლარით და 14 მილიარდ 432,9 მილიონ ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა...
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაპარლამენტმა 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 53.1...
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისიდან წყალარინების ცენტრალური და სამომხმარებლო ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო.
ბათუმის მერიის ცნობით, პროექტი ჯავახიშვილის ქუჩიდან მეჯინისწყლამდე მონაკვეთს მოიცავს, რომლის სიგრძე 60 კილომეტრს შეადგენს.
პროექტის განხორციელებისთვის 38 მილიონ 760 ათასი ლარი გამოიყო. წყალარინების ახალ ქსელზე 2000-მდე ოჯახი დაერთდა.
თელავში, 13 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 13:00 საათიდან დაიწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, ფორუმის მიზანი სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობაა და ის ვაკანსიებზე წვდომას ამარტივებს. სამუშაოს მაძიებლებს საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამოდენიმე დამსაქმებელისგან.
დასაქმების ფორუმზე, დამსაქმებლები სამუშაოს მაძიებლებს შრომის ბაზარზე არსებულ, აქტიურ ვაკანსიებს შესთავაზებენ. წარმოდგენილი იქნება აქტიური ვაკანსიები სხვადასხვა სფეროდან....
წინა სტატია
აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ბარციცმა გალის რაიონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ბგანბა წარადგინა.
გალში გამართულ შეხვედრაზე ბარციცმა მადლობა გადაუხადა თემურ ნადარაიას, რომელიც აღნიშნული თანამდებობიდამ 5 დეკემბერს გაათავისუფლეს.
მან აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რაიონში სიტუაცია რამდენიმე მიმართულებით გაუმჯობესდა. მისივე თქმით, 2014 წელს რაიონის ბიუჯეტი 199 მილიონი რუბლს, ხოლო 2019 წელს - 200 მილიონს შეადგენდა.
1969 წელს დაბადებული...
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ჟურნალისტებისთვის გადაადგილება შეიზღუდა.
დაცვის თანამშრომლები მედიის წარმომადგენლებს შენობაში მხოლოდ პრესსამსახურთან შეთანხმების შემთხვევაში უშვებენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
მერიაში აცხადებენ, რომ ამიერიდან შენობაში შესვლა მხოლოდ საშვით იქნება შესაძლებელი, თუმცა მერიამ ეს რეგულაცია ისე დააწესა, რომ საშვთა სისტემის შემოღების შესახებ მედიის წარმომადგენლებისთვის არ უცნობებია.
მერიას ამ დრომდე არც ის განუმარტავს, რის საფუძველზე შეეზღუდათ ჟურნალისტებს ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილება.
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში...
წინა სტატია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯომარის მოვალეობას თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია შეასრულებს. თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დეპუტატებმა ბიუროზე დაასახელეს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
შენგელია მოვალეობას იმ დრომდე შეასრულებს, ვიდრე საკრებულო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დასახელება ყველა დეპუტატს შეუძლია, შერჩევა ფარული კენჭისყრით მოხდება.
დეპუტატებმა ახალი თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით უნდა დაამტკიცონ.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა დატოვა.
რასაც ბატონი ბიძინა ამბობს, ყოველთვის სიმართლეა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ამ კომენტარით მაია ცქიტიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ, ინტერნეტჟურნალ „ველური ბუნებისთვის“ მიცემული ინტერვიუს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. საუბარია იმ ნაწილზე, სადაც ივანიშვილი ქვეყანაში ბოტანიკური და დენდროლოგიური პარკების განვითარებაში საკუთარ როლზე საუბრობს.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხეების გადარგვაზე, ამ საკითხზე ძალიან ბევრი არაკეთილმოსურნე ცდილობდა, წარმოეჩინა ის მავნებლურად, დამანგრეველ...
მერის წარმომადგენელმა ქალაქ გურჯაანის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიგი იმერლიშვილმა თანამდებობა დატოვა. ის გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრში გადავიდა.
როგორც ჩვენთან საუბარში მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა აღნიშნა, მან განცხადება გათავისუფლებაზე საკუთარი სურვილით დაწერა.
„გიგი იმერლიშვილი ჩვენი გუნდის წევრია და ამ თანამდებობაზე დაახლოებით ერთი წელი მუშაობდა. მან მიიღო გადაწყვეტილება და დაწერა განცხადება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა და მსჯელობა. ალბათ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ვაკანსიას,“ - განაცხადა...
ხელვაჩაურის მერის მოადგილესა და ჟურნალისტებს შორის დღეს სიტყვიერი დაპირისპირება იყო. არჩილ ბარამიძე გააღიზიანა ჟურნალისტების რეპლიკამ, რომ მერი „გაიძურწა“. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ განცხადება გააკეთა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, სხვა კოლეგებთან ერთად, საპასუხო კომენტარს ელოდებოდა, თუმცა ჯუმბერ ვარდმანიძე მათთან სხდომის დაწყებამდე არ ჩასულა. ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ბრიფინგი, რომელიც მაღალი გამავლობის სამი ავტომობილის შეძენას ეხებოდა, 12 საათზე ეთერში...
ერთ წელიწადში ქვეყანაში, სავარაუდოდ, მედიკამენტების ფასები ახალი კანონმდებლობით დარეგულირდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
რაც შეეხება ზოგადად, ფასების რეგულირებაზე საუბარს, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ ეტაპზე ფასების რეგულირებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ეს საკითხი განიხილება.
„ვფიქრობ, საკანონმდებლო ინიციატივაზე მომავალ წელს...
2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში 50,0 მლნ ლარით გაიზარდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა და შეადგინა 350 მლნ ლარი.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა 21 მლნ ლარით და შეადგენს 224.0 მლნ ლარს. დამატებული თანხიდან 18,0 მლნ ლარი მიიმართება მიწის რეგისტრაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის, ხოლო 3,0 მლნ ლარი - მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობისთვის.
საქართველოს საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 2019 წლის 30 დეკემბერს დაიწყება და 2020 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ განათლების სამინისტროში აცხადებენ.
რაც შეეხება თბილისის საბავშვო ბაღებს, დედაქალაქის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მათ გაითვალისწინეს, რომ 30 დეკემბერი სამუშაო დღეა და ამიტომ არდადეგები თბილისის ბაღებში 31 დეკემბრიდან დაიწყება.
სკოლებსა და ბაღებში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესი მომავალი წლის 15 იანვარს განახლდება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































