წინა სტატია
შემდეგი სტატია
მოძრაობა „შეცვალეს" წევრებმა, დედაქალაქის საკრებულოსთან, სადაც ისინი აქციას მართავენ, ნაგვის ურნა მიიტანეს.
აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნაზე გააკრეს სტიკერები "ქართული ოცნების" დეპუტატების, ალექსანდრე ხუჯაძისა და თარაშ შურღაიას გამოსახულებით. მათი თქმით, სწორედ მათ სხცემეს ბიუროს სხდომაზე ლევან ხაბეიშვილს.
„ურნის აქ მოტანას აქვს სიმბოლური დატვირთვა. ამ ურნაში აღმოჩნდებიან ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების დეპუტატები. ეს არის თქვენი ბოლო. პოლიტიკურ ურნად გადაიქცა ქართული...
გლდანის მერვე მიკრორაიონში N23 - N11 - N9 - N6 კორპუსებს შორის არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.
მერიის ინფორმაციით, სკვერის რეაბილიტაცია დაახლოებით, 8 000 კვ.მეტრ ფართობზე განხორციელდება და მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სკვერი მოეწყობა.
სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები,შადრევანი. ასევე, მოეწყობა კალათბურთის მოედანი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის და...
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილებები შევიდა. ახლებურად განისაზღვრა სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადები და პროცედურები.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სხვადასხვა ცვლილებებთან ერთად, პირველი თებერვლიდან მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების (20 მმ) საფასური 500 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდება, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთების (0-100მმ) საფასური 1000 ლარიდან 800 ლარამდე შემცირდება.
რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი),...
სოფელ გლდანში, პატარა ტბის დასახლებაში, გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
„აღნიშნულ მისამართზე გასული წლის ბოლოს წყალარინების ქსელის მოწყობა დასრულდა, რის შემდეგაც სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 4 422 კვ.მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიურები და ფეხით სავალი ბილიკები.
პროექტისთვის, რომელსაც გლდანის...
18 ისტორიული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აბასთუმანში ჯერ არ დასრულებულა. დაბაში მისულ „სამხრეთის კარიბჭეს“ გადამღებ ჯგუფს რეაბილიტირებულ შენობებში მცხოვრები მხოლოდ რამდენიმე ოჯახი დახვდა. შენობების ნახევარში მეპატრონეები ცხოვრობენ, ნაწილში კი მუშები სამუშაოებს კვლავ ასრულებენ. ინფორმაციას და ფოტოებს სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
დაბაში არსებული სარეაბილიტაციო სახლების ძველი ფოტოები 2018 წლის აპრილშია გადაღებული, ახალი კი, 2020 წლის იანვარში.
რამდენიმე დღის წინ „სამხრეთის კარიბჭესთან“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განაცხადეს, რომ...
რამდენიმე კვირაში თბილისის მერია თემქის ხევში საქალაქო პარკის მოწყობაზე ტენდერს გამოაცხადებს. ეს ინფორმაცია BM.GE-ის თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ მიაწოდა.
როგორც ბითაძე ამბობს, პროექტის დასრულებას წელიწადზე მეტი დასჭირდება. რაც შეეხება საინვესტიციო ღირებულებას, ბითაძის განმარტებით, პროექტზე 30-35 მილიონი ლარი დაიხარჯება.
“მიმდინარე წელს დასრულდა თემქის ხევის საქალაქო პარკის საპროექტო ნაწილი და ჩვენ უკვე მზად ვართ, რომ სამშენებლო ნაწილზე ტენდერი გამოვაცხადოთ. უახლოეს კვირებში გამოცხადდება...
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დღეს ჰოლოკოსტის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, გაჟღერდება ინიციატივა თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სახელობის გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასა და შესაბამისი მემორიალის განთავსებასთან დაკავშირებით.
მათივე ცნობით, ღონისძიება გაერო-ს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საერთაშორისო დღის ფარგლებში აღინიშნება და მას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. ამის მიზეზი „ენგურჰესის“ ჯვრის წყალსაცავში წყლის კრიტიკულად დაბალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, სოხუმის ცენტრალურ რაიონებში, ასევე ოჩამჩირეში, გულრიფშის რაიონსა და პიცუნდაში ელექტროენერგია ღამის 02:00 საათიდან 04:00-მდე და დღის 15:00-17:00 საათამდე შეეზღუდებათ.
სოხუმის დასავლეთ ნაწილში და გუდაუთის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე გაგრის რაიონში, დენი ღამის 02-დან 04-მდე და საღამო 17:00-დან...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა „შეცვალე“ და "ნაციონალური მოძრაობის წევრები" აქციას მართავს. ისინი 24 იანვარს, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, ლევან ხაბეიშვილზე ძალადობას გმობენ, მას მხარდაჭერას უცხადებენ და დაპირისპირებაში მონაწილე „ქართული ოცნების” დეპუტატების დასჯას ითხოვენ.
„ჩვენ ვიკრებებით აქ, რათა პირველ რიგში მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ხაბეიშვილს და ვაიძულოთ ხელისუფლება, დასაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ამ ძალადობაში პირდაპირ იყვნენ ჩართულები. ქვეყანა რეალურად იმართება ასლან აბაშიძის...
გმირთა მოედნის მიწისქვეშა გზაგამტარისა და სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გვირაბების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არცერთ ლოკაციაზე ამ დრომდე რეაბილიტაციის პროცესი არ დაწყებულა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
როგორც თბილისის მერიაში ამბობენ, ოროვე შეთხვევაში ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა, თუმცა უარყოფითი შედეგით დასრულდა. მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი განმარტავს, რომ ვერ მოხერხდა საჭირო გამოცდილების მქონე კომპანიის მოძიება.
კითხვაზე -...
გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის სართიჭალის პერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში განაგრძობს.
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი ადმინისტრაციული შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სავალან მირზოევმა და მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა, ადგილზე პირადად დაათვალიერეს.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და...
თბილისის საკრებულოსთან, სადაც ოპოზიცის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები, საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ.
როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად იმიტომ დაუპირისპირდნენ საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრები, რომ რამდენიმე კვირის წინ 20-მდე დამლაგებელმა ხაბეიშვილს მათი პრობლემის შესახებ მიმართა.
საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ნანა ჯუღელი ამბობს, რომ მისი ხელფასი თვეში 196 ლარია. მისი თქმით, დამლაგებლებმა ხელფასის მომატების თხოვნით საკრებულოს ყველა სამსახურს...
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ 12 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის ჯამში 42 230 ლარის ღირებულების სამი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
სოფელ სადახლოს, ახკერპის, თაზაქენდისა და ხოჯორნის საჯარო სკოლების სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის მერია 15 900 ლარს დახარჯავს.
მარნეულის N8, N6, სოფელ ბაიდარისა და ქეშალოს სკოლების სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისათვის მერია 12...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
თბილისის საკრებულოს სხდომა პოლიტიკური განცხადებებითა და კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს მომხდარი დაპირისპირების შეფასებით დაიწყო.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლილე ლიპარტელიანის განმარტებით, დღევანდელ სხდომას ლეგიტიმაცია არ აქვს, რადგან „ქართული ოცნების“ წევრები საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შესაბამისად, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკრებულოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებოდნენ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების შეფასებით, დღევანდელი ინციდენტი სამწუხარო ფაქტია. თუმცა მათი...
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა წარმომადგენლობითი ორგანოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე დაამტკიცეს. აღნიშნულ თანამდებობაზე საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი გიორგი დოხტურიშვილი ერთხმად აირჩიეს.
გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის საკრებულომ კომისიის თავმჯდომარეობიდან ერეკლე კუხიანიძე გადააყენა.
აჭარაში განხორციელებული ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკის შედეგად, აჭარის საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს არის 2019 წლის ახალი, ასევე წინა წლებში დაწყებული და 2019 წელს მიმდინარე პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება.
მაჩვენებელში შედის ყველა პროექტი, რაზეც ხელშეკრულება გაფორმებულია აჭარის მთავრობის მიერ, ან 2019 წელს გაცემულია სამშენებლო ნებართვა.
აჭარის მთავრობის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში ჩამოთვლილია აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები, კონკრეტული ინვესტიციის მოცულობის მითითებით. აღნიშნული პროექტების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































