წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ეს არის საუკეთესო ნაძვის ხე, რაც კი ოდესმე თბილისს ჰქონია,- ასე პასუხობს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი საზოგადოების ნაწილის კრიტიკას თბილისის მთავარ ნაძვის ხესთან დაკავშირებით.
“ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე არა მარტო ჩვენი ქვეყნის პერიოდში, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტის საშუალებით სხვა ქალაქებში რა ხდება. თბილისი წელს განსაკუთრებით ლამაზად არის მორთული საახალწლოდ, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ნაძვის...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ფოთში, თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მოსახლეობის აქცია - "ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს" დღესაც განახლდა. აქციის პარალელურად გაიმართა შეხვედრა მერიაშიც, თუმცა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა და მოქალაქეთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მსგავსი სახის დიალოგი 13 წლის მანძილზე არაერთხელ ჩატარებულა, თუმცა მოსახლეობა ისევ იწამლება. მათ, არსებული პრობლემის მოგვარებამდე, თევზის გადამამუშავებელი ქარხნების დახურვა...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქედასა და შუახევში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
"დღეს შუახევსა და ქედაში დავათვალიერეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურურლი ობიექტი. ოქროპირაულს პირველად ექნება თანამედროვე საავტომობილო ხიდი, რომელიც ასეულობით ოჯახს შეუმსუბუქებს ცხოვრებას. აქვე, ახალდაბაში მოვინახულეთ ახალი საავტომობილო გზა, რომელიც 300-მდე ოჯახს მისცემს შესაძლებლობას გადაადგილდნენ ყოველგვარი შეფერხების გარეშე.
ასევე, იცით, რომ ქედაში შენდება სოციალური სახლი და რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა...
რამდენიმე დღეა, ოკუპირებული აფხაზეთის ტყეებში ხანძარი მძვინვარებს. სოხუმის რაიონის სოფელი ოდიში, გაგრაში, ფსოუსთან ახლოს, ასევე ოჩამჩირის რაიონის სოფელი კინდღი, გუდაუთისა და გალის რაიონები - ეს ის ადგილებია, სადაც ხანძარმა უკვე დიდი მასშტაბები მიიღო და მასთან გამკლავება ვერ ხერხდება, იმის მიუხედავად, რომ მეხანძრეებს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახანძრო-სამაშველო სამსახურის სოხუმის განყოფილების უფროსის, თიმურ კვიცინიას თქმით, სოხუმის რეგიონის სამაშველო სამსახური...
სემეკ-მა გაზის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელად დატოვა. შესაბამისი განცხადება სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. ამასთან, ნარმანიას თქმით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი არ შეიცვლება.
"სხვადასხვა პარამეტრებზე დაყრდნობით, დღეს ბუნებრივი აირის ტარიფები დავადგინეთ. დედაქალაქში ბუნებრივი აირის ტარიფი დარჩა უცვლელი. თუ ადრე ტარიფები მხოლოდ ერთი წლით დგინდებოდა, დღეს პირველად დავადგინეთ სამი წლით, ასე რომ, დედაქალაქის მოსახლეობას შეუძლია მომდევნო...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის გადაწყვეტილებით, სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულის, საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ღია რეჟიმში ჩატარდება.
სხდომა მოსამართლემ სწორედ ამ კითხვით გახსნა - რა პოზიცია ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით ბრალდებისა და დაცვის მხარეებს.
ორივე მხარემ განმარტა, რომ ისინი მომხრეები არიან, სასამართლო სხდომები ღია იყოს. ამის შემდეგ მოსამართლემ განაცხადა, რომ სხდომა არ დაიხურება.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ილია...
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ოპერის სრული რეაბილიტაცია 2015 წელს დასრულდა და სამუშაო მაღალი ხარისხით შესრულდა.
ამის შესახებ ბენდელიანმა „ოპერის შენობის დანგრევის საკითხზე ოპოზიციის ბრალდებებთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მისივე თქმით, რუსთაველის გამზირი გეოლოგიურად არამდგრად ქანობზე მდებარეობს, მიწისქვეშა გრუნტის წყლებმა მიმართულება შეიცვალა და საჭიროა დამატებითი სამუშაოები, რათა ოპერის შენობას საფრთხე არ შეექმნას.
„ეს უფრო მეტად ოპოზიციის...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ქუთაისის ცენტრალური ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშოებით თვითნებურად მორთვის მცდელობის გამო მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტი მიხეილ გეგეშიძე მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა. მომხდართან დაკავშირებით „გაბედეს“ წევრებმა მერიის წინ ბრიფინგი გამართეს.
მათ მერიის გადაწყვეტილებას „უნიჭო პოლიტიკური ანგარიშსწორება და შერჩევითი სამართალი” უწოდეს. „გაბედეს“ აქტივისტის გარდა ათასლარიანი ჯარიმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარეს გოგი წულაიას მიუვიდა.
მერიაში შერჩევითი სამართლის შესახებ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ...
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
2014-2018 წლებში საქართველოს 16 მუნიციპალიტეტში 180 მილიონი ლარია დახარჯული სახელმწიფოს მხრიდან 30 ინფრასტრუქტურულ პროექტზე, თუმცა, მილიონების ხარჯვის მიუხედავად, ერთი პროექტიც არ არის სრულყოფილად და ხარისხიანად შესრულებული - ნაწილი თავიდან არის გასაკეთებელი, ნაწილი საერთოდ არ შესრულებულა, დასრულებულია მხოლოდ 8, მაგრამ ისიც არ მუშაობს.
პრობლემურ პროექტებზე, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზე, სამოხელეო დანაშაულსა თუ სახელმწიფოს მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე საუბარია კვლევაში სახელწოდებით “სავარაუდო...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, თერჯოლაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება. მათივე ცნობით, ცენტრი ექსპლუატაციაში შესაბამისი აპარატურით აღჭურვის შემდეგ შევა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 233 ათასი ლარით დაფინანსდა.
"ჩვენ წელს დავიწყეთ ეს პროგრამა, რომელიც მოიცავს პირველადი ჯანდაცვის - ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში, მთლიანობაში, 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრისა და 200-ზე მეტი...
წინა სტატია
თამარ მეფის ხიდის პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
"თამარ მეფის ხიდის პანდუსზე დღეს ღამით დასრულდება მოასფალტება და ხვალიდან უკვე შესაძლებელი იქნება ამ კონკრეტული გზის მონაკვეთით სარგებლობა. ჩვენ არაერთხელ ვყოფილვართ უშუალოდ სამუშაოებზე და იცით, თუ რა ტიპის პროექტი განხორციელდა. ფაქტობრივად, მთლიანად მოხდა არსებული ინფრასტრუქტურის განახლება, მოწესრიგება და როგორც...
წინა სტატია
ზაარბრიუკენის და მშრალი ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას მერიაში დღესვე დაიბარებენ. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს მერიის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, მერიამ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები რამდენიმე დღის წინ ასფალტის ზედა ფენების მოწყობის შემდეგ აღმოაჩინა.
"ზაარბრიუკენის ხიდთან დაკავშირებით სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. იქ რამდენიმე დღის წინ ვიყავით. პერიოდულად მერიის მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს სამუშაოების დროს ინსპექტირების....
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ რაიონის მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
დედაქალაქის მერმა კრწანისის გამგებელსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„ყველამ ვიცით, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გროვდებოდა. ჩვენ სწორედ იმიტომ აგვირჩია ხალხმა, რომ ის ადამიანები...
დღეს თბილისის მთავრობა განიხილავს და საკრებულოს შესათანხმებლად გადაუგზავნის მერიის ხელშემწყობი ღონისძიებების ნუსხას, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ყოფილი მშენებლობების დასრულების მიზნით, - ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში კომპანია „m2“ , რომელმაც კომპანია „სვეტის“ მშენებლობები უნდა დაასრულოს, სამშენებლო ნებართვებს მიიღებს და შესაძლებელი იქნება, სამუშაოების დაწყება.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, მერიის უშუალო მონაწილეობით, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, 2019 წლის სექტემბერში გაფორმდა...
ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე 18 კმ-იან მონაკვეთზე გარეგანათების მოწყობა დასრულდა და თანამედროვე ტიპის სანათები დამონტაჟდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2018 წლის ივნისში გაიხსნა.
"აღსანიშნავია, რომ განათების სამუშაოები, ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობის პერიოდში მიღებული ეკონომიიდან დაფინანსდა. სამუშაოები, კომპანია „Sinohydro Corporation limited“-ის ქვეკონტრაქტორმა შპს „ჯავამ“ შეასრულა დასამუშაოების ღირებულებამ 4.3 მილიონი ლარი შეადგინა.
ამ დროისთვის, ქობულეთის შემოვლითი გზის...
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, 31 დეკემბრის 23:00 საათიდან, 75 მარშრუტზე 160 ერთეული ავტობუსი საშუალოდ 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.
ტრანსპორტი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე - პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს.
„გარდა ამისა, 31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენის“, ავტობუსებისა და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მგზავრებს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































