დიდველის სათხილამურო “ნოდოს” გზა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გაიხსნა

731

დიდველის სათხილამურო “ნოდოს” გზა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გაიხსნა, – აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანიამ შეძლო შესაბამისი ოდენობის წყლის რესურსის მოწოდება, რათა ამოქმედებულიყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც ხელს არ შეუშლის ბაკურიანის დამსვენებლების წყლით უზრუნველყოფას.

უწყების ცნობით, 2 000 მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.