video
ამორტიზებული ამბულატორია  სოფელ ლეღვაში. ქობულეთში პირველადი ჯანდაცვის ცენტრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. ობიექტი განადგურებულია და  ნელ ნელა იშლება, ცვივა ბათქაში, ექიმები კი პაციენტებს გაყინულ და ნესტიან ოთახებში ემსახურებიან. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას  ჯერ კიდევ არ დაუწყია იმაზე ფიქრი, რა ბედი ეწევა ცენტრს სამომავლოდ. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. სოფელ ლეღვას 120 კომლიანი დასახლებისთვის ეს ერთადერთი სამედიცინო პუნქტია. ექიმები აქ პაციენტებს პირველად დახმარებას უწევენ. ინტერიერი დაზიანებულია,...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პაკეტი 2020 წლისთვის 1 644 000 ლარით განისაზღვრა. საკითხი საკრებულოს დეპუტატებმა გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცეს. გურჯაანის საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნული თანხით 19 პროგრამა დაფინანსდება, რომელთა შორის შედის სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი სტუდენტების სწავლის დაფინანსება. კონკრეტულად კი, მცირე საოჯახო ბავშვთა სახლებში გაზრდილ სტუდენტებს სწავლა ერთი წლის განმავლობაში 1 000 ლარით დაუფინანსდებათ. ასევე, პროგრამით დაფინანსდებიან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18-21...
ნაძალადევის რაიონში, ღუდუშაურის ქუჩა N33-ში გრუნტის დამჭერი კედელი და დამცავი ღობე მოეწყო. საყრდენი კედლის სიგრძე 24,5 მეტრია, სიმაღლე – 11,5 მეტრი. დასრულებული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა. „ამ ადგილას ფერდობი იშლებოდა და აუცილებელი გახდა გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიწის ჩამოშლისგან გზაც დაცულია და ადგილობრივი მოსახლეობაც. მსგავსი პროექტების განხორციელებას მიმდინარე წელსაც გავაგრძელებთ. 2020 წლის განმავლობაში 20-ზე მეტი...
ადიგენის სოფლებში, დერცელსა და კიკიბოში არსებული სადავო მიწების საქმე, სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ადგილობრივები ახალციხის რაიონული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც შვიდი ჰექტარი მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს საკუთრებაში დარჩა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სააპელაციო სასამართლომ ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) საჩივარი 10 იანვარს მიიღო და დაარეგისტრირა. როდის გაიმართება სასამართლო პროცესები ჯერ ცნობილი არ არის. „საჩივარი მოვამზადეთ, დეკემბერში მიიღო ახალციხის...
წინა სტატია შემდეგი სტატია 2020 წელს სოფლის მხადრაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტზე 3 366 000 ლარი გადანაწილდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, როგორ გადანაწილდება მუნიციპალიტეტების მიხედვით თანხა ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის. "სოფლებში შეხვედრები მალე დაიწყება და მარტამდე დასრულდება. ამის შემდეგ დაზუსტდება პროექტების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით, მაგრამ შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით დიდი ცდომილება არ იქნება“, – განაცხადეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში. სამინისტროს განმარტებით,...
წინა სტატია თბილისის მერი კახა კალაძე "ღამის ეკონომიკის" გუნდის მუშაობით კმაყოფილია. „კი, კმაყოფილი ვარ“, - ასე უპასუხა მერმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, კმაყოფილია თუ არა  კახა კალაძე "ღამის ეკონომიკის" გუნდის მუშაობით. „რამდენიმე დღეში გვექნება პრეზენტაცია. "ღამის ეკონომიკა" და თბილისის ტურიზმი, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა, გავაერთიანეთ და  საკმაოდ საინტერესო შედეგებს ნახავთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ზუგდიდის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში განთავსების მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა. სულ საუბარი 250 ძაღლს შეეხება. თუმცა, როგორც ადგილობრივი გამოცემა "ლაივპრესი" წერს, მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა მოხდეს ცხოველთა იზოლირება ჰუმანური, უმტკივნეულო მეთოდით - ლასოთი/ბადით და მათი თავშესაფარში გადაყვანა. გამოკვლევების შემდეგ, დამუშავება ჭიებზე, ბაქტერიებზე, პარაზიტებზე. ასევე, სტერილიზაცია/კასტრაცია, ანტირაბიული და კომპლექსური ვაქცინაცია და ყველა საჭირო პროცედურის შემდგომ, ძაღლების...
წინა სტატია შემდეგი სტატია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გასულ წელს სულ 35 სხდომა ჩატარდა. ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტჯერ, 30-30-ჯერ არ დაესწრნენ სხდომას ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრები, ირაკლი ღურწკაია და გელა თოლორაია. გელა თოლორაიას სამი გაცდენა შვებულებით სარგებლობას უკავშირდება. მხოლოდ ერთხელ არ დაესწრო წარმომადგენლობითი ორგანოს შეკრებას განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. დანარჩენი დეპუტატების მონაცემები კი...
ბათუმის აკვარიუმმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს იაპონური კოიები, თევზის დეკორატიული სახეობები აჩუქა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრეცლებს. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ბაღს კერძო პირმა სამი ზუთხი გადასცა საჩუქრად. ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუციო სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყო. აქ 300 ძირი ახალი მცენარე დარგეს. მოეწყო ბილიკები, დამონტაჟდა გარეგანათებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემა, ახალი სკამები, ნაგვის ურნები. აშენდა სამი საპირფარეშო. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციის შენობას და ორანჟერეას. სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს...
მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში შემავალ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში მომსახურების ტარიფები შეიცვალა. როგორც საქართველოს პირველ არხს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ფასები თითქმის 100%-ით არის გაზრდილი, თუმცა მოქმედებს საშეღავათო სისტემა. უწყებაში განმარტავენ, რომ გაძვირების მიზეზი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. ახალი ტარიფების მიხედვით, ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებში შესასვლელი ბილეთის ღირებულება მოზრდილი ასაკის მოქალაქეებისთვის 15 ლარით განისაზღვრა. 10...
„ანას ბაღს", არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩემი მერობის პირობებში, მე პირობა მაქვს დადებული, რომ არცერთ რეკრეაციულ სივრცეში, პარკში და სკვერში ვერანაირი მშენებლობა ვერ და არ განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, როგორია მისი მოსაზრება „ანას ბაღთან" მცხოვრები ადგილობრივების განცხადებაზე, რომ მათი საწინააღმდეგო კონტრაქცია იგეგმება ბინათმფლობელების მხრიდან, კახა კალაძის განმარტებით, დედაქალაქის მერია არაფერ შუაშია არც აქციებთან, არ კონტრაქციებთან და არც მშენებლობებთან. „კანონის...
წინა სტატია შემდეგი სტატია ანაკლიაში პორტის მშენებელმა კომპანიამ დემონტაჟი დაიწყო და ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკა გააქვს,- ამის შესახებ ინფორმაცია ანაკლიის განვითარების სააგენტოში დაადასტურეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, იმის გამო, რომ სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ხელშეკრულება შეწყდა, კომპანია „ვანოორდს” ტერიტორიიდან ტექნიკა უნდა გაეყვანა. „როგორც იცით, ხელშეკრულება რაც არსებობდა სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის, შეწყდა. შესაბამისად, „ვანორდის“ ეს ქმედება უკავშირდება იმას, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი...
ჩვენ დაწყებული გვაქვს მეტროს მოდერნიზება, მოწესრიგება და არსებული ვაგონების განახლება. უახლოეს მომავალში ვაპირებთ გამოვაცხადოთ ტენდერი და შევიძინოთ ახალი 40 ვაგონი დედაქალაქისთვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მათი ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ ყველა დაპირება შეასრულონ. „საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად ეს მიმართულება იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ...
დიდველის სათხილამურო "ნოდოს" გზა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გაიხსნა, - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის მთის კურორტების განვითარების კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანიამ შეძლო შესაბამისი ოდენობის წყლის რესურსის მოწოდება, რათა ამოქმედებულიყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც ხელს არ შეუშლის ბაკურიანის დამსვენებლების წყლით უზრუნველყოფას. უწყების ცნობით, 2 000 მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.
ზესტაფონში 9 საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ზესტაფონის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში ერთდროულად 9 საავტომობილო გზას უტარდება კეთილმოწყობის სამუშაოები. მერიის დაკვეთით საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა ქალაქის და სოფლის საავტომობილო გზებზე მიმდინარეობს. გზების რეაბილიტაცია 2 960259 ლარით არის დაფინანსებული, რომლის ფინანსური უზრუნველყოფა რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. აღდგენილი ინფრასტრუქტურით კი ასეულობით ადამიანი ისარგებლებს. გზების რაებილიტაციის პროცესი, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ მაჟორიტარ...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გრიგოლ მანდარია წარუდგინა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, შეხვედრისას, ილია ბეგიაშვილმა ბაკურიანსა და გუდაურში იანვრის დასაწყისში შექმნილი ვითარებაც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და კოორდინირებული მუშაობა, რათა მსგავსი პრობლემები თავიდან ავიცილოთ. მინისტრის მოადგილემ და ახალმა ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადეს წყალმომარაგების კომპანიის ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც ამ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ