წინა სტატია თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლევან ჟორჟოლიანი დღეს გამართულ ბრიფინგზე კომპანია „სიტი პარკთან“ გამართულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 850 ათასი ლარის ღირებულების 6 ათასი ჯარიმა სრულად იქნება ჩამოწერილი. მისი განმარტებით, 500 ჯარიმა ადმინისტრაციული წესით არის გასაჩივრებული, 21 ჯარიმა სასამართლოს წესით, ხოლო დანარჩენი ჯარიმები უკვე აღსრულებაშია. „იმის გათვალისწინებით, რომ სტატისტიკურად „სიტი პარკის“ ჯარიმების 60-70% უკანონო იყო, ანუ მას მერია ან სასამართლო...
წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოვლა-პატრონობაზე დასუფთავების სამსახური იზრუნებს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. მერიამ 100 ათასი ლარი გამოყო. შეიქმნა 15 კაციანი ჯგუფი და ისინი სასაფლაოებს ბალახისგან და ეკალ-ბარდისგან გაასუფთავებენ. პირველი ეტაპი აღდგომის დღესასწაულამდე დასრულდება, თუმცა სასაფლაობის დასუფთავება წლის ბოლომდე გაგრძელდება.
კასპის მერიამ კომპანია ,,ბამის" დისკვალიფიკაცია მიანიჭა. სადგურ მეტეხში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობის შესახებ გამოცხადებულ ტენდერში მერიამ მისი დოკუმენტაცია დაიწუნა. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ჯანსაღ კონკურენციას არ ქმნის. საუბარი ეხება თითქმის ნახევარმილიონიან ტენდერს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. ,,მნიშვნელოვანია, რომ სატენდერო კომისიას ჯერ არც კი ჰქონდა განხილული დაზუსტებული დოკუმენტაცია, მაშინ როცა დღის წესრიგად უკვე დააყენეს შპს ბამა-სთვის...
წინა სტატია ხონის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელიც ორი დღის დაიწვა, სწავლას მეზობელ სოფელში, დედალაურის საჯარო სკოლაში გააგრძელებენ. ხონის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ სკოლა 36 მოსწავლის მისაღებად მზად არის და ახლა მოსწავლეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების მოგვარება მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. "სასწავლო პროცესის აღდგენა ამ შენობაში შეუძლებელია. ზარალის რაოდენობა ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია. ექსპერტიზამ უნდა შეაფასოს,...
დადიანების მუზეუმის ეზოში, 38 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე საპირფარეშო აუქციონზე ხელმეორედ გაიტანეს, რადგან პირველ ჯერზე არ გაიყიდა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. საიჯარო ქირის წლიური საწყისი ფასი 800 ლარია. აუქციონის პირობაა შენობის დანიშნულების შენარჩუნება და სანიტარული ნორმების დაცვა. უძრავ ქონებას სარგებლობაში, ერთი წლის ვადით გადასცემენ გამარჯვებულს. საპირფარეშოს რომ აუქციონზე გაიტანდნენ, ამის შესახებ გადაწყვეტილება 2019 წლის, დეკემბერში გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ეს ტუალეტი მუნიციპალიტეტის...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შვილს გასული წლის განმავლობაში თანხა ორჯერ აჩუქა - თავდაპირველად 14 400, შემდეგ კი 25 ათასი ლარის ოდენობით. მაშინ როცა, დავით რაზმაძის წლიური ხელფასი 30 720 ლარი იყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  თავად დავით რაზმაძემ, მამისგან ჩუქების ფორმით 67 208 ლარი მიიღო და როგორც თავად ამბობს შვილს ფულადი საჩუქარიც (39 400 ლარი) ამ თანხიდან გადასცა. რაც შეეხება...
პირველად საქართველოში სათაფლიას ტყეში განათებები მოეწყობა. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, განათებები ტყეს ზღაპრულ იერს შესძენს და მეტ ვიზიტორს მიიზიდავს. "საქართველოში პირველი ტყის განათებები სათაფლიას ტყეში გაკეთდება. ვიზიტორი უფრო დიდხანს შეძლებს დაათვალიეროს სათაფლიას პარკი, ნახოს განსაკუთრებული, ზღაპრული ტყე. ასევე მოხდება მღვიმის განათების მთლიანი რეაბილიტაცია. ეკომეგობრული ტექნოლოგიებით გაკეთება, რათა ვიზიტორისათვის იყოს ლამაზი სანახაობა და განათებებმა არ დააზიანონ ის...
თელავის მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ აქციას გეგმავს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი დანებებას არ აპირებენ და საჭიროების შემთხვევაში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახლთან გადაინაცვლებენ. ,,თელავის მოსახლეობას მოგმართავთ. ორშაბათს, დილის 11 საათიდან დაიწყება აქცია მერიასთან და გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოგვარდება წყლის პრობლემა. აღარანაირი გაჩუმება და კომპრომისზე წასვლა არ იქნება....
წინა სტატია მესტიის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 119 900 ლარი დაუსაბუთებლად გასცა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (არათანამდებობის პირები) ხარჯები 2017-2018 წლებში ანაზღაურდებოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ოქტომბრის №34 დადგენილების საფუძველზე. "სამართლებრივი აქტის შესაბამისად, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 390 ლარი. საკრებულოს წევრის მიერ მისაღები კონკრეტული თანხის მოცულობა...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა ღონისძიებისთვის ყვავილების თაიგულებს და გვირგვინებს შეისყიდის. ჯამში 214 ცალს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 5 010 ლარია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. გამარჯვებული ვალდებულია ყვავილები ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად, წლის განმავლობაში მიაწოდოს შემსყიდველს. როგორც „ლაივპრესს“ მერიაში განუცხადეს, ყვავილები სასაჩუქრედ გათვლილია ქალთა და დედის დღესთან დაკავშირებითაც. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თაიგულები და გვირგვინები განსაზღვრულია მერიისთვის და საკრებულოსთვის. კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის გათვალისწინებულია ჯამში ყვავილების 45 სასაჩუქრე...
ოკუპირებულ გალის რაიონში 687 ე.წ. აფხაზური პასპორტი გაიცა. ამის შესახებ დეფაქტო საპასპორტო განყოფილების ხელმძღვანელმა, ვადიმ კვაძბამ განაცხადა. შეხვედრაზე, რომელიც ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის და პრემიერის, ვალერი ბგანბას ინიციატივით გაიმართა, კვაძბამ აღნიშნა, რომ გალში გასაცემად უკვე მზადაა 28 პასპორტი. ამასთან, მიღებულია 1071 განცხადება. ჯამში, მისივე ცნობით, აფხაზეთის 148 591-მა მცხოვრებმა მოითხოვა ახალი ე.წ. პასპორტი. მათგან 141 319-მა უკვე მიიღო. გასაცემად მზადაა 2 034 პასპორტი.
წინა სტატია შემდეგი სტატია მესტიის მუნიციპალიტეტი საკუთარი აქტივის გაცემიდან მისაღები სარგებლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარდგენილი მონაცემებით, მესტიის მუნიციპალიტეტი 2019 წლის ივლისის მდგომარეობით, ფლობდა 249 ერთეულ უძრავ ქონებას (მიწის ნაკვეთები და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები). მიწის საერთო ფართობი 64 ჰექტარზე მეტია. "წარმოდგენილი მონაცემებით, მუნიციპალიტეტი ქონების ნაწილს იყენებს საკუთარი საქმიანობისთვის, ნაწილი...
ბოლნისის მუნიციპალიტეტი სტუდენტების დაფინანსების მიზნით, საბუთების მიღებას იწყებს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენტაციის წარდგენა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებაში უნდა მოხდეს. ამასთან,ფულადი დახმარების პროგრამაში, კატეგორიების მიხედვით, სტუდენტი დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემდგომ ჩაერთვება. კატეგორიების შესახებ  ინფორმაცია ,რომელზეც მუნიციპალიტეტი სტუდენტურ დახმარებას გასცემს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეა შესაძლებელი. ამასთან, მუნიციპალიტეტის ცნობით,  სასწავლებლიდან ცნობა სწავლის დაწყების შემდგომ უნდა იყოს გაცემული, წინააღმდეგ შემთხვევაში,...
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ახალი გზის მშენებლობა დაასრულა. ახალი გზა დავითაიას ქუჩასა და მერვე ლეგიონის დასახლებასთან მდებარე, მთისძირის ქუჩას აკავშირებს. პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი, გვერდმიმღებები და ხელოვნური ნაგებობები მოეწყო, ასევე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი. გარდა ამისა, მოეწყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრისკენ მიმავალი გზა და უშაკოვის ქუჩის მონაკვეთი. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შედეგად გამარტივდება საავტომობილო მიმოსვლა კახეთის გზატკეცილსა და თბილისის ზღვაზე. სამშენებლო სამუშაოები...
თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მერია უპრეცენდენტო პროექტზე იწყებს მუშაობას და ეს არის ჭკვიანი შუქნიშნების დამონტაჟება. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით Bus Lane-ები მოეწყობა, მერია იწყებს მუშაობას უპრეცედენტო პროექტზე, რომლის კვლევის შედეგები უკვე ჩაბარებული აქვს მერიას გერმანული კომპანია „კოპას“ მიერ. „მიმდინარე წელს ჩვენ გამოვაცხადებთ შესყიდვას ჭკვიანი შუქნიშნებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ახალ ეტაპზე, რაც საერთოდ ახალ ეტაპზე...
წინა სტატია რუსეთიდან ოკუპირებულ ცხინვალში ტვირთების შეტანაზე რეგულაციები მკაცრდება. რამდენიმე დღეა, ე.წ. საბაჟო პუნქტზე პროდუქტებით დატვირთულ ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.  ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობა ცხინვალშია. „ჯერ დაუზუსტებელია კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციიდან ტვირთების შეტანას ზღუდავენ, თუმცა, ფაქტია, რომ გარკვეული დეფიციტი უკვე შეიქმნა. მოსახლეობა შიშობს, რომ ხვალ და ზეგ უფრო რთული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ