თბილისის მერია რამდენიმე კვირაში თემქის ხევში საქალაქო პარკის მოწყობაზე ტენდერს გამოაცხადებს

581

რამდენიმე კვირაში თბილისის მერია თემქის ხევში საქალაქო პარკის მოწყობაზე ტენდერს გამოაცხადებს. ეს ინფორმაცია BM.GE-ის თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ მიაწოდა.

როგორც ბითაძე ამბობს, პროექტის დასრულებას წელიწადზე მეტი დასჭირდება. რაც შეეხება საინვესტიციო ღირებულებას, ბითაძის განმარტებით, პროექტზე 30-35 მილიონი ლარი დაიხარჯება.

“მიმდინარე წელს დასრულდა თემქის ხევის საქალაქო პარკის საპროექტო ნაწილი და ჩვენ უკვე მზად ვართ, რომ სამშენებლო ნაწილზე ტენდერი გამოვაცხადოთ. უახლოეს კვირებში გამოცხადდება ტენდერი თემქის ხევზე, რომელიც 24 ჰექტარია და ეს იქნება უნიკალური სივრცე, სადაც გვექნება 2 ხელოვნური ტბა, რომელიც ერთმანეთთან მდინარით იქნება დაკავშირებული. ადგილზე იქნება ამფითეატრი, სათამაშო მოედნები, კაფეები, უნიკალური დენდროლოგია და ასევე ძალიან დიდი მწვანე სივრცე, დაახლოებით, 34 000 კვ.მ, სადაც ადამიანებს საშუალება ექნებათ, რომ დაისვენონ. ორი საფეხმავლო ხიდი არის თემქის ხევში გათვალისწინებული, რომელიც კვარტლებს ერთმანეთთან დააკავშირებს”, – ამბობს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე.