კარალეთის თემში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსია ფარსია", - ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გორის მერიის გადაწყვეტილებას, აღნიშნულ პოზიციაზე ხელახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ბექა ქორჩილავას განმარტებით, ამ პოზიციაზე კადრი უკვე შერჩეული ჰყავთ და კონკურსს ფორმალურად აცხადებენ.
"მერიის აპარატში მომუშავე ადამიანის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე ინიშნება "ქართული ოცნების" პარტიული აქტივისტი, მედროშე და მიხეილ გოგინაშვილის კადრი ჰამლეტ...
მომავალ წელს 100 000 ლარი შესაძლოა ზუგდიდის გამწვანებას მოხმარდეს. შესაბამისი პროექტი 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში უკვე აისახა. ინიციატივა საკრებულოს წევრს სანდრო სორდიას ეკუთვნის. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
პროექტი "მწვანე ბიუჯეტის" კონცეფცია ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩებსა და უბნების გამწვანებას გულისხმობს. კერძოდ, პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ქუჩებსა და უბნებში შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მუნიციპალიტეტს...
ორის მუნიციპალიტეტის მერიის და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების, ასევე ისტორიული ძეგლის გორის ციხის და მიმდებარე ტერიტორიების ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაცვის მომსახურების შესყიდვას აპირებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ამისთვის მერია მომავალი წლის ბიუჯეტიდან 268 800 ლარს გადაიხდის. როგორც მერიის მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილი პასუხებიდან ირკვევა, შესყიდვის აუცილებლობა მნიშვნელოვანი ფაქტორებითაა განპირობებული.
"შენობებში დაცულია საიდუმლოშემცველი და პირადი მონაცემების შემცვლელი დოკუმენტაცია, ინახება ძვირადღირებული...
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზუგდიდის ყოფილი ციხის ტერიტორია, 6603.კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობით, 1 030 000 ლარად გაიყიდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ელექტრონულ აუქციონზე ქონების შესყიდვის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოთქვა, რომელმაც ნაკვეთი უპირობოდ, 2019 წლის 28 ნოემბერს შეიძინა.
"ეს იყო საჯარო აუქციონი, სადაც ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება, თუმცა ერთი ბიჯი დაფიქსირდა და გაიყიდა მილიონ 30 ათას ლარად. ეს იყო უპირობო აუქციონი....
წინა სტატია
თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი დააკავა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულების მიმართ საქმის წარმოება 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
თბილისის საკრებულოში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის მისაღებში სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კარავი გაშალეს. ისინი კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და თანამდებობის დატოვებას ითხოვენ....
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოში“ ინვესტიციას, სავარაუდოდ, იტალიელები განახორციელებენ. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ინვესტორებთან მოლაპარაკება დასკვნით ეტაპზეა. ბოლო შეხვედრა იტალიელებთან კვირის დასაწყისში შედგა. მოლაპარაკების შედეგები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
"ამ დღეებში გავაკეთებთ განცხადებას“,- ამბობს მერის მოადგილე, იუზა უგულავა.
რაც შეეხება კლუბის ყოფილ ინვესტორს, ზაალ ჩაჩავას, მერის მოადგილე უარყოფს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩაჩავა ვალის აღიარებაზე უარს ამბობს.
"სასამართლო...
სამტრედიაში, პროგრამა „ქართულ ჩაის“ მონაწილე 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის მანქანა-დანადგარები გადაეცათ. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელეს.
კოოპერატივებისთვის ტექნიკის გადაცემის პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, იმერეთის რეგიონის რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღნიშნულმა კოოპერატივებმა სახელმწიფოს დაფინანსებით ისარგებლეს და საკუთრებაში არსებული 140 ჰა ჩაის პლანტაციების გასაშენებლად სახელმწიფოსგან თანადაფინანსების სახით 287,000 ლარი მიიღეს. პროგრამა „ქართული ჩაის“...
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება 21 დეკემბერსაა დაგეგმილი. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
მთავარ საახალწლო ატრიბუტს საზეიმოდ 18:30 წუთზე გაანათებენ.
ღონისძიებას ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი მუსიკალურად გააფორმებს.
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის მორთვა თითქმის დასრულდა. ცენტრალურ მოედანზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.
საახალწლო მორთულობა უკვე დამონტაჟდა ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე.
წინა სტატია
საქართველოს პრეზიდენტის მესტიის ყოფილი რეზიდენციის შენობა გასულ კვირას საჯარო აუქციონზე 7,5 მლნ ლარად გაიყიდა. აუქციონზე დაფიქსირებული ფასი მის საწყის ღირებულებასთან შედარებით 308%-ზე მეტი იყო. ქონების ახალი მფლობელი კომპანია "აიღვინისსახლია”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილია.
როგორც Bm.ge-ისთან ობიექტის ახალმა მფლობელმა ბენო ქაშაკაშვილმა განაცხადა, აქტიურ მუშაობას 2020 წლის ზაფხულიდან დაიწყებს. როგორც ბიზნესმენი ამბობს, მესტიის კლიმატური პირობების გათვლისწინებით, ჯერ...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
საკრებულოს დაცვის სამსახურს და საპატრულო პოლიციას კუხიანიძის კაბინეტში მყოფი სამოქალაქო აქტივისტების ძალით გაჰყავთ. მოძრაობის "შეცვალე" წარმომადგენლები და საკრებულოს ოპოზიციური წევრები ამ წუთებში კუხიანიძის სამუშაო ოთახში იმყოფებიან და ელოდებიან, როდის მივა "ქართული ოცნების" დეპუტატი სამსახურში. ისინი ცდილობენ, მის კაბინეტში კარავი გაშალონ და პროტესტი ასე გააგრძელონ. აქტივისტები საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
დაცვის სამსახურმა შენობიდან გაიყვანა საკრებულოს წევრი ლევან...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
თბილისის საკრებულოში დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის სამუშაო ოთახში ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა კარავი გაშალეს, რა დროსაც მათსა და დაცვის პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
აქციის მონაწილეები კუხიანიძის მიერ თანამდებობის დატოვებასა და ბოდიშის მოხდას ითხოვენ და აცხადებენ, რომ დეპუტატს ოთახში შესვლის შესაძლებლობას არ მისცემენ.
„კუხიანიძე არის მოღალატე ადამიანი, მან შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს. ის არის ბიძინა ივანიშვილის ხმა...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
თბილისის საკრებულოს შენობაში ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში აქციას მართავენ და ითხოვენ, რომ კუხიანიძეს თანამდებობა დაატოვებინონ. აქტივისტებმა ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში სტიკერები "შეცვალე“ და "ვაჟა ექიმი გმირია“გააკრეს.
ამასთან, აქტივისტებს ოთახში კარავი აქვთ გაშლილი და აცხადებენ, რომ კაბინეტის დატოვებას არ აპირებენ. დაცვის თანამშრომლები და საპატრულო პოლიცია მათი ოთახიდან გაყვანას ცდილობს.
დაცვამ საკრებულოდან ძალის გამოყენებით გაიყვანა საკრებულოს...
წინა სტატია
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კონგრესმენების განცხადებას ჟურნალისტებთან საუბრისას აფასებს.
მისი თქმით კონგრესმენები საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები არიან და მეგობრებისგან ყველა სახის კრიტიკა მისაღებია სამუშაო რეჟიმში.
„შევთანხმდეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. ეს კონგრესმენები არიან საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები. ჩვენი მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი მოსაზრებები გვაქვს....
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით მიმართავს. ადამ კინზინგერი, რომელიც შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა, პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთებულია.
"თანათავმდჯომარეების სახელით, შეშფოთებით ვწერთ, როგორც გადაწყვეტილებაზე, რომელიც დაპირებული პოლიტიკური რეფორმის უარყოფას გულისხმობს, ასევე, იმ ანგარიშებზე, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ეხება.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველომ შექმნა ძლიერი დემოკრატიის ფუნდამენტი და აჩვენა ერთგულება...
საქართველოში საარსებო შემწეობას 416 400 ადამიანი იღებს, რაც 116 111 ოჯახს შეადგენს. წლის დასაწყისიდან შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 25 700-ით შემცირდა. ამ დროისთვის მოსახლეობის 11.2% იღებს. ამ მიზნით სახელმწიფომ წლის დასაწყისიდან 286 მლნ ლარზე მეტი დახარჯა.
ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია, სადაც საარსებო შემწეობას ადგილობრივი მოსახლეობის 37% იღებს, ამის შესახებ GBC წერს.
შემწეობაზე დამოკიდებულთა რაოდენობა (წილი) რეგიონების მიხედვით:
საქართველო -...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლების - როდინაულისა და ობჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2020 წლის ივლისში იგეგმებოდა, თუმცა, გზის გახსნა დაგეგმილზე ბევრად ადრე მოხდება.
სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციის დაწყებამდე, არსებული გზის საფარი დაზიანებული იყო, რის გამოც, მოძრაობა ფერხდებოდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































